მასწავლებლის სიამაყე ის არის, როცა გაჭირვებულ ბავშვს შეიყვანს ლხინში, როცა გაჭირვებულ ბავშვს გახდის გახსნილს. ასეთი მასწავლებელია ოსტატი. ეს არის მასწავლებლის ღირსება
შალვა ამონაშვილისადღეგრძელოების თქმა ყველას გვიყვარს ხმამაღლა
პატრიოტიზმზე საუბარი და სადღეგრძელოების თქმა ყველას გვიყვარს ხმამაღლა, თუმცა, სინამდვილეში გვიჭირს, გავიაზროთ, თუ რა არის სამშობლოს სიყვარული და ქმედებაში მოვიყვანოთ.
გოგა ჩანადირი
ტყუილი, რა თქმა უნდა, პიროვნული ნიშან-თვისებაა.
არანაირად არ მჯერა, რომ ბავშვები იბადებიან ამ პიროვნული ნიშან-თვისებით.
ეს ალბათ უფრო ნასწავლია. ჩვენ ვაჩვენეთ რაღაც სახით
სიკეთის, სიყვარულის, სინათლის ძირი ღმერთშია, ხოლო ბოროტებას, მტრობას - პარაზიტული მყოფობა აქვს. ის რაღაცის ხარჯზე არსებობს, ის რაღაცა როგორც კი გაქრება, ეს ყველაფერი ქრება.
გიორგი გვასალიასამოთხე ხასიათდება სხვისთვის ცხოვრებით. ადამი ცხოვრობს თავისთვის და ის ვერ ცხოვრობს სამოთხეს. მაგრამ, ადამის გვერდით როგორც კი ვიღაცა გაჩნდება, ის უკვე გრძნობს სამოთხეს.
გიორგი გვასალიაჰუმანური საქართველოს მე-6 მცნება
ყველა დავეძებთ თავისუფლებას. ესაც ერთ-ერთი მცნებაა ჰუმანური საქართველოსი.
თავისუფლება ისე კი არ უნდა იყოს გაგებული, რომ "აკეთე, რაც გინდა", არამედ, უნდა შეგვეძლოს - ავირჩიოთ
გინდა ბედნიერი შვილი?
ბედნიერების საწყისი ის არის, რომ მე სხვას ვხდი ბედნიერს.
გინდა ბედნიერი შვილი? შენმა შვილმა უნდა გააბედნიეროს ცოლიც, შვილებიც, მეზობლებიც და საერთოდ ყველა, ვისაც კი ხვდება
მივმართოთ ჩვენი აზრი, ძალები შემოქმედებისკენ
მივმართოთ ჩვენი აზრი, ჩვენი ძალები შემოქმედებისკენ.
მაგრამ, რა შევქმნათ?
პირველ რიგში იცით რა? - შევქმნათ საკუთარი თავი!
საკუთარი თავი უნდა ავაშენოთ, ვიდრე სახლს ავაშენებთ!
შენი სული ალმასია. იქიდან შეიძლება ბრილიანტი გამოვიდეს. ალმასი კარგია, მაგრამ ბრილიანტი - ფასდაუდებელია.
ვისზეა დამოკიდებული შენი ალმასის ბრილიანტად ქცევა? - მხოლოდ შენზე
თუ მდინარეში არ შეხვედი, ცურვას ვერ ისწავლი
მდინარეში ისე ვერ შეხვალ, თუ ცურვა არ იცი. მაგრამ, თუ მდინარეში არ შეხვედი, ცურვას ვერ ისწავლი. როცა გვეკითხებიან - საიდან უნდა დავიწყოთ, - ყველა წერტილიდან შეიძლება დავიწყოთ.
ნანა ჩაჩუაგანვითარდი და გამრავლდით!
გითხრა ორი რაღაც ბუნებამ: განვითარდი და გამრავლდი! გადაუხვევ ამ გზას? შენი აჯობებს... ვერ აჯობებს! და ჩვენ რაღაცებს ვიგონებთ, ვხოცავთე რთმანეთს. ერთმანეთთან აგრესიულები ვართ!
ზურაბ მხეიძერაღაცას როცა ვერ აკეთებ ხშირად შენი არჩევანია
რაღაცას ვერ ვაკეთებ, აი გეშტალტურად და ფსიქოლოგიურად ითვლება, რომ ეს ჩემი არჩევანია, ვერ გაკეთება რაღაცის, ჩემი არჩევანია, რომ არ გავაკეთო, მაგრამ ასე არის შეფუთული, რომ ვერ...
ზურაბ მხეიძე
ქართული ბალადისა არ იყოს - "იქნება ვეფხის დედაი ჩემზე მწარედა სტირისა, წავიდე, სამძიმარ ვუთხრა შვილისაო".
აი ასეთი დედობაა დედობა, და არა ის, რომ ჩემი შვილი შენ შვილსა სჯობდეს
მე შემიძლია ვილოცო იქ, სადაც ვარ. სულ საყდარში ვარ, თუ მწამს. და თუ არა მწამს, გინდა ვიარო ეკლესიაში, გინდა არ ვიარო, ათასი სანთელიც რომ დავანთო, ერთი სანთლის ფასი არ ექნება ამას
შალვა ამონაშვილი
აი როგორც გაგრძელდება თქვენი ცხოვრება, ეგ იქნება თქვენი არჩევანი.
რასაც თქვენ ვერ გააკეთებთ, ეგ იქნება თქვენი არგაკეთების სურვილი მხოლოდ, რაშიც თქვენი ტვინიც მოგეხმარებათ
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
უსინანულობა გვაკარგინებს ღმერთის კეთილგანწყობას, მადლს
არასწორი მოქმედებები ჩვენ ყველას გვაქვს, ყველა ცოდვილი ადამიანები ვართ, მაგრამ უსინანულობა არის ის, რის გამოც ღმერთის კეთილგანწყობა შეიძლება დაიკარგოს, მადლი განგვეშოროს
მღვდელი ბასილი ფოსურითუ გინდათ, რომ ოჯახი შეინარჩუნოთ და განავითაროთ...
ოჯახი თუ გინდათ შეინარჩუნოთ და განავითაროთ, სიყვარული უნდა ზარდოთ. სიყვარულს უნდა მოვლა, მორწყვა, ალერსით, მოთმინებით, ყველა კეთილი განცდით და ამგვარად სიყვარული გაიზრდება
შალვა ამონაშვილითავისუფლება, არჩევანი და პასუხისმგებლობა
თავისუფლება არის არჩევანთან და პასუხისმგებლობასთან ერთად. არ არსებობს თავისუფლება ამ ორი რამის გარეშე - უნარი, აირჩიოს, საით წავიდეს, და მეორე - პასუხი აგოს იმაზე, რაც აირჩია.
მარინა კაჭარავაარ მინდა გისურვოთ მხოლოდ ის, რომ იშოვოთ კარგი სამსახური. მინდა გისურვოთ, რომ შექმნათ კარგი სამსახური და დაასაქმოთ სხვა, რათა თქვენი მიღწევები სასარგებლო იყოს სხვებისთვისაც.
დავით გოგიჩაიშვილიუდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში რიტუალს, რაღაც რიტუალის შესრულებას, რომლითაც ის ცდილობს, არ დაავიწყდეს მთავარი. ანუ, რიტუალი ამ შემთხვევაში არის ინსტრუმენტი.
მარინა კაჭარავაჰუმანური საქართველოს მე-4 მცნება
სიყვარული ორნაირია: მიწიერი და ღვთიური.
ჩვენ ძალიან გავერთეთ მიწიერი სიყვარულით, რამაც ბევრი სარეველა გაგვიჩინა.
უნდა შევძლოთ, რომ ღვთიური სიყვარულით გვიყვარდეს ერთმანეთი
არ ვიყოთ ზედაპირულები. მთავარი ოქრო არის იმ ზედაპირის მიღმა. ფსკერზე ყოველთვის უფრო მეტი სიმდიდრეა, ვიდრე ზღვის ზედაპირზე. ჩვენ ვუყურებთ მხოლოდ ზედაპირზე არსებულ საგანძურს.
გოგა ჩანადირიამოზარდეთ სიყვარული
სიყვარული იზრდება პატივისცემით, ერთგულებით, თავაზიანობით, დათმობით,..
გააკეთე ესენი და ეს სიყვარული უფრო მეტად გაღრმავდება, გაღრმავდება და ასაკში უფრო და უფრო მეტად დატკბება
ბავშვებში არის აუარებელი შინაგანი ძალა და უსაზღვრო შესაძლებლობანი, და თუ პედაგოგიკას შეცვლი, ამ ძალებს უფრო მეტს გამოავლენ. თუ არ დაიჯერებ ამას, მაშინ იმასაც ჩაუკლავ, რაც აქვს
შალვა ამონაშვილი