ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები
ნანა ჩაჩუა - ციტატები

ტყუილი ყოველთვის მოკლევადიანია

ტყუილი არის რეალობიდან გაქცევა, სინამდვილისთვის ზურგის შექცევა, რომელიც არასოდეს არ გამოდის, არც პრაქტიკულად, არც თეორიულად. ტყუილი ყოველთვის მოკლევადიანია, ამიტომაც ამბობენ - ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო.

ნანა ჩაჩუა
ტყუილი ყოველთვის მოკლევადიანია
ნანა ჩაჩუა - ციტატები

ისეთი სახელმწიფოებრივი სისტემა გვჭირდება, სადაც ადამიანს ექნება შრომის უფლება და საშუალება, რომ საკუთარი თავი ამ პროცესში გამოხატოს.

ნანა ჩაჩუა
ისეთი სახელმწიფოებრივი სისტემა გვჭირდება,
ნანა ჩაჩუა - ციტატები

შრომა ითვლება სუბსტანციურ მოთხოვნილებად

ნანა ჩაჩუა
შრომა ითვლება სუბსტანციურ მოთხოვნილებად
ნანა ჩაჩუა - ციტატები

ჩვენ გვჭირდება ისეთი პოლიტიკური სისტემა, სადაც ეკონომიკური თვალსაზრისით ადამიანს თვითონვე ექნება საშუალება, მოიპოვოს სოციალური განსაზღვრულობა

ნანა ჩაჩუა
ჩვენ გვჭირდება ისეთი პოლიტიკური სისტემა,
ნანა ჩაჩუა - ციტატები

ფილოსოფიისთვის ღმერთი ჭეშმარიტება!

მორწმუნე ადამიანისთვის რასაც ნიშნავს ღმერთი, მეცნიერისთვის ეს არის - კანონზომიერება, ფილოსოფიისთვის - ჭეშმარიტება, ხელოვნებისთვის - მშვენიერება და ფსიქოლოგიაში ეს არის - თვითგამოხატვა.

ნანა ჩაჩუა
ფილოსოფიისთვის ღმერთი ჭეშმარიტება!
ნანა ჩაჩუა - ციტატები

რაც მოგეცა, რას აკეთებ, რაში იყენებ?

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რას აკეთებ იმ შესაძლებლობებიდან, რაც გეძლევა

ნანა ჩაჩუა
რაც მოგეცა, რას აკეთებ, რაში იყენებ?
ნანა ჩაჩუა - ციტატები

შენ თვითონ ქმნი შენი თავიდან ადამიანს

შენ ქმნი შენს ცხოვრებას. არსებობა წინ უსწრებს არსებას, ანუ შენ ჯერ ბიოლოგიურ არსებად გაჩნდი, ამის შემდეგ ჩართული ხარ პროცესში, ადამიანად რომ იქცე. შენ თვითონ ქმნი შენი თავიდან ადამიანს.

ნანა ჩაჩუა
შენ თვითონ ქმნი შენი თავიდან ადამიანს
ნანა ჩაჩუა - ციტატები

სხეული იმას გამოხატავს, რასაც შინაგანად ატარებ

ნანა ჩაჩუა
სხეული იმას გამოხატავს, რასაც შინაგანად
ნანა ჩაჩუა - ციტატები

ბედნიერება დამოკიდებულია კეთილგანწყობილებაზე

ბედნიერება შენი შინაგანიდან მოდის, დამოკიდებულია კეთილგანწყობილებაზე და არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ რას ჭამ, როგორ ავტომობილში ზიხარ, სად გაქვს ბინა...

ნანა ჩაჩუა
ბედნიერება დამოკიდებულია კეთილგანწყობილებაზე
ნანა ჩაჩუა - ციტატები

ჩვენ, სხეულის ენით, შეგრძნებებით, განწყობებით, ისე შეგვიძლია გამოვიწვიოთ ადამიანის კეთილგანწყობა, რომ ერთი სიტყვაც არ დაგვჭირდეს.

ნანა ჩაჩუა
ჩვენ, სხეულის ენით, შეგრძნებებით,
ნანა ჩაჩუა - ციტატები

თუ ძაღლს შეშინებულმა ჩაუარე, მასში იწვევ აგრესიას და ალბათობა მეტია, შენსკენ წამოვიდეს.

ნანა ჩაჩუა
თუ ძაღლს შეშინებულმა ჩაუარე, მასში იწვევ
ნანა ჩაჩუა - ციტატები

წერტილი დასაწყისიცაა!

ყველა წერტილიდან შეიძლება დაიწყო. წერტილი ძალიან საინტერესო გეომეტრიული მოცემულობაა, ფიგურაც არ არის, განზომილებაც არ აქვს. წერტილი ჩვენ ყოველთვის გვგონია ხოლმე დასასრული, წერტილი დასაწყისიცაა. პითაგორა ამბობდა - წერტილი ღმერთიაო, იმიტომ, რომ ის ყველაფერშია და მისგან ყველაფერი აიგება, ის ერთდროულად დასასრულიცაა და დასაწყისიც.

ნანა ჩაჩუა
წერტილი დასაწყისიცაა!
ნანა ჩაჩუა - ციტატები

თუ მდინარეში არ შეხვედი, ცურვას ვერ ისწავლი

მდინარეში ისე ვერ შეხვალ, თუ ცურვა არ იცი. მაგრამ, თუ მდინარეში არ შეხვედი, ცურვას ვერ ისწავლი. როცა გვეკითხებიან - საიდან უნდა დავიწყოთ, - ყველა წერტილიდან შეიძლება დავიწყოთ.

ნანა ჩაჩუა
თუ მდინარეში არ შეხვედი, ცურვას ვერ ისწავლი
ნანა ჩაჩუა - ციტატები

თუ ჩვენი ბედნიერება ვეძებეთ გარეთ

ჩვენ, თუ ჩვენი სიხარული, ჩვენი ბედნიერება, ჩვენი მოქმედების იმპულსები ვეძებეთ გარეთ, მაშინ ყოველთვის პრობლემა გვექნება. ეს ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ არასტაბილური თვითშეფასება.

ნანა ჩაჩუა
თუ ჩვენი ბედნიერება ვეძებეთ გარეთ
ნანა ჩაჩუა - ციტატები

ზოგიერთ დიასახლისს ძალიან კარგად გამოსდის დიასახლისობა, როცა მისთვის თავად პროცესია სასიამოვნო და ბედნიერების მომტანი. ამიტომ მეწისქვილეც და მინისტრიც ყოველთვის შეიძლება იყოს ერთნაირად ბედნიერი.

ნანა ჩაჩუა
ზოგიერთ დიასახლისს ძალიან კარგად გამოსდის
ნანა ჩაჩუა - ციტატები

ღვაწლის პროცესია ბედნიერების განცდა

არის არსებითი და არაარსებითი ცხოვრება. არსებით ცხოვრებას მშვენივრად შეესაბამება ქართული სიტყვა - ღვაწლი. ღვაწლის პროცესია ბედნიერების განცდა, იმიტომ, რომ ადამიანი ღვაწლში გამოხატავს საკუთარ თავს.

ნანა ჩაჩუა
ღვაწლის პროცესია ბედნიერების განცდა
ნანა ჩაჩუა - ციტატები

ადამიანი მხოლოდ მაშინ არის ბედნიერი...

ადამიანი თავის თავს სადაც გამოხატავს, მნიშვნელობა არა აქვს ადგილს, სივრცეს, დროს, ის მაშინ არის მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერი, როცა თავის თავს გამოხატავს. საკუთარი თავის გამოხატვა შეიძლება ერთნაირად იყოს სამზარეულოშიც, დიდ სცენაზეც, ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ სიტუაციაში.

ნანა ჩაჩუა
ადამიანი მხოლოდ მაშინ არის ბედნიერი...
ლევან გიგინეიშვილი - ციტატები

ყველას მიმართ კეთილგანწყობილი იყავი!

ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილი იყავი. ყველა ადამიანი ღვთის ხატია. რაც არ უნდა დაივიწყოს ადამიანმა ღვთის ხატობა, მასში მაინც არის პოტენციალი ღვთის ხატად ქცევისა. ყველა ადამიანში უნდა დაინახო ეს პოტენციალი, რომელიც თავის თავში მზეს და ღვთის ხატობის სილამაზის კრისტალს ინახავს.

ლევან გიგინეიშვილი
ყველას მიმართ კეთილგანწყობილი იყავი!
ლევან გიგინეიშვილი - ციტატები

კატეგორიული არ იყო და მოუსმინე, საპირისპირო აზრიც რომ იყოს და აწონ-დაწონე საკუთარი შეხედულება და ყოველთვის კითხვა დაუსვი საკუთარ აზროვნებას.

ლევან გიგინეიშვილი
კატეგორიული არ იყო და მოუსმინე, საპირისპირო
ლევან გიგინეიშვილი - ციტატები

ავტორიტეტი ცუდი არაა, პირიქით - კარგია. ავტორიტეტი ბრმად არ უნდა მიიღო, მაგრამ, თუ ავტორიტეტია, ყურადღებით მოსმენის ღირსი არის.

ლევან გიგინეიშვილი
ავტორიტეტი ცუდი არაა, პირიქით - კარგია.
ლევან გიგინეიშვილი - ციტატები

ხანრგძლივი გზა გაიარე, სანამ შენი აზრი ლამაზად და სწორად ფორმირდება!

ლევან გიგინეიშვილი
ხანრგძლივი გზა გაიარე, სანამ შენი აზრი
ლევან გიგინეიშვილი - ციტატები

ყველაზე ბოროტი ადამიანიც კი რომ ცდილობს, თავის შვილთან კეთილი იყოს და კარგი დაანახოს, ეს ნიშნავს, რომ სამყაროს მართავს სიკეთე.

ლევან გიგინეიშვილი
ყველაზე ბოროტი ადამიანიც კი რომ ცდილობს,
ლევან გიგინეიშვილი - ციტატები

დაგბადებს მხოლოდ ჭეშმარიტება

ნებისმიერი რამ არ დაგბადებს, დაგბადებს მხოლოდ ჭეშმარიტება. სიტყვა დაგბადებს, სიტყვაში, სულიწმინდაში უნდა დაიბადო. როცა რაღაცას აკეთებ და ძალისხმევას დებ, ეს ნიშნავს, რომ იბადები რაღაცაში, ამ დროს უნდა დაუსვა შენ თავს კითხვა - ვიბადები სულიწმინდაში? სხვა რამეში თუ იბადები, ეს არის სახიფათო, ეს ნიშნავს, რომ ინადგურებ თავს. ჯობია არაფერში არ დაიბადო, ვიდრე სულიწმინდის ნაცვლად სხვა რამეში დაიბადო.

ლევან გიგინეიშვილი
დაგბადებს მხოლოდ ჭეშმარიტება
ციტატები, გამონათქვამები