ადამიანი არ იბადება აგრესიული განზრახვებითა და მიდრეკილებებით. მერე იძენს ამას საზოგადოებაში, როცა უყურებს ცხოვრებას, როცა აღზრდაში რაღაც დააკლდება - აი მაშინ სარეველასავით ამოიზრდება უკეთური მიდრეკილებები, როგორიცაა: ბოროტება, სიძულვილი, დაცინვა...
შალვა ამონაშვილიღვთისმსახურების როლი ჩვენ ცხოვრებაში
ღვთისმსახურება, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი გამყვანია სამშვიდობოზე, გამყვანია ჩვენი ერთობისკენ, ურთიერთპატივისცემისკენ. ღვთისმსახურებით შემოდის ჩვენში ის ძალები, ის ხედვა, ის საზომი, რითაც ჩვენ შეგვიძლია ერთობა ჩამოვაყალიბოთ და მშვიდი გარემო შევქმნათ.
გიორგი გვასალიაჯერ საკუთარი თავის მართვა
საკუთარი თავი რომ ვერ გიმართია, მაშინ ნუ გაქ პრეტენზია შეყვარებული მართო, ბავშვმა დაგიჯეროს, უფროსმა დაგინახოს, რომ მაგარი ხარ და ასე შემდეგ. ჯერ პრეტენზია საკუთარ თავთან! დავაწყოთ ეგ ემოციები და მერე უკვე ლოგიკურად შეგვიძლია გადავიდეთ სხვის მართვაზე.
ზურაბ მხეიძეადამიანი ღვთისმსახურებით იძენს შინაარსს
სამყაროს შექმნას შინაარსი დაეკარგებოდა, ადამიანი რომ არ შექმნილიყო. სამყარო ადამიანით იძენს შინაარსს. თავის მხრივ, ადამიანი იძენს შინაარსს მე-7 დღის ლიტურგიკული ღვთისმსახურებით. ადამიანი უამისოდ გაუშინაარსებელია და მის არსებობას უკვე აზრი ეკარგება.
გიორგი გვასალიამრავალ საკითხთან დაკავშირებით, როგორებიცაა - მენტალური ჯანმრთელობა, პატრიოტული თემები,.. თუ შენ არ გექნება სწორი ცოდნა და განათლება, შესაძლოა გახდე დიდი მანიპულაციის მსხვერპლი და ნაწილი, და შემდეგ შეიძლება თვითონაც შემქმნელი. ადამიანი უცნაური არსებაა.
გიორგი კეკელიძედარიგება ცოტას აკეთებს, დარიგება მერე გააკეთებს საქმეს, რომ გაიზრდება და გაიხსენებს, დედამ დამარიგაო, მამამ ასე მითხრაო, როცა გაიხსენებს... ამ წუთას დარიგება ცოტას აკეთებს, მაგრამ ბევრს აკეთებს მაგალითი, ჩვენი ქცევა, თუ როგორ ვიქცევით და რას ხედავს ბავშვი
შალვა ამონაშვილი
გიორგი ჭანტურია - ციტატები
რა არის დემოკრატია?
დემოკრატია - ეს არის სახალხო მმართველობა.
დემოკრატიაა, როცა საზოგადოების ყველა წევრმა იცის, თუ რა უნდა მისცეს სახელმწიფოს და რა უნდა აიღოს სახელმწიფოსგან; როცა ყველა თავის ადგილზეა; როცა არის ქვეყნად წესრიგი, სიმშვიდე და როცა დაცულია ადამიანის უფლებები
მე თუ მიგიღებ როგორიც ხარ...
მე თუ მიგიღებ როგორიც ხარ, - დავთანხმდები, რომ ისევ ისეთი დარჩე. მაგრამ, თუ შენში დავინახავ, რაც შეგიძლია გამოხვიდე, - დაგეხმარები განვითარებაში. ანუ, ვისაც მიღებული ყავხართ ისეთი, როგორიც ხართ, შეიძლება არ იყვნენ კარგი ხელშემწყობი თქვენი განვითარებისთვის.
ალექსანდრე ჯეჯელავარა არის ჩემპიონების მთავარი სუპერძალა?
ჩემპიონების მთავარი სუპერძალა ის კი არ არის, რომ არ იღლებიან, ან ბევრს ვარჯიშობენ,.. მათი სუპერძალა არის ის, რომ როცა აღარ შეუძლიათ, კიდევ ცოტას ვარჯიშობენ. როცა აღარ შეგიძლია, ბოლოს ის ნახევრად აწეული წონა ფსიქოლოგიურად არის ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი.
ალექსანდრე ჯეჯელავარის განვსხვავდებით ცხოველებისგან?
ჩვენ, ადამიანები, სხვა ცოცხალი არსებებისგან სწორედ თავისუფალი ნებით და არჩევანით განვსხვავდებით, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას.
თავისუფალი არჩევანი უდრის პასუხისმგებლობას. იქ, სადაც ადამიანი უარს ამბობს თავისუფლებაზე, ის პასუხისმგებლობას იხსნის
მარადიულად სწრაფვა სრულყოფილებისკენ
ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილებაა - დავრჩეთ ადამიანად, რაც ნიშნავს იმას, რომ მარადიულად ვისწრაფოდეთ სრულყოფილებისკენ - ანუ თვალი გავუსწოროთ რეალობას, მივიღოთ ისეთი, როგორიც არის, ავიღოთ მასზე პასუხისმგებლობა და ყოველთვის ვმოქმედებდეთ ადეკვატურად.
ნანა ჩაჩუა
აღზრდა ხელოვნებაა, ვინ რა ჭკუაზე და ხასიათზე ვართ, ისე ვზრდით.
დაანებებ გაღიზიანებას თავს? - სხვანაირი შვილი გაგეზრდება.
აღზრდა ჩვენს ხასიათზეა დამოკიდებული, ხასიათი როცა სრულყოფილი ხდება, აღზრდაც და საერთოდ ყველაფერი, ჩვენი ცხოვრება ლამაზდება მთლიანად
ვინც იარლიყების მიკერებით არის დაკავებული
თუ გეშინია შენი აზრის გამოტანის, მსჯელობის, და ამის ნაცვლად იარლიყების მიკერებით (name calling) ხარ დაკავებული, უკვე ნიშნავს, რომ შენ თვითონ არ ხარ დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში. ამიტომაც არის, რომ გეშინია იმ სივრცის, სადაც შეიძლება შენი ეს ხედვა განხილულ იქნას.
ლევან გიგინეიშვილიშხამი და მალამო
შხამს და მალამოს - ამ ორ სიტყვას აერთიანებს ერთი კარგი ქართული სიტყვა - წამალი. შხამიც წამალია და მალამოც წამალია. როდესაც მენეჯერები შხამს ვიყენებთ, როგორც დიდი ორგანიზაციების მართვის ინსტრუმენტს, ასეთი მენეჯმენტი, მე თუ მკითხავ, ადვილი მენეჯმენტია. როდე
დავით გოგიჩაიშვილიგზა სრულყოფილებისკენ
ადამიანის გზა სრულყოფილებისკენ არის მარადიული გზა, რომელსაც არ აქვს ფინიშის ხაზი.
საკუთარ თავზე მუშაობა გავაძლიეროთ, სრულყოფილებისკენ მისწრაფებას მეტი ცეცხლი შევძინოთ და გავხადოთ სული უფრო მეტად სრულყოფილი, რომლის შედეგადაც მივიღებთ მეტ ბედნიერებას
გულახდილი წერილები შვილს
როგორც მე მამაჩემის ფრონტიდან გამოგზავნილი წერილები დღემდე მზრდის, ასე გაზრდის თქვენ შვილებსაც თქვენი წერილები.
დაუწერეთ გულახდილი, კეთილი წერილები. შენი თავი დაანახე, გული გაუხსენი. ჩაახედე შიგნით, რა გაწუხებს, რა გილხინს და ნელნელა დაინახავ, რა მოხდება
ადამიანს აქვს მიდრეკილება, რომ რაღაც მოდუსი იპოვოს, სადაც ის იქნება მშვიდი. მაგრამ, როცა მშვიდად არის, ფიქრობს, რომ შეიძლება ამ სიმშვიდით წარმატებას ვერ მიაღწიოს. წარმატებაში როცა არის, სიმშვიდეს კარგავს... ანუ, ადამიანად ყოფნა არის გარდაუვალი ტურბულენტობა.
გიორგი კეკელიძეპრესტიჟული პროფესია ავირჩიოთ, თუ ჩვენ რაც გვაინტერესებს?
ძალიან გაუმართლა ჩემ ნათესავს, რომელმაც თავის დროზე უცნაური პროფესია აირჩია, რაც იმ დროს არაპრესტიჟულად ითვლებოდა და ყველას უკვირდა. მაგრამ, დღეს თვითრეალიზებულია, ბედნიერია, წარმატებულია და რაც მთავარია, ამ პრესტიჟული პროფესიის ხალხი სთხოვს დასაქმებას.
დავით გოგიჩაიშვილითუ სხვების მოსმენაში დავხელოვნდებით...
თუ სხვების მოსმენაში დავხელოვნდებით, მერე უკვე შეგვიძლია საკუთარ თავსაც მოვუსმინოთ. მოიცა, იქნებ პირიქითაა? იქნებ ჯერ საკუთარი თავის მოსმენა უნდა ვისწავლოთ და მხოლოდ ამის შემდეგ სხვების? არ ვიცი. ამ საკითხზე დიდი სიამოვნებით ვინმეს მოვუსმენდი გულისყურით!
დავით გოგიჩაიშვილიშენთან საუბრის სურვილი როგორ შეიძლება გაუჩნდეს შვილს?
გულწრფელი იყავი შვილის მიმართ. რჩევები ჰკითხე: როგორ ვიცხოვრო, ასეთი რამ შემემთხვა, ასეთი იდეა მებადება, ან ეს მინდა ვიყიდო, დედა მინდა გავახარო და რა ვქნა... ჰკითხე მსგავსი რჩევები ქალიშვილს, ვაჟს... და დაინახავენ გულწრფელობას და გულის მესაიდუმლეები გახდებიან
შალვა ამონაშვილიროდის მოწმდება ჩვენი სიყვარულის ძალა?
სიყვარული ყველას მიმართ!
ვის მიმართ? - მტრის მიმართ! - აქ მოწმდება ჩვენი სიყვარულის ძალა, როცა მიუტევებ იმას, ვის მიმართაც თითქოსდა შური უნდა იძიო. თუ შურისძიების გზით წავალთ, ერთმანეთს გავწყვეტავთ, იმიტომ, რომ ყველას ვიღაცასთან რაღაც ანგარიში გვაქვს გახსნილი
მისი ნათქვამი კანონი უნდა იყოს
როცა რამე ისეთს მეკითხებიან, რაზეც უწმინდესს გამოთქმული აქვს თავისი აზრი, საშინელი სირცხვილის გრძნობა მეუფლება ხოლმე ამ დროს. როგორ შეიძლება მე მკითხონ, რაზეც უწმინდესმა ბრძანა. მისი სიტყვა კანონი უნდა იყოს, კანონი კარგი გაგებით, კანონი საყრდენსაც ნიშნავს.
გურამ დოჩანაშვილი
სადაც სუსტი მხარეები გაქვთ, გაიძლიერეთ. სადაც ცუდი ჩვევა გაქვთ, მოიცილეთ. და სადაც ძლიერი გაქვთ, კიდევ უფრო გაიძლიერეთ. და ბავშვი მიიღებს იმ დედას და იმ მამას, რომელიც სჭირდება.
აი ეს არის აღზრდის პირველი კანონი - ჭეშმარიტი აღზრდა საკუთარი თავის აღზრდით იწყება
ნათქვამია, თქვენი დღეები დათვლილიაო. დღეები დათვლილი მქონია მე. მე მართლა ვითვლი დღეებს და ვუფრთხილდები. როცა ეს გავიგე, რომ თურმე ჩემი დღეები დათვლილია, მას მერე ყველა დღეს ვუფრთხილდები, მათ შორის - დღევანდელ დღესაც. მაშასადამე, დღეები უკვალოდ არ უნდა წავიდეს.
შალვა ამონაშვილი