თუ ჭეშმარიტად მორწმუნენი ვართ, მაშინ სიმშვიდე გვეუფლება. არ ვღიზიანდებით, არ ვწუწუნებთ, არც ვინმე გვძულს, არც არავისი არაფერი გვშურს. ეს არის რწმენა
შალვა ამონაშვილიდადგება დრო, როცა ოჯახსაც და სკოლასაც დაეკისრება აღზარდოს ღმერთკაცი, განა კეთილი ადამიანი მხოლოდ, არამედ - ღმერთკაცი. ოჯახს და სკოლას აქვს ეს ძალები
შალვა ამონაშვილი
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
ბავშვისთვის თქმა - "ღმერთი დაგსჯის" - არასწორია. პირიქით, ღმერთი რომ სიყვარულია, ეს უნდა ვასწავლოთ. წმ. იოანე ღვთისმეტყველმა ეს თქვა: ღმერთი სიყვარულია
მღვდელი ბასილი ფოსურიარ არსებობს უცოდველი ადამიანი, და თუ ჩვენ ჩვენი ცოდვებისთვის მოვიცლით და თვალთახედვას შიგნით მივმართავთ, დრო აღარ დაგვრჩება სხვების ცოდვებისთვის.
მარინა კაჭარავაწარსულში, აწმყოში და მომავალში ცხოვრება
ის, ვინც წარსულში ცხოვრობს, არის სასოწარკვეთილი. ის, ვინც მომავალში ცხოვრობს, არის შფოთიანი. ის, ვინც აწმყოში ცხოვრობს, არის მშვიდობით და ჰარმონიულად.
ანა ქირია
ჩვენ უნდა გავხდეთ ღირსეული ადამიანი!
ნათქვამია “შენ ადამიანად დაიბადე, მაგრამ ადამიანი უნდა გახდეო"
გაადამიანურება მთელი ცხოვრება გვჭირდება ჩვენ
ემპირიული კვლევებით არის დადასტურებული, რომ, თუ შენ გაქვს უნარი, თავი ბედნიერად იგრძნო ახლა, მაშინ შენი პოტენციური წარმატების ალბათობა 57%-ით იზრდება.
დავით გოგიჩაიშვილინებისმიერი თქვენი გადაწყვეტილება უნდა იყოს თქვენთვის კარგის მომტანი. თუ თქვენი გადაწყვეტილება თქვენთვის დამაზიანებელია, შეცვალე გადაწყვეტილება!
ზურაბ მხეიძეადამიანის არსებობის ყველაზე დიდი შინაარსი არის განღმრთობა, ადამიანი უნდა განიღმრთოს. მისი განღმრთობის აუცილებელი ასპარეზი არის მე-7 დღის მსახურება.
გიორგი გვასალიასამი რამ გვინდა ფსიქოლოგიაში, რომ თანხმობა მივიღოთ - განვითარება, თავისუფლება, ზრდა. თუ ამას აკმაყოფილებ, ბავშვი გამოგყვება შენ, თუ არადა - ფეხს აითრევს
შალვა ამონაშვილი
ვინც პირველი დაუთმობს, ის არის ბრძენი.
ვინც არ დაუთმობს, უგუნურია.
ასე რომ, მოასწარით ერთმანეთს შორის დათმობები, რომ ამ დაუთმობლობას რაღაცა არ მოჰყვეს
ჰუმანური საქართველოს მე-10 მცნება
მიზეზს უთუოდ მოჰყვება შედეგი.
ჩვენ ისეთ ცხოვრებაში ვცხოვრობთ, როგორი მიზეზებიც შევქმენით წარსულში, და ახლა კიდევ ვქმნით ახალ მიზეზებს მომავლისათვის
თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ბავშვები კეთილშობილები გამოვიდნენ, დაიხსომეთ აღზრდის ყველაზე მთავარი წესი - ბავშვების აღზრდა საკუთარი თავის აღზრდით იწყება
შალვა ამონაშვილი
დედისა და მამის ქცევა უკვე აღზრდაა ბავშვისა.
დედა როგორ ხვდება შინ დაბრუნებულ ქმარს, ან როგორ გააცილებს, ან როგორ ზრუნავს, ან შვილს რას ეუბნება მამაზე...
სიკეთე არის, არა თავიდანვე ბოძებული სათნოება, არამედ - ვარჯიში. ბოროტებაც და სიკეთეც თავიდანვე არის ადამიანში ჩადებული. ჩვენ უნდა ვივარჯიშოთ სიკეთეში.
გიორგი კეკელიძეფორმალური განათლების მიზანი
ფორმალური განათლება უნდა იყოს პერსონიფიცირებული, ეს ერთი. და მეორე - ყველა დონის ფორმალურმა განათლებამ უნდა მასწავლოს, როგორ ვსწავლობ, როგორ ვისწავლო.
დავით გოგიჩაიშვილი
რა ემოციასაც ტოვებ, იმ შედეგს ღებულობ.
ურთიერთობის პროცესი უნდა აეწყოს ისე, რომ, წინასწარ იცოდე შედეგისთვის რა ემოციის დატოვება გინდა და მერე იმოქმედო
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
რა არის მოძღვრის ფუნქცია?
მოძღვრის ფუნქციაა - ღვთის სიტყვა მიიტანოს ადამიანებამდე, სწორად აუხსნას მრევლს, თუ რა არის ქრისტიანობა, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ - თავისი მაგალითითაც
მღვდელი ბასილი ფოსურიჩვენ ღმერთზე ვიცით ის, რაც მას უნდოდა, რომ ჩვენ მასზე გვცოდნოდა. იმაზე მეტს ადამიანი ვერ შეიმეცნებს. მას არ აქვს ამის უნარი, თუ ღმერთმა არ გაუხსნა ეს კარი.
მარინა კაჭარავაამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს
მსახიობის ჯილდოა - ქუჩაში რომ მაყურებელი გხვდება და გიღიმის, დარბაზში რომ შეხვალ და უხარიათ შენი დანახვა და ტაშს გიკრავენ. ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს.
გივი ბერიკაშვილიმესამე მშობელმა რა დააშავა?
სამშობლო რას ნიშნავს? დედა, მამა და ქვეყანა. დედას და მამას თუ ემსახურები, მესამე მშობელმა რა დააშავა?
მოდით, გავიაზროთ, რომ ამ სამივე მშობელს ვემსახუროთ!
თუ ასწლიანი გეგმა გაქვს
კონფუცი ამბობდა - თუ ერთწლიანი გეგმა გაქვს, ბრინჯი უნდა დათესო; თუ ათწლიანი გეგმა გაქვს, ხეები დარგე და თუ ასწლიანი გეგმა გაქვს, შვილებს განათლება მიეციო.
გოგა ჩანადირიდაცემაში არ არის პრობლემა, ამ დაცემიდან წამოდგომა რომ ხდება, ისე, როგორც პეტრე მოციქული წამოდგა, ამაშია მთელი საიდუმლო. დავით მეფსალმუნეც ასე წამოდგება.
გიორგი გვასალიაავტორი პერსონაჟის ტყავში უნდა შეძვრეს
ძალიან ძვირფასები არიან ჩემი პერსონაჟები. მწერლობა ისეთი რამეა, ავტორს ძალიანაც რომ ეზარებოდეს, კეთილი უნდა ინებოს და პერსონაჟის ტყავშიც უნდა შეძვრეს.
გურამ დოჩანაშვილი