ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები
ზურაბ მხეიძე - ციტატები

კრიტიკული აზროვნება არის განვითარების საშუალება

ზურაბ მხეიძე
კრიტიკული აზროვნება არის განვითარების
ზურაბ მხეიძე - ციტატები

კრიზისული სიტუაცია არის განვითარების კარგი საშუალება

ზურაბ მხეიძე
კრიზისული სიტუაცია არის განვითარების კარგი
ზურაბ მხეიძე - ციტატები

რაც მეტს ვაბრალებთ სხვებს, მით უფრო განუვითარებლები ვრჩებით

ზურაბ მხეიძე
რაც მეტს ვაბრალებთ სხვებს, მით უფრო
ზურაბ მხეიძე - ციტატები

ადამიანი ცუდად არის მაშინ, როცა პასუხი არ აქვს კითხვაზე

ზურაბ მხეიძე
ადამიანი ცუდად არის მაშინ, როცა პასუხი არ
ოლღა ბაბლუანი - ციტატები

თუ ყველაფერი იცი

ის რომ შენ ყველაფერი იცი, და ყველა ადამიანში შეგიძლია შესწორება ან ყველა თემაზე შეგილია შენ შენი მნიშვნელოვანი აზრი გქონდეს, ეს არის, უბრალოდ პატარა ბავშვის დონეზე... ბავშვს, რომ უნდა რომ თავი გამოიჩინოს, რომ იცი რა, მეც ვარსებობ და მე ვიცი ყველაფერი.

ეს სიცარიელეს ნიშნავს, შენ არ ხარ ისეთი შევსებული, რომ სხვისი ცხოვრება და სხვისი საქმე არ იყოს შენთვის პრიორიტეტი. ამიტომ განათლების თემაა ძალიან მნიშვნელოვანი.

ოლღა ბაბლუანი
თუ ყველაფერი იცი
ოლღა ბაბლუანი - ციტატები

რაღაცის ყველას სწამს

შეიძლება ადამიანს არ სწამდეს და ამბობდეს, რომ მე ვარ ათეისტი. აგნოსტიკი იყოს და ამბობედეს, რომ მე ვეძებ. ან საერთოდ მწამს ან არ მწამს, მაგრამ ყველა აქვს თავისი აზრი. რომ არ გწამს ეს უკვე იმის რწმენაა, რომ არ გწამს.

ოლღა ბაბლუანი
რაღაცის ყველას სწამს
ოლღა ბაბლუანი - ციტატები

რას გვთავაზობს რელიგია?

ზოგადად აი ამას გვთავაზობს რელიგია, რომ ჩვენ სიკვდილის შემდეგ გვაქვს რაღაცის გარანტია. ასევე გვთავაზობს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენს სამოქმედო ყოველდღიურ წესებს, რაღაცა მოდელს, რომ ეს არის შენი სამოქმედო გეგმა, ესე უნდა იყო და კონცეფცია ასევე იმისი, თუ, როგორ შეიძლება იცხოვრო, რომელსაც მოყვება ასევე რიტუალებიც. მე ამ ყველაფერს ვერ ვასრულებ, მაგრამ მე ვიზიარებ ქრისტიანობის მორალურ ღირებულებებს.

ოლღა ბაბლუანი
რას გვთავაზობს რელიგია?
ოლღა ბაბლუანი - ციტატები

ადამიანს რა სჭირს ცხოველისგან განსხვავებით?

ადამიანს რა სჭირს ხო ცხოველისგან განსხვავებით, რაღაცა არსებები ვართ ისეთი, რომ არ ვიცით საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ცხოველებს ეს არ ადარდებთ.

ჩვენ ვიცით, რომ ეს უნდა მორჩეს ერთ დღეს, როგორც ყველაფერი სრულდება.

ხომ არის ეხლა ხელოვნური ინტელექტისთ საუბარი, რომ რაღაცა უკვდავება, უსასრულობა და ასე შემდეგ. განიხილავენ, რომ არასოდეს არ ყოფილა ეს უსასრულობა, რაღაცას ქონდა დასაწყისი და ექნება როდესმე დასასრული.

ნუ ეს კიდე სხვა თემაა, რომელმაც რელიგიასთან დაიწყო უკვე მეგობრობა ამ თემებმა, ასე თუ ისე...

ოლღა ბაბლუანი
ადამიანს რა სჭირს ცხოველისგან განსხვავებით?
ოლღა ბაბლუანი - ციტატები

თავისუფლება არის როდესაც ძალიან სწორი ცნობიერება გაქვს

ოლღა ბაბლუანი
თავისუფლება არის როდესაც ძალიან სწორი
ოლღა ბაბლუანი - ციტატები

ჩვენ ბევრად უფრო ემოციურები ვართ

ეს ჩვენი კავკასიური ბუნება და ხასიათი ძალიან განსხვავდება დასავლეთის ბუნების და ხასიათისაგან. აბსოლიტურად სხვა გენეტიკური კოდია. ადამიანის ბუნება ძალიან გავს თავის გეოგრაფიულ გარემოს. ძალიან გავს იმ სისტემას, რაშიც ჩამოყალიბდა თვითონ. იქიდან ითვისებს შემდეგ და ეს არის კულტურული ზიანი.

ჩემთვის ეს იყო, რომ ჩავედი, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენი ქართული სისტემის რაციონი შემატა, მე რაც მასწავლა ეს არის ლოგიკა, ჩვენ ბევრად უფრო ემოციურები ვართ, ფრანგები უფრო ლოგიკურები არიან და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ლოგიკის დანახვა ყველაფერში და არა მხოლოდ ემოციური გადაწყვეტილებების და ფეთქებადი სამხრეთული ხასიათი, რაც ჩვენ გვახასიათებს.

ოლღა ბაბლუანი
ჩვენ ბევრად უფრო ემოციურები ვართ
ქრისტინე ბაგრატიონ მუხრანელი - ციტატები

ღმერთი - იმედი და საყრდენი ადამიანისთვის

მადლობა უფალს, რომ ეს გრძნობა გვიჩნდება, რომ ის ყოველთვის შენთანაა, ის არასდროს არ გტოვებს, ნებისმიერ სიტუაციაში და იმედის მომცემია ნებისმიერი ადამიანისთვის, თუნდაც ის მომენტი, როდესაც იმედი გაქვს, თითქონს შენს ცხოვრებას მართლაც განსაზღვრავს და დასაყრდენი ხდება. ჩემთვის ძალიან განსაკუთრებულია.

ქრისტინე ბაგრატიონ მუხრანელი
ღმერთი - იმედი და საყრდენი ადამიანისთვის
ლევან ხარანაული - ციტატები

მე ის ვიცი, რომ უკეთესი უნდა ვიყო, ვიდრე ვარ

ლევან ხარანაული
მე ის ვიცი, რომ უკეთესი უნდა ვიყო, ვიდრე ვარ
გია ჯოხაძე - ციტატები

იმ წამისთვის ღირდა ცხოვრება

რატომ არის საინტერესო ცხოვრება? ესეთი პერსონაჟები რატომ გვხიბლავს? - დიმიტრი მეორე, თავდადებული. საქართველოს ეკლესიის წმინდანია, მაგრამ პირველი ნაწილი სრულიად განსხვავებული ამბავია. ამას ვერავინ იფიქრებდა, მაგრამ გმირობის ფაკულტეტი ხომ არ არსებობს, რომ შეხვალ და გმირი ხდები.

არა, იქ რაღაც ხდება იმ წამში, ის წამია... იმ წამისთვის ღირდა ცხოვრება.

ესე მოხდა ჩემს ცხოვრებაშიც, ძალიან გვიან მოვინათლე, ძალიან გვიან ვისწავლე რაღაცეები...

გია ჯოხაძე
იმ წამისთვის ღირდა ცხოვრება
გია ჯოხაძე - ციტატები

ლაშა-გიორგი ცალთვალა იყო

ლაშა-გიორგი ადამიანი იყო… ქართულში დამკვიდრდა გარინდება, იმიტომ, რომ რინდი იყო დებოშირი, მოქეიფე, ოღონდ მეამბოხე მუსლიმი, რომელიც რაღაცა წესებეზე უარს ამბობდა და ამათთან უნდოდა შეხვედრა, ხვდებოდა და ერთ-ერთი ჩხუბის დროს თვალი ამოთხარეს,..

ლაშა-გიორგი ცალთვალა იყო. აი ეს ხომ არავინ არ იცის?! მე მგონია, რომ ეს არ არის წვრილმანი, მე მგონია, რომ ესეთი ნიშნებისგან, რომ გააცოცხლებ ამ პერსონაჟს, არასოდეს დაავიწყდებათ, აღიქვამს და რაღაც ემოციური კავშირი ექნება ამასთან და არა სქემა.

გია ჯოხაძე
ლაშა-გიორგი ცალთვალა იყო
გია ჯოხაძე - ციტატები

მწარეა სიმართლე? | როგორ შევაყვაროთ ისტორია?

როგორ უნდა შეაყვარო საქართველოს ისტორია ადამიანს?

სიმართლე უნდა უთხრა, უნდა გაამწარო.

მწარეა სიმართლე?

ძალიან, მით უფრო ჩვენი მითებით სავსე სამყაროში. სამწუხაროდ ქართული ისტორიოგრაფია, ვერ დაიკვეხნის იმით, რომ უთხრას უყუარი… იმ წყაროებზე დაყრდნობით რაც გაგვაჩნია. ჩვენ ბევტი არა გვაქ სამწუხაროდ და ამასაც ვუმალავთ და რაღაცა მივჩქმალეთ, რაღაცა არ ვუთხარით, ვთქვათ დედოფალ რუსუდანზე, რომელიც სქემა კი არ იყო, ადამიანი.

ლაშა-გიორგი ადამიანი იყო… ქართულში დამკვიდრდა გარინდება, იმიტომ, რომ რინდი იყო დებოშირი, მოქეიფე, ოღონდ მეამბოხე მუსლიმი, რომელიც რაღაცა წესებეზე უარს ამბობდა და ამათთან უნდოდა შეხვედრა, ხვდებოდა და ერთ-ერთი ჩხუბის დროს თვალი ამოთხარეს,..

ლაშა-გიორგი ცალთვალა იყო. აი ეს ხომ არავინ არ იცის?! მე მგონია, რომ ეს არ არის წვრილმანი, მე მგონია, რომ ესეთი ნიშნებისგან, რომ გააცოცხლებ ამ პერსონაჟს, არასოდეს დაავიწყდებათ, აღიქვამს და რაღაც ემოციური კავშირი ექნება ამასთან და არა სქემა.

გია ჯოხაძე
მწარეა სიმართლე? | როგორ შევაყვაროთ ისტორია?
დავით მაღრაძე - ციტატები

რა გვაკავშირებს ევროპასთან?

რომ ეცნობი ქართული კულტურის ისტორიას, ქრისტიანული კულტურაა ეს. ვისაც არ მოსწონს გაუმარჯოს თავის გზაზე, მაგრამ ქართული კულტურა არის, ქრისტიანული კულტურა. ხასიათი ამან განაპირობა.

ამით გავს სხვათაშორის ევროპას. დღეს რომ ვამბობთ, ევროპა ჩვენი სახლია და რომ ვბრუნდებით სულ, ოდისევსივით რომ ვბრუნდებით.

თვითონ ევროპასთან თუ რამე გაკავშირებს, ეს არის. ქრისტიანულ ღირებულებაზე დაფუძნებული და აღმოცენებული კულტურა, რამაც შვა ევროპის რენესანსი სხვათაშორის, ათენისა და იერუსალიმის ჰარმონია, ათენის რაციო და ქრისტიანული ზნეობის საფუძვლების ჰარმონიამ შვა ევროპის რენესანსი.

ზუსტად იგივე ფორმულა დევს გელათის იდეაშიც, როცა აღმაშენებლის მემატიანე ამბობს: სხვა ათინად და მეორე იერუსალიმად იყო ჩაფიქრებული გელათი.

დავით მაღრაძე
რა გვაკავშირებს ევროპასთან?
დავით მაღრაძე - ციტატები

განსხვავება ათეიზმსა და რელიგიას შორის

ათეიზმი ჩემთვის არის სიკვდილი. რელიგია არის გზა, შეცნობა, უსასრულობა. ათეიზმი არის შედეგი და პროცესშია სიცოცხლე და შედეგში სიკვდილია.

მე სიცოცხლის მომხრე ვარ, მარადიულის, უსასრულოსი...

დავით მაღრაძე
განსხვავება ათეიზმსა და რელიგიას შორის
დავით მაღრაძე - ციტატები

როცა არ იცი ვინ ხარ

რაც სოკრატესთან თავმდაბლობად ჩანს და სიბრძნედ, რომ მე ვიცი ის რომ არაფერი არ ვიცი, აქ ჩემი აზრით, ეს არის უბედურება ადამიანის, როცა არ იცის ვინ არის. არ იცის არც თავისი ასაკი, არც სქესი, არც თავისი ნაციონალობა, არც ის ცოცხალია თუ მკვდარია.

აი ამ უაზრობამდე, ამ შიზოფრენიამდე არის მისული ეს ტენდენცია.

დავით მაღრაძე
როცა არ იცი ვინ ხარ
დავით მაღრაძე - ციტატები

სრულყოფილების ხატისკენ სწრაფვა

ადრე, როდესაც იყო ადამიანის დანიშნულება, სიცოცხლის აზრი და ადამიანის საზრისი ზოგადად, მისია, ფუნქცია, განზრახვა ადამიანის იყო, სრულყოფილების ხატისკენ სწრაფვა.

სრულყოფილების ხატი შეიძლება სხვადასხვა რელიგიაში, სხვადასხვაგვარი ჩანდეს, მაგრამ სწრაფვა ერთიდაიგივე იყო, იმ ხატისკენ ისწრაფოდა ადამიანი.

ის ბარიერები, რომელიც ექმნებოდა ამ სრულყოფილებისკენ სწრაფვისას, ეს ბარიერები იყო ადამიანის სისუსტე, ესე იყო ყველა რელიგიაში. დღეს ლოგიკა შეატრიალეს და ნაკლს ადამიანში კი არ ეძებს ადამიანი, ნაკლს სრულყოფილების ხატში ეძებს.

დავით მაღრაძე
სრულყოფილების ხატისკენ სწრაფვა
დავით მაღრაძე - ციტატები

შეიძლება კარის მეზობელს ეჩურჩულო და...

არის ხოლმე ასეთი განწყობილებები, შეემართებიან ადამიანები, რომ მთელს სამყაროს გააგონონ თავის ქუხილი, მაგრამ ესეთ დროს შეიძლება კარის მეზობელს ვერ გააგონო. შეიძლება კარის მეზობელს ეჩურჩულო და მთელი სამყაროსთვის გასაგები გახდეს...

დავით მაღრაძე
შეიძლება კარის მეზობელს ეჩურჩულო და...
დავით მაღრაძე - ციტატები

როცა არ მოდის წვიმა...

როცა არ მოდის წვიმა, როგორც ვაჟა ამბობს, შენ თვითონ უნდა მოხვიდე წვიმად ან მოიყვანო წვიმა თუ შეგიძლია.

ნაბიჯი, ნაბიჯი... მე ესე აღვიქვი დღევანდელი ეპოქა, რომ ნაბიჯს ითხოვს პოეტისგან და თუ ნაბიჯია, კვალიც იქნება.

დავით მაღრაძე
როცა არ მოდის წვიმა...
გიორგი ლორია - ციტატები

კონცენტრაციის აშენება თამაშის დღეს, აი ვცდილობ ხოლმე, რომ თამაშის დღე იყოს ყველა დღეებისგან განსხვავებული, იმიტომ რომ კონცენტრაციას როგორც ავაშენებ, როგორც მოვემზადები ისე ვითამაშებ.

ამიტომ არ მიყვარს ხოლმე, გარე ფაქტოირები რომ ერევიან ხოლმე. მირჩევნია, რომ წყნარად, მარტო ვიყო. ერთადერთი ვისაც ვეკონტაქტები არის ჩემი ოჯახი. იმათმაც იციან თუ რაღაც გადაუდებელი არც არის, არ მაწუხებენ საერთოდ, იმიტომ რომ უნდა მოვეზადო, მხოლოდ და მხოლოდ უნდა ვიფიქრო დღრევანდელ თამაშზე.

ჩემი საქმეა და მე ვუდგები ესე. ძალიან ბევრი ფეხბურთელი უდგება ესე ზოგი საერთოდ თიშავს ტელეფონს.

გიორგი ლორია
კონცენტრაციის აშენება თამაშის დღეს
გურამ საღარაძე - ციტატები

ახალგაზრდების N1 მტერი

ნარკოტიკი ახალგაზრდების #1 მტერია!

გურამ საღარაძე
ახალგაზრდების N1 მტერი
გურამ საღარაძე - ციტატები

ძლევამოსილი ქართველი მეფეები

სიძლიერითაც გამორჩეული ხალხი: დავით აღმაშენებელი ისეთი ღონიერი ყოფილა... და მეფე ერეკლე, თავი რომ ჭააჭრა თურმე მალაჩინს, თავი ზედ ქონდა და მერე გადავარდა, გორგასილზე ამბობენ, რომ არტყავდა შუაზე ჩეხდაო.

აი ამ ხალხმა, მათმა სულებმა და მადლიანმა ჯიშმა და გენეტიკამ გადაგვარჩინა საქართველო, ერთი ბეწო ქვეყანა.

გურამ საღარაძე
ძლევამოსილი ქართველი მეფეები
ციტატები, გამონათქვამები