ადამიანის ხელაღებით უარყოფა როგორ შეიძლება!
ადამიანს მრავალი თვისება აქვს. რა თქმა უნდა, ზოგში ჭარბობს კარგი თვისებები, ზოგში - ნაკლებად. ადამიანის ხელაღებით უარყოფა როგორ შეიძლება!
გურამ დოჩანაშვილითუ შენი თავი ვერ აღზარდე, ვერც შვილს აღზრდი. გაღიზიანებული თუ ხარ, შვილს ვერ ეტყვი - ნუ ღიზიანდებიო. გაბრაზებით გაბრაზებულს ვერ დაამშვიდებ
შალვა ამონაშვილიან კვალიფიციურად, პროფესიონალურად და პასუხისმგებლობით შევხედოთ საქმეს, ან სულ მცირე, ზედამხედველობა განვახორციელოთ პასუხისმგებლობით.
გოგა ჩანადირიგულისყურით მოსმენა გადამდებია, როცა ბაკური გულისყურით გისმენს, ამის შემდეგ შენც ინსტინქტურად გინდება, რომ გულისყურით მოუსმინო ბაკურის.
დავით გოგიჩაიშვილი
დედის პირველი დობილი მისი ქალიშვილი უნდა იყოს და მერე ყველა დანარჩენი.
მამის პირველი ძმობილი მისი ვაჟი უნდა იყოს და მერე ყველა დანარჩენი
გაეცი, რომ მიიღო
აუცილებლად, სიკეთეს მოსდევს შენთვის კიდევ უფრო დიდი სიკეთე.
გაეცი, რომ მიიღო.
"მიიღე, რომ გასცე" კი არა, ჯერ გაეცი.
ღებულობს ის, ვინც გასცემს
მე უნდა ვეცადო სრულყოფას. რა თქმა უნდა, ბოლომდე სრულყოფილი ვერ გავხდები, მაგრამ გავუსწრებ ჩემ თავს, შვილმა რომ ჩემგან უკეთესი რამ დაინახოს
შალვა ამონაშვილიმივიღოთ დამარცხება, როგორც მომავალი გამარჯვების პირობა, და გამარჯვება, როგორც მომავალი დამარცხების პირობა. იმიტომ, რომ ერთს მეორე მოსდევს
შალვა ამონაშვილიტყუილი მართალს ჰგავს, მართალი - ტყუილს. ანტონი დიდი ამბობდა - ისე შეიშლება მსოფლიო, შეშლილებს ჭკვიანებს დაუძახებენ და ჭკვიანებს შეშლილებსო.
მარინა კაჭარავაადამიანის შესაძლებლობას ზღვარი არა აქვს. სადაც კომპიუტერი იპოვა, იქ იმაზე მეტს იპოვის და მერე კიდე მეტს იპოვის და ეს არ დასრულდება არასდროს
შალვა ამონაშვილიმასწავლებლებო, ჩვენ ღმერთის საქმის შემსრულებლები ვართ დედამიწაზე. ღმერთის თანამოღვაწეები რომ გავხდეთ, უნდა ვიყოთ სინათლის მასწავლებლები
შალვა ამონაშვილიყოველდღე ადამიანი იწონება და უხარია 100 გრამი თუ დაიკლო ან მოიმატა. ამას ამხელა ყურადღებას აქცევს ადამიანი და არ ინტერესდება ცოდნა რა მოემატა
ზურაბ მხეიძე
ისევე, როგორც გამრავლების ტაბულა არ აღიზრდება, ასევე - ზნეობა არ ისწავლება.
გამრავლების ტაბულას სჭირდება სწავლა, ზნეობას - მაგალითის ჩვენება
გწამდეს ბავშვისა,
გწამდეს სიყვარულისა და
გწამდეს შენი თავისა.
ამ სამი რწმენით თუ მიხვალ ბავშვთან, და ამ სამი რწმენით თუ გაკვეთილს ჩაატარებ...
გინდათ, რომ სიყვარული დაამტკიცოთ? ერთადერთი გამოცდა სიყვარულისა, ერთგულებაა!
ერთგულება პატივისცემაში, ურთიერთობაში, განცდებში,.. ყველაფერში
ჭეშმარიტი აღზრდა საკუთარი თავის სრულყოფაში მდგომარეობს. საკუთარი თავის!
დედა ხარ? - მაშ, გახდი საუკეთესო დედა!
ცოლი ხარ? - გახდი საუკეთესო ცოლი!
მიყვარს, როცა ცხოვრებაში გზასაცდენილს სიყვარულით ვმკურნალობ.
სიყვარულით უმკურნალეთ ყველას, და თქვენც ასევე გიმკურნალებენ, თუ საჭირო იქნება
კატეგორიული არ იყო და მოუსმინე, საპირისპირო აზრიც რომ იყოს და აწონ-დაწონე საკუთარი შეხედულება და ყოველთვის კითხვა დაუსვი საკუთარ აზროვნებას.
ლევან გიგინეიშვილინარცისია და თხზავს!
თუ ნარცისია ადამიანი, თხზავს ისეთ ისტორიებს, სადაც ან გმირი უნდა იყოს, ან მსხვერპლი, რაც ბიპოლარული აშლილობის დროს არის ხოლმე დამახასიათებელი.
ნანა ჩაჩუამაგარი ლიდერები გვაჩვენებენ, თუ რა მაგრები არიან ისინი. უფრო მაგარი ლიდერები გვაჩვენებენ, გვაგრძნობინებენ, თუ რა მაგრები შეგვიძლია ვიყოთ ჩვენ
დავით გოგიჩაიშვილიარაცნობიერი, ქვეცნობიერი, ცნობიერი
წარმოიდგინეთ : არაცნობიერი, ქვეცნობიერი, ცნობიერი - მივიღეთ პირამიდა. აქედან ყველაზე დიდი არის არაცნობიერი. ასეთი სამაროვანი არის ჩვენი ტვინი.
დეა ყოლბაია
ბავშვი მეგობრად უნდა გაზარდო, რომ მეგობარი გაიჩინო;
მოყვარედ უნდა გაზარდო, რომ მოყვარე გაიმრავლო;
პატრიოტად უნდა გაზარდო, რომ პატრიოტი გახდეს
რა არის მეგობრობა?
ნამდვილი მეგობრობაა, როცა არაფერი დასამალი არ გვაქვს. როცა ერთმანეთის გვესმის და არასდროს ვეცდებით ერთმანეთის მოტყუებას. როცა ერთ აზრზე ვართ.
კახი კავსაძეთუ ნიშანმა შეგიპყრო, ცოდნა გავიწყდება
მე მომხრე ვარ უზნაძისა, რომელმაც ქუთაისის სკოლაში, სადაც დირექტორი იყო, ნიშანი მოსპო.
თუ ნიშანმა შეგიპყრო, ტყვე ხდები ნიშნისა, ცოდნა გავიწყდება