რას გინდა რომ მიაღწიო ცხოვრებაში?
თუ საბოლოო წერტილი არ იცი შენი პროფესიული განვითარების, როგორ მიხვდები, ამ ვიდეოს უყურო, თუ სხვა ვიდეოს; ეს არხი გამოიწერო, თუ სხვა არხი; ჩვენ ტრენინგზე მოხვიდე, თუ სხვა ტრენინგზე; მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი არის, რომ კარგად დაფიქრდე, რას გინდა რომ მიაღწიო ცხოვრებაში
ალექსანდრე ჯეჯელავაეს შემისრულე და მოვდივარ, სადაც გაგიხარდება!
სიწყნარეს და სამართლიანობის აღდგენას ვისურვებდი ამ ქვეყანაში. საოცრად დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ნანატრ საქართველოში იცხოვრონ. მამა ზეციერს სულ ვევედრები, - ასეთი საქართველო მაჩვენე და მერე სადაც გაგიხარდება მოვდივარ, არავითარი პრეტენზია არა მაქვს.
გივი ბერიკაშვილიწიგნი რომ არ იკითხოს ბავშვმა ...
წიგნების კითხვა დაივიწყეს ბავშვებმა, იმიტომ, რომ სხვა, უფრო საინტერესო წყაროებია შემეცნებისა, ინტერნეტის ჩათვლით. მაგრამ, წიგნი რომ არ იკითხოს ბავშვმა, დაიკარგება ცხოვრებაში. ელექტრონულ წიგნს წაიკითხავს, თუ - ფიზიკურს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ, ბავშვმა აუცილებლად უნდა იკითხოს წიგნი.
შალვა ამონაშვილი
მიზანი თუ არ არის, არც გამარჯვებაა. რაც უფრო დიდია მიზანი, მით უფრო დიდია გამარჯვება.
დიდ მიზნებს რომ ვეტანები, დიდი ძალები მჭირდება და უფრო ძლიერი ვხდები. პატარა მიზნებს რომ ვეტანები, იმ დონისა ვხდები, რა ძალებსაც ვხარჯავ.
აღმოსავლური ანდაზა - ჩვენ იმ ძალებს ვიძენთ, რასაც გადავახტებით
თუ ჩვენ სიყვარულის გამტარნი ვიქნებით, შესანიშნავი მასწავლებელი გამოვა თითოეული ჩვენგანისგან. თუ არადა, მასწავლებლობაც დაკარგულია - დავუყვირებთ, ვეჩხუბებით, ვაიძულებთ, მშობლებს დავიბარებთ, რომ ვუთხრათ, თუ რა ცუდი შვილები ჰყავთ და ა.შ - აი ეს გამოვა მოსწავლის მიმართ სიყვარულის გარეშე
შალვა ამონაშვილიაღზრდაზე დიდი თვითაღზრდაა, როცა საკუთარ თავს შენვე დაუწყებ გამოჩორკნას. თუ ჩვენ საკუთარი თავის აღზრდით დავკავდებით, რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია ანგელოზების დონემდეც კი ავმაღლდეთ. შეგვიძლია გავხდეთ კეთილი ბუნების ადამიანები, რომლებისგანაც სიკეთე და დადებითი ემანაცია მოდის
შალვა ამონაშვილიყველამ უნდა გაიხსენოს (ვისაც მამა ჰყავს წასული) ყველა სიტყვა, მოქმედება მამისა. რომ ეყვირა კიდეც მამას, არა მგონია, რომ მხოლოდ შვილის დაჩაგვრისთვის ეყვირა. [შვილის აღზრდისთვის] გზა ვერ გამოუნახიათ სხვა. არადა კარგი უნდოდათ და უკეთესი რომ ვერაფერი მოიფიქრეს, ეს უძლურების გამოხატულებაა
შალვა ამონაშვილისახლი რომ გეწვოდეს, ხელი მოითბეო
ქართველ კაცს აქვს ნათქვამი - „სახლი რომ გეწვოდეს, ხელი მოითბეო“ - იწვის უკვე და ამით მაინც ისარგებლე. ამ დროს ვინც თავში ქვას ირტყამს, ვაიმე იწვის სახლიო, ამით სახლს ვერ უშველის. სახლი მაინც იწვის. ეს გონივრული ანდაზაა. შეიძლება ბედი იპოვო იქ, სადაც უბედობაა. ბედისწერა მოგადგა? - იქ იპოვი ბედს!
შალვა ამონაშვილიგაღიზიანება ჯანმრთელობას აზიანებს
გაღიზიანება სხეულს აზიანებს. გაღიზიანების დროს ჩნდება მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც ილექება კაპილარების კედლებზე და აღარ ქრება. აქედან, ზოგს კიბო, ზოგს კი სხვადასხვა დაავადება უვითარდება. რისთვისაც ხშირად ქიმიური მედიკამენტებით ვმკურნალობთ, თანაც ისე, რომ გაღიზიანებასაც ვინახავთ
შალვა ამონაშვილირა არის თავისუფლება? - თავისუფლად ყოფნა, თუ თავის დაუფლება? ხშირად ვიხსენებთ ხოლმე ავთანდილის ცნობილ ლოცვას - "მომეც დათმენა სურვილთა, უფალო, უფლებათაო" - როდესაც ჩვენ ტაბუ შემოგვაქვს ჩვენს ცხოვრებაში, მეორე, უფრო დიდი და მნიშვნელოვანი რამის სასარგებლოდ. ადამიანი ხომ დათმენის არსებაც არის.
გიორგი კეკელიძებოროტება ვერ ზრდის სიკეთეს
სიკეთე სიკეთით აღიზრდება;
სიყვარული სიყვარულით აღიზრდება;
თავმდაბლობა - თავმდაბლობით;
კულტურა - კულტურით;
სილამაზე - სილამაზით;
ბოროტება ვერ ზრდის სიკეთეს. ეს კანონი არ არსებობს. სიკეთეს კი შეუძლია ბოროტება დაადნოს, იქიდან ის ამოიღოს, რაც სიკეთეს გამოადგება და დანარჩენი ნაგავს გაატანოს
თუ შენ წრეში ყველაზე წარმატებული ხარ...
თუ შენ წრეში ყველაზე საქმიანი და წარმატებული ხარ, დიდი შანსია, სიზარმაცემ დაგარწმუნოს, რომ ისედაც ძალიან კარგი ხარ, შენი სოფლიდან ყველაზე მეტს შენ მიაღწიე და დაანებე ეხლა თავი. ასეთი მაგალითები ბევრი გვინახავს, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, ვინც შენში აღვიძებს მეტის მიღწევის სურვილს.
ალექსანდრე ჯეჯელავა
თუ გინდა გამარჯვება, დამარცხების ფასიც უნდა იცოდე.
თუ გინდა კეთილი იყო, ბოროტი უნდა იცოდე.
თუ გინდა გიყვარდეს, უნდა იცოდე რა არის სიძულვილი, რომ რა არის სიყვარული ეს გაიგო.
უნდა იცოდე, კი არ უნდა გძულდეს, უნდა იცოდე, რომ ესეც ხდება და აირჩიო - მე ასე არ მინდა!
დამარცხების ფასი გამარჯვების ტოლია
შეიძინეთ დღიური / დანომრეთ დღეები
შეიძინეთ დღიური, დანომრეთ, გამოთვალეთ, თქვენი დაბადების პირველი დღიდან მერამდენე დღე გაქვთ ახლა. იარეთ პირველი იანვრიდან იმ დანომრილი დღეებით, იმიტომ, რომ თქვენი დღეები დათვლილია. მე მინდა, თქვენ ათი ათასობით დღე გისურვოთ, მაგრამ ჩემი სურვილი ვერაფერს გახდება. ღმერთმა გამოთვალა ეს დღეები.
შალვა ამონაშვილი
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ოჯახში საერთო ტრაპეზს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ დღის განმავლობაში ერთხელ მაინც ერთად დავსხდეთ, ყოველგვარი ტელეფონების და ტექნიკის გარეშე. ოჯახის სიმტკიცისათვის ამას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ იქ ადამიანებმა ერთმანეთს აზრი გაუზიარონ
მღვდელი ბასილი ფოსურიდედებო, სიცრუეში ნუ აცხოვრებთ შვილებს!
განსაკუთრებით მინდა ეს დედებს ვუთხრა, რომლებიც ტყუილებში ხშირად აცხოვრებენ საკუთარ შვილებს - სიძულვილში ნუ აცხოვრებთ საკუთარ შვილებს. ტყუილებში ნუ აცხოვრებთ. ტყუილი სიძულვილია რეალობისა, სიმართლისა, ჭეშმარიტებისა. რელიგიურად, ტყუილი სიძულვილია ღმერთისა. ფსიქოლოგიურად - საკუთარი თავის.
ნანა ჩაჩუაკერპი ითხოვს შენგან მთელ შენს არსებას!
კერპი ითხოვს შენგან მთელ შენს არსებას და მერე გაკარგვინებს ყველაფერს. როგორც პატარა ბავშვებს სწირავდნენ მოლოქს, ისე შეგაწირინებს ყველაფერს - ადამიანების მიმარტ პატივისცემას, დისტანციებს, უფროს-უმცროსობას, მასწავლებელსა და მოსწავლის მიმართ დისტანციას,.. ყველა დისტანციას გადაგათელინებს.
ლევან გიგინეიშვილიდღეს ძალიან სოციალურია ჩვენი ბიუჯეტი
მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს განათლების სისტემამ. მე ვფიქრობ, რომ არაფერი გვეშველება, ვიდრე განათლების მიმართულებით ბიუჯეტი არ იქნება ნომერი პირველი.
დღეს ძალიან სოციალურია ჩვენი ბიუჯეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ვცდილობთ დავაფინანსოთ თევზი და არა ანკესი, რომელმაც ეს თევზი უნდა დაიჭიროს.
ვინც არ გიყვარს, იქ არის შენი სულის დაზგა. ვინც არ გიყვარს - შეიყვარეთო - ქრისტე ამბობს. არ გიყვარს? - შეიყვარე. პატივი ეცი ჯერ, ყურადღებით მოექეცი, აამაღლე, მოეალერსე და თანდათანობით ეს ყველაფერი სიყვარულსაც ამოზრდის შენში მის მიმართ. მან თუ არ შეგიყვარა, დაანებე თავი. მთავარია, რომ შენ გიყვარდეს.
შალვა ამონაშვილიმიმართვა საჯარო მოხელეებს
ვინც ხალხისგან ფინანსდება, აქვს პირდაპირი პასუხისმგებლობა, რომ ხალხის სამსახურში იყოს. თუ შენ მზად არ ხარ, რომ საზოგადოების ინტერესი დაიცვა, თუნდაც უსაფრთხო გარემო შექმნა, რა გინდა მაშინ საჯარო სამსახურში. მით უფრო იმ თანამდებობებზე, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოების წინაშე.
გოგა ჩანადირიგაეცი და მიიღებ!
არსებობს სამყაროს კანონი:
ღებულობს ის, ვინც გასცემს.
ღებულობს იმდენს, და ცოტა მეტს, რამდენსაც გასცემს.
რად გვინდა ძალიან ბევრი?
იმდენი მოგვეცემა, რამდენიც ჩვენ ცხოვრებას გაალამაზებს.
გაეცი და მიიღებ!
გაეცი ღიმილი, დახმარება, სითბო, თავშესაფარი, თანაგრძნობა, სიყვარული გაეცი!
რაც გაქვს, ის გაეცი!
გვახსენდება სამოთხისეული წიაღი, სადაც ადამი მარტოა, ადამი სამოთხეშია, მაგრამ, სამოთხე არ არის ადამში. ადამს კარგი გარემო აქვს გარშემო, მაგრამ მისთვის ეს არ არის ის, სადაც თავს იგრძნობს ბედნიერად. სულ რაღაცას ეძებს. და ეს რაღაცა, აღმოჩნდება, რომ არის ურთიერთობა. ურთიერთობა სხვასთან, თავისნაირთან.
გიორგი გვასალიამან უნდა გამომიწოდოს ხელი
ქრისტიანობა არის რელიგია, რომელსაც სამოთხეში კი არ მივყავართ, არამედ სამოთხე მოგვყავს ჩვენთან. ყველა რელიგია ადამიანს ეპატიჟება ღმერთთან. ქრისტიანობაში პირიქით არის - ღმერთი მოგვყავს ადამიანში, და არა - ადამიანი ღმერთთან. ის უნდა მოვიდეს, მან უნდა გამომიწოდოს ხელი, მე ჩემით ამას ვერ გავაკეთებ.
გიორგი გვასალიაის გააკეთე, რაც შენ გჯერა!
ნამდვილი, ჭეშმარიტი ცხოვრება თუ გინდა, შენი აზრი უნდა გქონდეს, თუნდაც ათასმა გარწმუნოს სხვაში.
"ჰკითხე ასსა, ქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს!"
რაც არ უნდა ბრძენმა გითხრას, ის გააკეთე, რაც შენ გჯერაო. და მაშინ ცხვარი აღარ იქნები, რომელიც არ კითხულობს ვის სად მიჰყავს იგი.
თეთრი ყვავები უნდა ვიყოთ!