ვის ვემსახურები მე? ვემსახურები ეგოს, თუ სხვას? როგორც კი სხვის მსახურებას ვიწყებ, მე ვიწყებ იმ ადამიანობას, რომელი პროექტიც ჩემში, როგორც ბედნიერ არსებაში ჩადო ღმერთმა. ამ პროექტის რეალიზება იწყება სწორედ ამ დროს. არსებითად სწორედ ამაშია შინაარსი ღვთისმსახურებისა.
გიორგი გვასალიაადამიანი არის მსახურებითი არსება
ადამიანის ერთ-ერთი მახასიათებელი, მისი ბუნებითი მდგომარეობისა (გარდა იმისა, რომ ადამიანი გახლავთ იერარქიული, გონიერი, უკვდავი არსება), არის მსახურება. ადამიანი (ანგელოზიც) არის მსახურებითი არსება. ადამიანს (ზოგადად, გონიერ არსებას) უნდა თუ არა, არის მსახურებითი არსება.
ჩნდება კითხვა - სადღა არის ადამიანის ნებელობის თავისუფლება, თუკი, უნდა თუ არა, მსახურებითი არსებაა? - აი სწორედ ამ არჩევანში იწყება ადამიანის თავისუფლება, ვის ვემსახურები მე? ვემსახურები ეგოს, თუ სხვას? როგორც კი სხვის მსახურებას ვიწყებ, მე ვიწყებ იმ ადამიანობას, რომელი პროექტიც ჩემში, როგორც ბედნიერ არსებაში ჩადო ღმერთმა. ამ პროექტის რეალიზება იწყება სწორედ ამ დროს. არსებითად სწორედ ამაშია შინაარსი ღვთისმსახურებისა.
სადაც ჭეშმარიტებას გვერდზე გაწევენ, იქ ადგილს იკავებს მრავალგვარი ბრჭყვიალა სიმართლე, ის, რაც ერთი შეხედვით აღტყინებას იწვევს საზოგადოებაში, რაც შემდგომ უკვე მთავარი მიზანი ხდება.
მარინა კაჭარავასაკუთარი სურვილების, მოთხოვნილებების, ლტოლვების მონა ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია ქცევის კონტროლის ელემენტარული ინსტრუმენტებიც კი, შეიძლება სხვას ეძახის მონას.
მარინა კაჭარავაუფალიც კი არ ერევა შენს თავისუფალ არჩევანში
იმდენად დიდი წყალობაა თავისუფლება და თავისუფალი არჩევანი, უფალიც კი არ ერევა შენს თავისუფალ არჩევანში. სრულიად თავისუფალი ხარ შენს არჩევანში. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა ჰქონდეს ადამიანს?
მარინა კაჭარავარომ არ დაეცეს ადამიანი, შეიძლება თავი ანგელოზი ეგონოს (შეიძლება იფიქროს, არაფერი არ მეშლებაო). საერთოდ, შეცდომა ძალიან გაადამიანებს.
მარინა კაჭარავაროგორ აზიანებს ტყუილი ადამიანს?
ტყუილმა იცის დიდ მანტიაში გახვევა და კასკადირება. ტყუილი არ არის ერთჯერადი. გარკვეული როლები არსებობს, რომლებსაც აქვთ ქცევის რეპერტუარი. ამ როლში შესულ ადამიანს ბევრად უფრო უჭირს, ვიდრე სცენაზე მდგარს, იმიტომ, რომ სცენაზე მდგარი გავა კულისებში და გაიფერთხავს იმ როლს, რაც ითამაშა.
მარინა კაჭარავაუფლისთვის არაფერია შეუძლებელი, იმ დროსაც კი, როდესაც გგონია, რომ სულ მთლად ყველაფერი დამთავრდა, როგორც პირად, ისე ერის ცხოვრებაში.
მარინა კაჭარავაროდესაც კონფლიქტია ოჯახში, ყველას თავისი სიმართლე აქვს, რომ მოუსმენ. ამიტომ, სიმართლე ერთი პერსპექტივიდან ყურება არ არის, არამედ - ზემოდან დანახვა და ყველა პერსპექტივაში განხილვა.
მარინა კაჭარავაბიბლიური ისტორიები თითქოს სულ გრძელდება
ბიბლია არ არის მკვდარი ტექსტი, ის არის ცოცხალი ტექსტი. ის დღესაც მუშაობს. ის ისტორიები, რაც მაშინ იყო, კაცობრიობის ისტორიაა. ეს კაცობრიობის დღევანდელობაც არის. რაც მაშინ ხდებოდა, თითქოს გაგრძელებაა დღეს. ბიბლიური ისტორიები თითქოს სულ გრძელდება. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბიბლიის ცოდნას და გააზრებას, იმიტომ, რომ გვასწავლის აზროვნებას, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. ლოგიკას, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება გაუგებარი იყოს ადამიანისთვის.
მარინა კაჭარავარას უნდა ეყრდნობოდეს ერუდიცია?
ერუდიცია უნდა ეყრდნობოდეს რაღაც ისეთს, სადაც მე სპეციალისტის გვერდით მყავს კარგი ადამიანი, კარგი მოქალაქე, კარგი პატრიოტი და ა.შ. მას რაღაცა ღირებულებითი არჩევანის დადებითად გადაწყვეტის უნარი უნდა ჰქონდეს. ამას ბავშვობიდანვე უნდა ვიწყებდეთ.
გიორგი გვასალიაქრიტსიანობა საკუთარი თავის ჯვარცმის რელიგიაა
ამბობენ, რომ ქრისტიანობა ჯვარცმის რელიგიაა. კი ასეა, მაგრამ სხვისი ჯვარცმის კი არა, საკუთარი ჯვარცმის რელიგიაა.
გიორგი გვასალიაუღმერთო პატრიოტიზმი
ყველა ფარისეველი იყო პატრიოტი, უაღრესად დიდი პატრიოტი თავისი ქვეყნის...
ყველაზე რთული მდგომარეობა ეს არის სწორედ - უღმერთო პატრიოტიზმი.
ცოდვილს, დაცემულს, გაცილებით დიდი ალბათობა აქვს იმისა, რომ ღმერთამდე მივიდეს, ვიდრე - თვითდაჯერებულ მორწმუნე ფარისეველს.
გიორგი გვასალიაბიბლიაში ვერ მანახებთ ვერცერთ ადგილს, სადაც ადამიანის გონების ღმერთისადმი მიჯაჭვულობა შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს, ან არ გულისხმობდეს ქვეყანაში ინსტიტუციების გაძლიერებას.
გიორგი გვასალიაადამიანი, რა სოციალური წოდებისაც არ უნდა იყოს, მისი გონება მიმართული უნდა იყოს ღმერთისკენ.
გიორგი გვასალიაროდის აქვს ჯარის ყოლას აზრი?
თუ შენი ჯარის იმედად დარჩები, ეს ჯარი ვერაფერს გაგიკეთებს, მაგრამ, თუ ბუნებით უძლეველის, ყოვლისშემძლე ღმერთის იმედი გექნება, მაშინ ამ ჯარის ყოლას აზრი აქვს.
გიორგი გვასალიავისზე უნდა იდგეს ჯარის სიძლიერე?
როდესაც განადგურებული იუდას სამეფოს გაძლიერებას იწყებს ერთ-ერთი მეფე, ეკონომიკას აღადგენს, ჯარს გააძლიერებს და ქვეყანას ქვეყანას დაამსგავსებს... თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ, უცებ გამოჩნდება წინასწარმეტყველი და გააფრთხილებს - ნუ გაქვს მოძლიერებული ჯარის იმედი, იფიქრე იმაზე, ეს ჯარი ვისით მოაძლიერე, რაზე უნდა იდგეს მისი სიძლიერე. იფიქრე შენს ღმერთზე. თუ შენ შენი ჯარის იმედად დარჩები, ეს ჯარი ვერაფერს გაგიკეთებს, მაგრამ, თუ იმის იმედი გექნება, ვინც თავისი ბუნებით არის ძლიერი, უძლეველი, ყოვლისშემძლე, მაშინ ამ ჯარის ყოლას აზრი აქვს.
გიორგი გვასალიაღმერთის განსაკუთრებული შემწეობა ბიბლიურ ომებში
როდესაც ბიბლიურ კონფლიქტებს განვიხილავთ, ღმერთის განსაკუთრებული შემწეობა ჩნდება თავში და არა ყოველ ფეხის ნაბიჯზე. თუ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გამოჩნდება, თავში გამოჩენის ფუნქცია დაკარგული ექნება. ის ერთჯერადი უნდა იყოს და უნდა მიყვებოდეს მთელ პროცესს.
გიორგი გვასალია