ყველაზე ძვირფასი, რაც ჩვენ გვეძლევა
დრო ყველაზე ძვირფასია რაც ჩვენ გვეძლევა. ჩვენ კი არ ვუფრთხილდებით ამ დროს.
ყოველთვის უნდა ავწონოთ:
ღირს იქ წასვლა?
ღირს ამ წიგნის კითხვა?
ღირს ტელევიზორის ჩართვა და ამ რაღაცის ყურება? - იქიდან თითქოს ნარეცხს მასხამენ თავზე, სულ რაღაცისკენ მეწევიან, რაღაცას მარწმუნებენ...
წარმატებას დავიწყება სჭირდება
მთავარი რა არის იცით, რომ ამ გამარჯვებით არ ვიცხოვროთ მუდამ და მალე დავივიწყოთ. გამარჯვებასაც დავიწყება სჭირდება. მარცხსაც ხომ სჭირდება დაივიწყო, რომ წარმატებას მიაღწიო, ზუსტად ისევეა, წარმატებასაც დავიწყება სჭირდება, რომ შემდეგ ახალი წარმატებებისკენ გადადგა ნაბიჯი.
გიორგი გველესიანიროგორ წრეშიც ტრიალებ, ისეთი გახდები ნელ-ნელა. ის ადამიანები, რომელთა წრეშიც თქვენ ხართ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ თქვენზე, თქვენ პიროვნებაზე, თქვენ აზრებზე, შეხედულებაზე, აქედან გამომდინარე მოქმედებებზე, მენტალიტეტზე და ა.შ
ალექსანდრე ჯეჯელავაადამიანი მხოლოდ მაშინ არის ბედნიერი...
ადამიანი თავის თავს სადაც გამოხატავს, მნიშვნელობა არა აქვს ადგილს, სივრცეს, დროს, ის მაშინ არის მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერი, როცა თავის თავს გამოხატავს. საკუთარი თავის გამოხატვა შეიძლება ერთნაირად იყოს სამზარეულოშიც, დიდ სცენაზეც, ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ სიტუაციაში.
ნანა ჩაჩუარას ნიშნავს თავისუფლება?
თავისუფლება ნიშნავს ჩემი თავის ფლობას, მართვას. ადრე, ძველქართულად უფალი ნიშნავდა ბატონს, ახლა შეიძლება საკუთარი თავის მენეჯერი და მენეჯმენტი ვუწოდოთ, კიბატონო. თავისუფლება, რახან დავაყენეთ ეს საკითხი, არის მართავდე შენს თავს, შენს ქცევას, რეალობაში შენ რაც ხელგეწიფება.
თეა გოგოტიშვილიპედაგოგები ომში წინა ხაზზე დგანან
მე პედაგოგს ვუწოდებდი ყველას, ყველა მშობელს, ყველა ჩვენი თაობის წარმომადგენელს. ყველას პედაგოგობა გვაქვს დასაწყები ამ ნიშნით.თუმცაღა იმას ვისაც პროფესიით საკუთრივ პედაგოგი ქვია, ომში რომ წინა ხაზზე გაუშვებ, განსაკუთრებულ დავალებას რომ ასრულებს, აი ამ წინა ხაზზე დგანან
გიორგი გვასალიასამყაროს ადეკვატური არეკვლა
თუ ხანძარი გაჩნდა და შენ პოზიტივისკენ მიმართე გონება და არ შეიმჩნიე ეს ხანძარი, არ გამოგადგება. საუბარია, არა განრიდებით ქცევაზე, რომ რამე ვერ დაინახო, არ შეიმჩნიო, არამედ, საუბარია - სამყაროს ადეკვატურ არეკვლაზე, ანუ, რასაც ვხედავთ, მის მიმართ რომ ზომიერი რეაქცია გვქონდეს.
ნათია ფანჯიკიძე
ჩვენი ფიქრები ჩვენთვის ბედნიერების საწყისია. ამიტომ, ხშირად უნდა დავუყარაულდეთ, და დავინტერესდეთ - სად მივყავართ ჩვენს ფიქრებს, ვატარებინოთ ეგრე თუ ვეცადოთ მოვთოკოთ და ლაგამი ამოვდოთ?
ჩვენს ფიქრებს ლაგამი უნდა, რომ იქ წამიყვანოს, სადაც მე მინდა, და არა იქ, სადაც მას ნებავს
დაეხმარეთ სიდედრს
დაეხმარეთ მეზობელს,
დაეხმარეთ მეუღლეს,
დაეხმარეთ სიდედრს, სიმამრს,
ყველას, ვისაც კი იცნობთ და შეიძლება სჭირდებოდეს თქვენი დახმარება. ვისაც სჭირდება და ხედავთ, რომ მას თქვენი დახმარებით გაუადვილდება ან გამოუვა რაღაცა, უნდა შეეშველო, და მისმა გამარჯვებამ უნდა გაახაროს შენ
ემოციები ახდენს ჩვენზე გავლენას, ხოლო ემოციების საფუძველი არის შინაარსები. რა შინაარსსაც გაიფიქრებ, ის შინაარსი აღძრავს ემოციას.
გამოდის, რომ კარგ ხასიათზე ვართ თუ ცუდ ხასიათზე, დამოკიდებული არ არის იმაზე, თუ გარეთ რა ხდება, არამედ დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვენ თავში რა ხდება
რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია. რწმენა უნდა საქმეებით დავადასტუროთ.
დავეხმაროთ, შევეშველოთ ადამიანებს.
თანაგრძნობა გამოვუცხადოთ, იმედიანი სიტყვა ვუთხრათ, სიყვარული და მოთმინება ვარგუნოთ, მომსახურება, სამართლიანობა, მონანიება, მიტევება - ეს ყველაფერი რწმენის საქმეებია
ეს ყველაფერი მოცემულია ადამიანისთვის
წესი, კანონი, მცნებები, მსახურება,.. ღმერთისგან ეს ყველაფერი მოცემულია ადამიანისთვის. ღმერთს თავისთავად ეს არ სჭირდება. მაგალითად - ღვთისმსახურება, ღმერთს არ სჭირდება, რომ მას ვინმე ემსახუროს, ის ყოვლადკმარი არსებაა. ღმერთის მსახურება სჭირდება მას, ვინც მსახურებას აღასრულებს.
გიორგი გვასალიააღზრდა არ ისწავლება. უფროსი როგორც ცხოვრობს, ნიმუში, სურათ-ხატი, მაგალითი ხდება ბავშვისათვის. და თუ ეს მაგალითი ემოციურადაც არის დატვირთული, მაშინ მშობლის ეს ნიმუში მაგალითი კი არ არის უბრალოდ, არამედ ხდება ის მიზეზი, რითიც იგივე პიროვნული თვისება ბავშვში იწყებს განვითარებას
პაატა ამონაშვილიყველას ჭკუა არ ვასწავლოთ
ვიცხოვროთ, არა მასწავლებლის, არამედ - მოსწავლის ცხოვრებით.
არ ვიყოთ ყველასთვის დამრიგებელი.
შევთავაზოთ, ვურჩიოთ, როცა ჩვენგან რჩევა უნდათ. მაგრამ როცა არ უნდათ - გავჩუმდეთ.
გავერიდოთ იმ გარემოს, სადაც არ მიიღებენ ჩვენგან რჩევას, დარიგებას, იმიტომ, რომ ფუჭად დავკარგავთ ენერგიას
რომელი საუკუნეა?
მე როდესაც დღეს მეუბნებიან "რომელი საუკუნეა",.. ზუსტად ვიცი რატომ ამბობენ ამას, ზუსტად ვიცი, რომ ამას ამბობენ, იმიტომ, რომ ამ საუკუნეების შემდეგ ყველაზე მთავარი უნდა მოისპოს, სიწმინდის გააზრება უნდა მოისპოს, სიწმინდის საზომი უნდა მოისპოს, რწმენა დასაცინი და საქილიკო უნდა გახდეს.
გიორგი გვასალიარაც თავში გვაქვს, იმას ვავლენთ გარეთ!
აზრით შენდება ქვეყანა. ჯერ უნდა დააპროექტო, რომ მერე ააშენო. ჯერ უნდა იზრუნო ადამიანზე, რომ მერე რაღაც გამოგივიდეს [აღზრდაში]. აზრი ქმნის ცხოვრებას, მაგრამ, თუ აზრი არეულია, ისევე ვცხოვრობთ გარე სამყაროში. რაც თავში გვაქვს, იმას ვავლენთ გარეთ. რაც თავში არ გვაქვს, იმას არც ვაკეთებთ
შალვა ამონაშვილიჩვენ აქ სადა ვართ ახლა?
რაც არ უნდა სასახლეები ავიშენოთ, სასტუმროში ვართ მაინც. რაც არ უნდა ჩემი იძახო, მაინც სხვისი იქნება ის მერე.
ღირს ქონებით ტრაბახი? - არა!
უნდა გვქონდეთ საკუთრება, მაგრამ, განცდა საკუთრებისა მოვიცილოთ.
ჩემია, მაგრამ, შენიც არის!
ჩემია, მაგრამ შენიც იყოს!
ჩემია, მაგრამ შენთვის მინდა!
"კიდევ კარგი ის მოხდა"
გაიხსენეთ რაღაც მოვლენა თქვენი ცხოვრებიდან, რასაც თქვენ "ცუდი" დაარქვით. გაიხსენეთ, რა მოხდა, და აბა გამოყევით იმ გზას, სად მიხვალთ. მიხვალთ დასკვნამდე, რომ კიდევ კარგი ის მოხდა, თორემ ეს ხომ არ მოხდებოდა. ის, მაშინ არ მომწონდა, ცუდი მეგონა, მაგრამ, თურმე ის ყოფილა მიზეზი, ამ სიკეთისა.
შალვა ამონაშვილიცხოვრება ისეთია, როგორებიც ჩვენ ვართ. არავინ არ თქვას - ცუდი ცხოვრება არისო. შენ ხარ ცუდი და ცუდად გეჩვენება, გახდი კარგი და კარგს დაინახავ. თვალები ხედავენ იმას, რაც შიგნიდან მინდა დავინახო. ჩემი განწყობები ხედავენ და არა - თვალები. ე.ი შინაგანი მდგომარეობა ხედავს, ესაა მხედველობა
შალვა ამონაშვილიწიგნი ჩვეულებრივ ადამიანებზეა
მასწავლებლის მთავარი ამოცანა არის ის, რომ მან დაანახოს მეორე ადამიანს, რომ რასაც წიგნში კითხულობს, არის მისი ნაწილი. თვითონ ადამიანია და ამ წიგნში მონაწილეც ადამიანია. არ უნდა გავასაკრალუროთ ლიტერატურა, არამედ, უნდა დავანახოთ მეორე ადამიანს, რომ წიგნი ჩვეულებრივ ადამიანებზეა.
გიორგი კეკელიძეგვეშველება რამე?
ხშირად ვსვამთ ხოლმე კითხვას - გვეშველება რამე?
ეკლესიაში უნდა შევიკრიბოთ და ეკლესიაში უნდა ვისწავლოთ ნამდვილი ურთიერთობა, ნამდვილი მეგობრობა, ნამდვილი ერთგულება, ნამდვილი უღალატობა და აქედან გამოსულები ავაშენებთ იმ საზოგადოებას, რომელი საზოგადოებაც მერე ააშენებს ქვეყანას.
ყველას მიმართ კეთილგანწყობილი იყავი!
ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილი იყავი. ყველა ადამიანი ღვთის ხატია. რაც არ უნდა დაივიწყოს ადამიანმა ღვთის ხატობა, მასში მაინც არის პოტენციალი ღვთის ხატად ქცევისა. ყველა ადამიანში უნდა დაინახო ეს პოტენციალი, რომელიც თავის თავში მზეს და ღვთის ხატობის სილამაზის კრისტალს ინახავს.
ლევან გიგინეიშვილიროგორ აზიანებს ტყუილი ადამიანს?
ტყუილმა იცის დიდ მანტიაში გახვევა და კასკადირება. ტყუილი არ არის ერთჯერადი. გარკვეული როლები არსებობს, რომლებსაც აქვთ ქცევის რეპერტუარი. ამ როლში შესულ ადამიანს ბევრად უფრო უჭირს, ვიდრე სცენაზე მდგარს, იმიტომ, რომ სცენაზე მდგარი გავა კულისებში და გაიფერთხავს იმ როლს, რაც ითამაშა.
მარინა კაჭარავარისთვის გვაქვს კუნთები?
სპორტი, კრივი, ჭიდაობა,.. ბავშვისთვის კარგია. კუნთები იმისთვის გვაქვს, რომ სიმაგრე შეიძინოს, ძალა მოგვცეს და საჭირო დროს გამოვიყენოთ.
მაგრამ თუ ამ კუნთებს ვიყენებთ იმისთვის, რომ ვინმეს რამე წავართვათ, ვინმე დავჩაგროთ, დავამარცხოთ,.. გარეგნულად ასეთი გამარჯვება, სულის მარცხს ნიშნავს