ციტატები, მოკლე გამონათქვამები

უახლესი
ციტატები, მოკლე გამონათქვამები
შალვა ამონაშვილი - ციტატები

იცით როგორ უნდა ვიცხოვროთ?
რომ ჩვენი ყოფა ჩვენმა ახლობლებმა ღვთის წყალობად მიიღონ - რა კარგია, რომ შენ ჩვენთან ხარო. რამდენი მადლი, სიკეთე და სიხარული მოგაქვსო

შალვა ამონაშვილი
იცით როგორ უნდა ვიცხოვროთ?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

კარგი მამა რომ იყო...

კარგი მამა რომ იყო, ცოლი უნდა გიყვარდეს. თუ ცოლი არ გიყვარს, მამა ვერ გახდები. არ შეიძლება ცოლი არ გიყვარდეს და შვილი გაგიჟებით გიყვარდეს, იმიტომ, რომ მან გააჩინა

შალვა ამონაშვილი
კარგი მამა რომ იყო...
შალვა ამონაშვილი - ციტატები

აი ნამდვილი ცხოვრება!

ცხოვრების წინააღმდეგ სვლა - აი ნამდვილი ცხოვრება - დინების წინააღმდეგ რომ მიდიხარ, უფრო სწორად, იმ ტრადიციებისა, იმ ქცევებისა, იმ ურთიერთობებისა, რაც არ მოგწონს

შალვა ამონაშვილი
აი ნამდვილი ცხოვრება!
ალექსანდრე ჯეჯელავა - ციტატები

რწმენა ეწოდება ნაბიჯის გადადგმას მაშინ, როდესაც კიბე საერთოდ არ ჩანს. შეიძლება გზას საერთოდ ვერ ხედავდე, მაგრამ, არ უნდა დანებდე და ეგ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგა!

ალექსანდრე ჯეჯელავა
რწმენა ეწოდება ნაბიჯის გადადგმას მაშინ,
შალვა ამონაშვილი - ციტატები

პირველ რიგში - გვიყვარდეს

სადაც გიყვარს, იქ ცუდი აზრი არ გიჩნდება. ვინც გიყვარს, მას ცუდს ვერ უსურვებ. არ გაგიჩნდება ცუდი სიტყვა, აზრი, სურვილი მასზე, ვინც გიყვარს. პირველ რიგში - გვიყვარდეს!

შალვა ამონაშვილი
პირველ რიგში - გვიყვარდეს
შალვა ამონაშვილი - ციტატები

სიყვარულს არ უყვარს პირობები

გიყვარდეთ ყველა, მტრებიც გიყვარდეთ და თქვენს მაწყევრებს ლოცვა შეუთვალეთო - თუ გინდა სიყვარული, ასე უნდა იყოს და თუ არ გინდა, იყავი როგორც გინდა, გიჟი თავისუფალია

შალვა ამონაშვილი
სიყვარულს არ უყვარს პირობები
ლაშა ბექაური - ციტატები

როგორი ადამიანია ლაშა?

ვცდილობ, რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთო ამ ერთ ცხოვრებაში და რაც ღმერთმა ნიჭი მომცა, ეს ნიჭი მინდა ისე გამოვიყენო, რომ მომავალი თაობებისთვის იყოს დიდი მოტივაცია

ლაშა ბექაური
როგორი ადამიანია ლაშა?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მე შემიძლია ვიყო მუდმივად ბედნიერი

როცა მე გემსახურებით თქვენ, ნაცნობს, უცნობს, ამაში ვხედავ ჩემი კმაყოფილების რაღაც წყაროს.
ბედნიერება კმაყოფილებაა.
ამრიგად, მე შემიძლია ვიყო მუდმივად ბედნიერი

შალვა ამონაშვილი
მე შემიძლია ვიყო მუდმივად ბედნიერი
შალვა ამონაშვილი - ციტატები

რატომღაც, როცა აღზრდაზე ვსაუბრობთ, სულ დედაზე გადაგვაქვს მთელი სიმძიმე. ეს ასეც არის, მაგრამ მამას დიდი როლი აქვს ბავშვის აღზრდაში და საერთოდ, ოჯახის ცხოვრებაში

შალვა ამონაშვილი
რატომღაც, როცა აღზრდაზე ვსაუბრობთ, სულ დედაზე
კახი კავსაძე - ციტატები

ხართ თუ არა დამთმობი?

ძალიან დამთმობი ვარ. არ მომწონს ჩემი თავი, როცა დამთმობი არ ვარ ხოლმე, ე.ი. რაღაცნაირად გავღარიბდი. როცა ვთმობ, კარგად ვარ. მომწონს, როცა ვთმობ ხოლმე, კარგი გრძნობაა

კახი კავსაძე
ხართ თუ არა დამთმობი?
გიორგი ჭანტურია გიორგი ჭანტურია - ციტატები

შიშის გრძნობა ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს, მაგრამ შემდგომ მამაცი ჰქვია იმ ადამიანს, რომელიც ამ შიშის გრძნობას გადალახავს, ჩაკლავს და უბრალოდ არ იფიქრებს შიშზე

გიორგი ჭანტურია
შიშის გრძნობა ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს,
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მიზეზს უთუოდ მოჰყვება შედეგი.
არ არსებობს მიზეზი, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება.
რაც უფრო დიდია მიზეზი, შედეგიც მეტია. რაც უფრო სუსტია მიზეზი, შედეგიც ანალოგიურია.

შალვა ამონაშვილი
მიზეზს უთუოდ მოჰყვება შედეგი. 
არ არსებობს
ტარიელ ხარხელაური - ციტატები

დროის მართვა

შეიძლება დროში გაერკვეს, დრო რასაც გვთავაზობს ჩემთვის მიუღებელია. დროს შენ უნდა უკარნახო. მე მინდა, ახალგაზრდა თაობამ ეს იცოდეს. დრო თვითონ უნდა მართო და არა დრომ.

ტარიელ ხარხელაური
დროის მართვა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

სიყვარულს საქმეები უყვარს. საქმეების გარეშე სიყვარული მკვდარია.
კოცნა, მოფერება, გაჭირვებაში ერთად დგომა, თავდადება, დათმობა... ამაში იწრთობა ნამდვილი სიყვარული

შალვა ამონაშვილი
სიყვარულს საქმეები უყვარს. საქმეების გარეშე
შალვა ამონაშვილი - ციტატები

არ გიყვარს? - შეიყვარე!
ვიღაცა იტყვის - "სიყვარული ან არის, ან არ არის" - ვითომ დიდ ფილოსოფიას ამბობს.
რას ქვია არ არის? სიყვარული სულ არის, როგორც მოუვლი, ისეთი გახდება

შალვა ამონაშვილი
არ გიყვარს? - შეიყვარე!
ვიღაცა იტყვის -
მღვდელი ბასილი ფოსური მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები

მშობლის აღზრდით იწყება შვილის აღზრდა. ჩვენ თუ გვინდა, რომ მცენარე ჯანსაღი იყოს, გამანოყიერებელი ნივთიერებით ვამდიდრებთ ფესვებთან მიწას - ფესვები მშობლები არიან

მღვდელი ბასილი ფოსური
მშობლის აღზრდით იწყება შვილის აღზრდა. ჩვენ თუ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

პირველი მიზეზი ჩვენს ფიქრებში იქმნება. "პირველითგან იყო სიტყვა..." - აი ასეთი ძალა აქვს ფიქრს.
ფიქრი ყველაფრის საწყისი ენერგია. როგორც ვფიქრობთ, ქვეყანა ისეთი ხდება

შალვა ამონაშვილი
პირველი მიზეზი ჩვენს ფიქრებში იქმნება.
შალვა ამონაშვილი - ციტატები

იმეგობრეთ თქვენს შვილებთან

მეგობრობაში:
ჯაჯღანი არ შეიძლება,
ყვირილი არ შეიძლება,
ჩხუბი არ შეიძლება,
დამცირება არ შეიძლება,..
არავინ არ იმეგობრებს იმასთან, ვინც მას ამცირებს, გამორიცხულია!

შალვა ამონაშვილი
იმეგობრეთ თქვენს შვილებთან
შალვა ამონაშვილი - ციტატები

თუ უარყოფა არ მოხდა ძველისა, ახალი არ გაჩნდება. უნდა უარყო, რომ ახალი გაჩნდეს, და თუ ახალი არ გაჩნდება, ცხოვრებაც არ არსებობს. ცხოვრება არის მხოლოდ ახალი საფეხურები

შალვა ამონაშვილი
თუ უარყოფა არ მოხდა ძველისა, ახალი არ
დავით გოგიჩაიშვილი - ციტატები

როგორ ვასწავლოთ ტვინს სეროტონინისა და ოქსიტოცინის გამოყოფა?

21-დღიანი ვარჯიშით, როგორც კუნთს ვავარჯიშებთ ხოლმე, შეგვიძლია ტვინს ვასწავლოთ სეროტონინისა და ოქსიტოცინის გამოყოფა, რეგულარული, პატარ-პატარა სიკეთეების კეთებით.

დავით გოგიჩაიშვილი
როგორ ვასწავლოთ ტვინს სეროტონინისა და
შალვა ამონაშვილი - ციტატები

უნდა ჩამოვიცილოთ ყველაფერი, რაც გვირთულებს ადამიანებთან ურთიერთობას, რაც ხელს გვიშლის, რომ ჩვენი ყოფა ახლობლებისთვის, გარშემომყოფებისთვის სასიხარულო გავხადოთ

შალვა ამონაშვილი
უნდა ჩამოვიცილოთ ყველაფერი, რაც გვირთულებს
შალვა ამონაშვილი - ციტატები

რას გამორიცხავს სათუთობაში აღზრდა?

სათუთობაში აღზრდა გამორიცხავს უხეშობას, იძულებას, დასჯას, დაჩაგვრას, გაღიზიანებას, ყვირილს...
ხმას არ აუმაღლოთ!
თქვენი სახლიდან წივილ-კივილი არ უნდა გავიდეს გარეთ

შალვა ამონაშვილი
რას გამორიცხავს სათუთობაში აღზრდა?
გიორგი კეკელიძე - ციტატები

როდესაც ჩვენ ბავშვებს ვეუბნებით, რომ შენ უნდა გიყვარდეს წიგნი, თავიდანვე შეცდომას ვუშვებთ, იმიტომ, რომ სიტყვა "უნდა" და სიტყვა "წიგნი" ვერ თანაცხოვრობს ერთმანეთთან.

გიორგი კეკელიძე
როდესაც ჩვენ ბავშვებს ვეუბნებით, რომ შენ უნდა
გიორგი კეკელიძე - ციტატები

დრო და ტექსტი ერთმანეთზე ურთიერთქმედებენ და რეალური გავლენა აქვთ. ყოფილა ტექსტები, რომლებმაც დრო შეცვალა, და არის დროები, რომლებიც ტექსტებს უცვლიან კონტექსტებს...

გიორგი კეკელიძე
დრო და ტექსტი ერთმანეთზე ურთიერთქმედებენ და
ციტატები, მოკლე გამონათქვამები