ციტატები, მოკლე გამონათქვამები

უახლესი
ციტატები, მოკლე გამონათქვამები
შალვა ამონაშვილი - ციტატები

სიკეთე თუ გააკეთე, იქვე დაივიწყე, ვის რა გაუკეთე. თუ დაიხსომებ, მაშინ უნდა გაუხსენო, არა? და თუ გაუხსენებ, ღმერთი ჩამოგაწერს მაგ სიკეთეს და პირიქით, ცოდვაში ჩაგითვლის.
მაგრამ, თუ ვინმემ გაგიკეთა სიკეთე, აი ეგ არ უნდა დაივიწყო. უნდა გადაუხადო. მას თუ არა, სხვას მაინც

შალვა ამონაშვილი
სიკეთე თუ გააკეთე, იქვე დაივიწყე, ვის რა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ქონება არ სჭირდება ბავშვს

ბავშვს არ უნდა არც შენი ქონება, არც შენი ბანკის წიგნაკები... არაფერი არ უნდა. ის თავად შექმნის ყველაფერს. შენ - ნიჭი განუვითარე, ზრდილობა მიეცი, ხალხი შეაყვარე და ღმერთისკენაც მოახედე. ის მერე ყველაფერს მიიღებს იმას, რაც ეკუთვნის ამ ცხოვრებიდან და ბედნიერიც იქნება

შალვა ამონაშვილი
ქონება არ სჭირდება ბავშვს
ლევან გიგინეიშვილი - ციტატები

ესაა ამოცანა ადამიანის!

"აბა დღეს მე ვის რა ვარგე" - ესაა სწორი დამოკიდებულება სამყაროზე - დაფიქრება, თუ რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება... სიკეთე გავაკეთო, ხოლო ბოროტება, ვნება, ცუდი მიდრეკილებები დავძლიო, დაცემული ადამიანური ბუნება გადავლახო ღმერთის შეწევნით - ესაა ამოცანა ადამიანის.

ლევან გიგინეიშვილი
ესაა ამოცანა ადამიანის!
შალვა ამონაშვილი - ციტატები

სამშობლო ხალხიცაა

სამშობლო არა მხოლოდ მთებია, როგორც ლექსებში ამბობენ ხოლმე - კავკასიის მთები, შავი ზღვა თუ სხვა,.. არამედ ხალხიცაა. სამშობლო პირველ რიგში არის ხალხი. თავისი ენით, გულით, სიყვარულით, კულტურით, წარსულით... ჩვენ ერთად სხვაგანაც რომ გადაგვასახლონ, იქაც სამშობლო გვექნება

შალვა ამონაშვილი
სამშობლო ხალხიცაა
ნანა ჩაჩუა - ციტატები

რა არის ჩემი არჩევანი?

ადამიანი არის ბიო, ფსიქო, სოციო, პერსონალური არსება. "პერსონალური" არის ის მთლიანობა ადამიანში, რომელიც ამ ყველაფერზე იღებს პასუხისმგებლობას, და საერთოდ, ზოგადად - სიცოცხლეზე. რას ვირჩევ მე, რა არის ჩემი არჩევანი? - ჩემი არჩევანის საგანი არის - სიცოცხლე, თუ სიკვდილი.

ნანა ჩაჩუა
რა არის ჩემი არჩევანი?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მეთორმეტედ აუხსენი, თითქოსდა პირველად უხსნი

შეეშველე ბავშვს, დაეხმარე, უჩურჩულე, გაამხნევე,.. აუხსენი მეორედ, მეცხრედ, მეთორმეტედ,.. ყოველთვის ისე აუხსენი, თითქოს პირველად უხსნი და არ გახსოვს გუშინდელი ახსნილი, იმიტომ, რომ, გაბრაზდები, განაწყენდები და ეტყვი - რამდენჯერ უნდა აგიხსნა? სად ჩაგდის ამდენი ახსნილი?

შალვა ამონაშვილი
მეთორმეტედ აუხსენი, თითქოსდა პირველად უხსნი
ნანა ჩაჩუა - ციტატები

ეს ღირებულება არის შენი სიმართლეში ცხოვრება

სიმართლე არ არის ფარდობითი, სიმართლე არის ერთადერთი - საითაა შენი ქმედება მიმართული. არის თუ არა შენი ვექტორი მიმართული ფუნდამენტური ღირებულებებისკენ, რომელიც არის უმაღლესი ღირებულება - სამართლიანობა. ეს ღირებულება და ფასეულობა არის შენი სიმართლეში ცხოვრება.

ნანა ჩაჩუა
ეს ღირებულება არის შენი სიმართლეში ცხოვრება
თემურ წიკლაური თემურ წიკლაური - ციტატები

სად იცხოვრებდით?

ამ წლების განმავლობაში, რასაც საქართველოს ფარგლებს გარეთ დავდივარ, უამრავი შესაძლებლობა იყო იქ ცხოვრების, მაგრამ, სადაც უფალმა მიმიჩინა, ჩემი დედა ბოძი და დედა მიწა სადაც არს - იქ ვარ!
მე მგონი, მნიშვნელობა არ აქვს სად ცხოვრობ, როგორ ცხოვრობ - ამას აქვს მნიშვნელობა

თემურ წიკლაური
სად იცხოვრებდით?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

რას ნიშნავს დღის დაკარგვა?

დღეების დაკარგვა ნიშნავს იმას, რომ იმ დღეს ჩვენ მკვდარი ვართ.
რა არის სიცოცხლე? - სიცოცხლე არის ის პროცესი, როცა რაღაცა უკეთესობისკენ მიგყავს.
მოცემულ დღეს, თუნდაც სულ მცირე, თუ არ წაიყვანე უკეთესობისკენ, ჩათვალე, რომ არ იყავი შენ იმ დღეს. იყავი, მაგრამ ფასი არ ჰქონდა

შალვა ამონაშვილი
რას ნიშნავს დღის დაკარგვა?
ნიკო ლეკიშვილი ნიკო ლეკიშვილი - ციტატები

მოდით ყველამ ერთად ვაკეთოთ ის საქმე, რაც ჩვენ ქვეყანას და ჩვენ დედაქალაქს წაადგება. ეხლა არ არის იმის დრო, რომ ერთმანეთს დავუპირისპირდეთ. ხალხი თვითონ დაინახავს, ვინ რისი გამკეთებელია, და მოდით ერთად გავაკეთოთ ის, რაც ჩვენი ქვეყნის ბედნიერებისკენ იქნება მიმართული

ნიკო ლეკიშვილი
მოდით ყველამ ერთად ვაკეთოთ ის საქმე
გიორგი გვასალია - ციტატები

სხვისი სიმართლის გათვალისწინება

როდესაც მე ვსაუბრობ სამართლიანობაზე, თუ სხვას არ ვითვალისწინებ, თუ მას არ ვითვალისწინებ, ვის მიმართაც მე სამართლიანობას ვამტკიცებ, მე მართალი ვერ ვიქნები. მის სიმართლეს აუცილებლად უნდა ვითვალისწინებდე ჩემ სიმართლეში. ამ დროს შეიძლება რაღაც სიმართლე გამოვძერწოთ.

გიორგი გვასალია
სხვისი სიმართლის გათვალისწინება
ნანა ჩაჩუა - ციტატები

ფეხზე დამდგარი გვამების ტყე

სინდისი, ეს არის მამხილებელი გონებაო, მამხილებელ გონებას შენსას თუ მიწა წააყარე, მკვდარი ხარ.

როგორც მამარდაშვილი ამბობს, თვალს, რომ გაახელ ადამიანი, აღმოჩნდები ფეხზე დამდგარი გვამების ტყეშიო. უზნეო ადამიანთა სიმრავლე, ფეხზე დამდგარი გვამების ტყეს წარმოადგენენ.

ნანა ჩაჩუა
ფეხზე დამდგარი გვამების ტყე
გიორგი გვასალია - ციტატები

მაცხოვარი მოდის მაშინ, როდესაც ბოროტებამ თავისი თავი მთლიანად გამოავლინა. ახალი არაფერი აღარ არის, ფორმაა ახალი, შესამოსელია ახალი, შინაარსი - ძველი. ეს ის სისინია, რაც გველმა თავის დროზე ჩასჩურჩულა დედაკაცს და რამაც მოიტანა უდიდესი ტრაგედია კაცობრიობის ისტორიაში.

გიორგი გვასალია
მაცხოვარი მოდის მაშინ, როდესაც ბოროტებამ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მრავალფეროვნება სასწავლო პროცესში

რა ერთფეროვნებაშიც მოვაქცევთ ბავშვს სკოლაში, იმ ერთფეროვნებას მივიღებთ. მრავალფეროვანი უნდა იყოს ჩვენი სასკოლო ცხოვრება, რომ მრავალფეროვნები გამოვიდეთ, მრავალგვარი ხედვა გვქონდეს, ფართო ცნობიერებას დავეუფლოთ. თუ ეს არ მოხდება, მაშინ აღზრდა დაკარგავს თავის ძალას

შალვა ამონაშვილი
მრავალფეროვნება სასწავლო პროცესში
გიორგი გვასალია - ციტატები

ვის ვემსახურები მე? ვემსახურები ეგოს, თუ სხვას? როგორც კი სხვის მსახურებას ვიწყებ, მე ვიწყებ იმ ადამიანობას, რომელი პროექტიც ჩემში, როგორც ბედნიერ არსებაში ჩადო ღმერთმა. ამ პროექტის რეალიზება იწყება სწორედ ამ დროს. არსებითად სწორედ ამაშია შინაარსი ღვთისმსახურებისა.

გიორგი გვასალია
ვის ვემსახურები მე?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

თუ ჩვენ ბავშვებს კონკურსებში, ოლიმპიადებში გამარჯვებისთვის წავაქეზებთ და გამარჯვების ჟინს ჩავუნერგავთ, ამან შეიძლება გამარჯვება ასწავლოს, მაგრამ იქვე ასწავლოს ეგოიზმი, შური, სიძულვილიც კი და მტრობაც ჩაუსახოს ბავშვს.
აბა გადახედეთ სპორტსმენებს, უყვართ ერთმანეთი?

შალვა ამონაშვილი
თუ ჩვენ ბავშვებს კონკურსებში, ოლიმპიადებში
ლევან გიგინეიშვილი - ციტატები

შენ თავს ხომ უნდა არგო პირველ რიგში

შენ თუ არ ჩამოიყალიბე გემოვნება ჭეშმარიტების მიმართ, რაც ყოველდღიური მუშაობის შედეგად უნდა შეიქმნა საკუთარი თავისთვის ("აბა მე დღეს ვის რა ვარგე" - შენ თავს ხომ უნდა არგო პირველ რიგში), ამ მუშაობაში თუ არ ხარ ყოველდღიურად, უცებ აღმოაჩენ, რომ გძულს და დევნი ჭეშმარიტებას.

ლევან გიგინეიშვილი
შენ თავს ხომ უნდა არგო პირველ რიგში
ლევან გიგინეიშვილი - ციტატები

რა არის თავისუფლების დანიშნულება?

თავისუფლება კარგი ცხენია, დანიშნულების ადგილზე რომ მიგვიყვანოს. ამ ცხენს ასევე შეუძლია გადმოგვაგდოს და დაგვაზიანოს. თავისუფლებას თავისი დანიშნულება აქვს - საზრისის, ჭეშმარიტების შეცნობა, ჭეშმარიტებასთან ნათესაობა, სადაც შენ უნდა ჩამოყალიბდე და დაიბადო ადამიანად.

ლევან გიგინეიშვილი
რა არის თავისუფლების დანიშნულება?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ერთადერთი, რასაც წავიღებთ, მარტოოდენ სულია, სხეულიც სადღაც ჩაეფლობა, ჩაესვენება, მაგრამ სული ვერსად ვერ ჩაესვენება, ის უკვდავია.
რატომ იყოს უკვდავი და თანაც სადღაც ჩაძირული?
არ ჯობია, ავამაღლო? მით უმეტეს, ნათქვამია - მთელი მიწიერი ცხოვრება უკვდავებისთვის მომზადებააო

შალვა ამონაშვილი
ერთადერთი, რასაც წავიღებთ, მარტოოდენ სულია,
გიორგი კეკელიძე - ციტატები

წიგნი სჭირდება ყველას

სიტყვა "სიყვარული" და სიტყვა "უნდა" ვერ თანაცხოვრობს ვერაფერთან დაკავშირებით, მათ შორის - წიგნთან დაკავშირებითაც. მაგრამ, წიგნი სჭირდება ყველას, იმიტომ, რომ წიგნი არის აქამდე არსებულ გამოცდილებათა ჯამი. იმ გამოცდილების საუკეთესოდ შემკრები, რომელიც კაცობრიობამ გაიარა.

გიორგი კეკელიძე
წიგნი სჭირდება ყველას
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მამა ცელქი უნდა ჰყავდეს ბავშვს / ბავშვს მამა უნდა

ბავშვს მამა უნდა. მამა რომ ეყოლება სახლში, ითამაშებს, ფორიაქს, ალიაქოთს ატეხენ,.. ბავშვს ცელქობა უნდა. მამა ცელქი უნდა ჰყავდეს. წაიყვანს შვილს სადღაც, "გადაიკარგებიან", ტყეში თუ სადმე სხვაგან "დაიკარგებიან", ამას თუ არ გაუკეთებს მამა შვილს, სხვა რით ამოქმედდეს ბავშვის სული?

შალვა ამონაშვილი
მამა ცელქი უნდა ჰყავდეს ბავშვს / ბავშვს მამა
ზურაბ მხეიძე - ციტატები

მთვრალი კაცის საქციელი მართლდება?

იციან ხოლმე გამართლება, იცი გუშინ მე რომ მოვიქეცი ესე, იმიტომ მოვიქეცი, რომ მთვრალი ვიყავი. მაგაზე გეტყვი, რომ, არასდროს მოიცევი ისე რაც შენ არა ხარ. უბრალოდ მთვრალს მუხრუჭები გაქვს მოხსნილი, თორე რისი გამკეთებელიც ხარ, იმას აკეთებ. ასე, რომ ეგ გამართლებას არ წარმოადგენს.

ზურაბ მხეიძე
მთვრალი კაცის საქციელი მართლდება?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ჰუმანური პედაგოგიკის მთავარი საფუძველი

ჰუმანურ პედაგოგიკას მთავარი საფუძველი სულიერება აქვს, რომელშიც ღმერთის რწმენაც და სულის უკვდავებაც არის ჩადებული. ასევე ისიც, რომ ეს ცხოვრება, რომელიც მონაკვეთი არის ჩემი მარადიული ცხოვრებისა, როგორ უნდა გავლიო აქ და რით უნდა წავიდე იქ. ხელცარიელი თუ ხელდამშვენებული

შალვა ამონაშვილი
ჰუმანური პედაგოგიკის მთავარი საფუძველი
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მაგიდასთან ქცევის წესები

დიახაც, მაგიდასთან ჯდომასაც თავისი კულტურა აქვს, ჩემო ძვირფასებო. ხელი როგორ გავიწოდოთ,.. ძველ აღთქმაშია ნათქვამი: მაგიდასთან, პირველმა არ გაიწოდო ხელი საჭმლისაკენო; თუ რამე დარჩა, შენ არ აიღო ის ბოლოო; ისე წამოდექი, რომ კიდე გშიოდესო,.. ეკლესიასტეშია ეს რჩევები, აბა ნახეთ!

შალვა ამონაშვილი
მაგიდასთან ქცევის წესები
ციტატები, მოკლე გამონათქვამები