ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული არ გადადოთ ❤️

ვიდრე ადამიანი გყავს გვერდით, ცოლია თუ ქმარია შენი, ბებია ხარ თუ შვილიშვილია შენი, ჩვენ ხომ არ ვიცით ვინ გავასწრებთ, ჩვენ მორბენალები ვართ და ვინ წინ და ვინ უკან, ეს მხოლოდ უფალმა იცის. ამიტომ არ შეიძლება სიყვარული გადადო. ხვალ მოვეხვევიო, ხვალ ვაკოცებო, ხვალ შევულოცავო, ხვალ ვნახავო. ჯერ რა გვეჩქარებაო. სიყვარულში სულ უნდა გვეჩქარებოდეს! სულ ... და მე, როცა ჩემს სიყვარულს ვუყურებ ვალერიასთან, გული მწყდება, იქაც ხომ შემძლებოდა რომ მყვარებოდა, იქ გავუბრაზდი, იქ გავღიზიანდი, იქ ცოტა ხანს გაბუტულები ვიყავით და ეს ყველაფერი რომ დავაჯგუფე, რაღაც უკვე თვეებს აჭარბებს, და მიკვირს იცით, რატო ვქენი მე ეს კაცო? გამოდის რომ მე ის ეხლა უფრო მიყვარს, ვიდრე ოდესმე მყვარებია

შალვა ამონაშვილი
სიყვარული არ გადადოთ ❤️

კიდე მეტყვით ზეციური სამყარო არ არსებობსო?

იცის იმან რომ უნდა წავიდეს, მეც ვიცი რომ უნდა წავიდეს, რომ დღეები უკვე ხელზე ჩამოსათვლელია.
მამაო მოვუყვანე რომ ზიარება მიიღოს. ექიმმა მითხრა, რომ მაქსიმუმ 3 დღე იციცხლოსო, ვეჯექი გვერდით ხელი მეჭირა მისი და როცა თვალები გაახილა, რაღაც წერტილს დაუწყო ყურება, უყურებს და არაფერს არ ხედავს. იქიდან ესმის მას, მე ასე ვგრძნობ, რომ არიგებს მას, ვიღაცა არსი, რომ ასე უნდა ისუნთქო, და სუნთქავს თითქოს ჯაჭვი უნდა აწყვიტო.. მეთოდურად, თვლით, რიტმულად წყვეტ ჯაჭვს, წყვეტ და გიხარია. ჩემს ხელში მისი ხელი ჩაცხრა. არაფერს არ ხედავდა გარდა იმისა, - კიდევ მეტყვით რომ ციური სამყარო არ არსებობსო?! ეს ჩემთვის ისეთი ნათელი, ხელშესახებია. სურათი რომ გადაგვეღო, იქ ვიღაცა ანგელოზი, ვიღცა არსი გამოჩნდებოდა.

შალვა ამონაშვილი
კიდე მეტყვით ზეციური სამყარო არ არსებობსო?

მწვანე წითლის ნაცვლად | სამაგალითო პედაგოგიკა

მეორე კლასია, შევდივარ გაკვეთილზე და ბავშვებს ვურიგებ მათემატიკის საკონტროლო რვეულებს, (ეს იყო 60 იანი წლების დასაწყისში, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი ჩამოყალიბებული, ვეძიებდი) დავურიგე ბავშვებს ეს რვეულები.

ერთი პატარა გოგო იყო ლელა, ფანჯარასთან იჯდა. ეხლაც მახსოვს წარმოდგენით: ფუნთუშა , თეთრი თმებით, თეთრი ქათქათა გოგო. ატირდა ეს ლელა, ტირის: არ მიყვარს მათემატიკაო, მე კიდევ ბავშვის ტირილს ვერ ვიტან, მე მინდა ვიტირო მის მაგივრად.

მივედი, ვეალერსები: - ლელა, შენი ჭრიმე, რა მოხდა, რატო არ გიყვარს მათემატიკა? - სულ წითელი, წითელი, წითელი... ესეიგი რვეულში, რომ წითელი ხაზები გვქონდა გასმული, ნიშნად შეცდომებისა. შეცდომა, შეცდომა, შეცდომა... დახედა ბავშვმა ამ შეცდომებს და გადაირია, სულ შეცდომებში ყოფილა და ატირდა. ეხლა ლელა როგორ დავამშვიდე ეგ ერთი ამბავია, მაგრამ ჩემში რა მოხდა? სწორედ იმ დღიდან, გავაქრე წითელი მელნის ხმარება ბავშვის რვეულებში, ეს გავაქრე არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელს პირველ ექსპერტულ სკოლაში, ამოვიღე ხმარებიდან წითელი მელანი. რა ვიხმაროთ? - მწვანე. რა გავაკეთო მწვანე მელნით? -შეცდომები კი არ ეძებო ბავშვისა, ეძებე წარმატება! აი თუ ასო დაწერე ლამაზად გახაზე, სიტყვა გამოუვიდა სწორი - გახაზე. ეძებე წარმატება, ხომ აქვს? არ შეიძლება ყველაზე ჩამორჩენილსაც კი ერთი რაღაცა არა ქონდეს. აი ამ მწვანეებით უთხარი - რა კარგი ხარ, მომწონხარ, მომწონხარ, მომწონხარ.

რა ვუქნათ წითელ მელანს? - დაიდე შენს გვერდით და თუ ბავშვს შეცდომები აქვს ამოწერე შენთვის რვეულში, ეს შენი შეცდომებია. ცუდად აუხსენი, კარგად ვერ უთხარი, ვერ გააგებინე, არ მოაწონე და შეცდა ბავშვი, ვერ დაიხსომა და ვერ ისწავლა. მაშ გაასწორე ეს!
ეს იყო და ეს როცა ბავშვების ცხოვრებაში შევიდა სიხარული. იმიტომ რომ ასწრებს, ყველა ხედავს რომ ასწრებს. ჰუმანურ პედაგოგიკას პრინციპი აქვს, ბავშვი უნდა ატარო სიხარულიდან სიხარულამდე, წარმატებიდან წარმატებამდე. აი ეს მითხრა ლელამ, პატარა გოგონამ. პედაგოგიკაში მოახდინა გადატრიალება. ეხლა დიდია და ალბათ იცის ეს ამბავი, იმიტომ, რომ ხშირად ვწერ და წაკითხული ექნება, დიდი ხანია არ მინახავს. მაგრამ გადატრიალება მოხდა, ეს უკვე ჩემი მეთოდი კი აღარ არის, მსოფლიოში დასეირნობს ეს მეთოდი.

შალვა ამონაშვილი
მწვანე წითლის ნაცვლად | სამაგალითო პედაგოგიკა

მასწავლებელი იმ ერთი ბავშვისთვის

მასწავლებელი გაჩენილია ერთი ბავშვისთვის, ის ერთი ბავშვი რაღაცა დროს მოვა მასთან, მის ხელში გაივლის ათობით, ასობით მოსწავლე, მაგრამ ის ერთი ბავშვი ერთადერთია, რომელსაც სწორედ ეს მასწავლებელი სჭირდება. რაღაცა დროს მოვა ეს ბავშვი შენთან. მაგრამ შენ არ იცი, როდის მოვა და ვინ იქნება. ამრიგად, ჩემს წინაშე რა ამოცანა დგება? - ვინც არ უნდა მეჯდეს წინ, ყველა ის ერთია ჩემთვის!

შალვა ამონაშვილი
მასწავლებელი იმ ერთი ბავშვისთვის

ქრისტე მოვიმარჯვე

ერთ ისტორია გავიხსენებ, ეს იყო რამდენიმე წლის წინათ, როცა ჩემმა შვილმა პაატამ, თბილისში ჩამომიყვანა,იმიტო,მ რომ წკპიზე ვიყავი შემდგარი. ძალიან მაწუხებდა გული.

მე ვიფიქრე, შემიძლია თუ არა ჩემი სიჩუმით დავიხსნა თავი. იქნებ ვერ ვასწრებ ექიმთან მისვლას და რატომ წავიქცე, თუკი შეიძლება ჩემი აქ კიდევ შენარჩუნება, ვცადო.

აი ასე, დავდგებოდი ხოლმე ქრისტეს ხატის წინ ( მიყვარს ერთი ძველი ხატი მაქვს ქრისტესი.) წამოვიდგენ რომ ის ჩემში შემოდის, ჩემშია, მე აღარ ვარ ჩემში და აწესრიგებს ჩემი გულის მდგომარეობას.

ალბათ უფალი მაპატიებს ამის გამო, იმიტო რომ გავაკეთე ეს. აწესრიგებს ამას და მე ვგრძნობ როგორ მოძრაობს ის, რაღაცა ხდება გულში, ბუსუსებს მაყრის და ჭრუანტელი მივლის ტაში, იოლი არ არის, მაგრამ მიჩვევა შეიძლება...

ანუ ფსიქოლოგიურად განიკურნეთ?

ფსიქოლოგიურად დაარქვით მაგრამ, მე ქრისტე მოვიმარჯვე ამ ფსიქოლოგიისთვის. მეექვსე სტენდი აღარ ჩამიდგამს, ხუთი მიდგას და იმის შემდეგ 5-6 წელიწადი გავიდა.

შალვა ამონაშვილი
ქრისტე მოვიმარჯვე

სიჩუმის სიკეთეები

სიჩუმეს კიდევ ორი ძვირფასი თვისება აქვს. პირველ შემთხვევაში არაფერს არ ვფიქრობ, თვითონ მოვა რაღაცა. მეორე შემთხვევაში, იდეას ჩავიფიქრებ, რაღაც მინდა გავაკეთო და შემეშველეთ, როგორ გავაკეთო მე ეს? იმიტო, რომ უხილავი მშველელები არიან, ჩაგაგონებენ ანგელოზები. იდეას ამუშავებ და ეს იდეა ტრიალებს, როგორც ბურთი და ყველა მხრიდან გაჩვენებენ ამ იდეას და ღრმავდები ამ იდეაში.

შალვა ამონაშვილი
სიჩუმის სიკეთეები

უფალს რომ ნახავთ, რას ეტყვით?

უფალს რომ ნახავთ რას იზამთ ან რას ეტყვით? - ღმერთმა უფალი მაჩვენოს, მაგრამ მართლა ასე არ არის, წავიდე უფალი ვნახეო, შეიძლება ვნახო და დავუჩოქებ მე მას, მე მას მადლობას ვეტყვი რომ ვცხოვრობდი, და ვიცხოვრებ იმის გამო რო მოვკვდე და მასთან აღმოვჩნდე.
- და რას შესთხოვთ? - არაფერს არ შევთხოვ, ყველაფერი მისი ნება აღსრულდეს და მათ შორის ჩემი მეშვეობითაც, ვიყო მისი იარაღი, აი ამას შევთხოვ, იმიტო რომ მას ყველაფერი ესმის, ეყურება და იცის საითკენაც მივდივართ, აი ჩამაგონოს ის რაც მას უნდა რომ მე ვასრულო

შალვა ამონაშვილი
უფალს რომ ნახავთ, რას ეტყვით?

განათლება სიყვარულით

ჩემი აზრით, ეს განათლება ბევრი რამით შეიცვლება, მაგრამ, პირველ რიგში განათლების ხარისხი და ღირსება დამოკიდებული იქნება, არა ტექნიკაზე, რომელიც შემოვა, საოცარი ტექნიკა შემოვა. ეს მობილურები და კომპიუტერები წავა, ესენი უნდა წავიდეს, იმიტომ, რომ სხვა უნდა მოვიდეს მათ ადგილას. მაგრამ განათლების ხარისხს, ესენი ვერ შეცვლის, ვერც პროგრამები, ვერც გამოცდები, ვერაფერი... ამას შეცვლის პიროვნება, მასწავლებელი, რომელიც ბავშვის გვერდით იქნება. - ხელოვნური ინტელექტი ვერ ასწავლის? - ხელოვნურ ინტელექტში ჩვენ ვერ ვაწყობთ ჯერ გრძნობებს, სიყვარულს ვერა ვდებთ მასში.

შალვა ამონაშვილი
განათლება სიყვარულით

ცა დღეებს უგრძელებს | მივცეთ ამ კაცს შესაძლებლობა

თუ კაცი კარგ რაღაცას აკეთებს საერთო კეთილდღეობისთვის და არა თავისთვის, ცა რაღაცა დღეებს უგრძელებს, მე კი ცისა მწამს, დღეებს უგრძელებს გამიგეთ, დღეებია დათვლილი. მე დღეს 33793-ე დღეში ვარ, 1931 წლის 8 მარტიდან და ამას ვანგარიშობ დიდი ხანია და ყოველ დღეს ვუფრთხილდები.

როცა ცა ხედავს და მე კი მჯერა იმისი, რომ ამ კაცს თუ რაღაცა აქვს სათქმელი, რომელიც მარტო ამან უნდა თქვას და სხვა ვერ იტყვის, მაშინ მივცეთ ცოტა ხანი დრო, ეს ერთადერთი მოწმეა რაღაცისა და თუ ეს არ დაამოწმა ვიღაცა დაზიანდება, მივცეთ ამ კაცს შესაძლებლობა, რომ ეს დაამოწმოს.

შალვა ამონაშვილი
ცა დღეებს უგრძელებს | მივცეთ ამ კაცს

თუ კაცი კეთილ საქმეს ემსახურება ...

თუ კაცი კეთილ საქმეს ემსახურება, საერთო კეთილდღეობას თუ ემსახურება, მას მიეცემა. რაღაც გზებით მიეცემა!

შალვა ამონაშვილი
თუ კაცი კეთილ საქმეს ემსახურება ...

მე მოვლენილი ვარ | კლასიკური პედაგოგიკა

60-იანი წლების რაღაც პერიოდში, 69-ში თუ 67-ში, მე რელიგიური კაცი გავხდი. როდესაც მე სახარება წავიკითხე, მივხვდი, თურმე კლასიკური პედაგოგიკა, რატომ არის კლასიკური. გოგებაშვილი ან კომენსკი, ან ვესტალოცი, ან უშინსკი, რატომ გახდნენ კლასიკოსები? და აღმოვაჩინე, რომ ყველა ეს კლასიკოსი, ქრისტეს მოძღვრებას ემყარება, ყველა პედაგოგიკის კლასიკოსი. აი ამ რწმენამ მიმიყვანა აქამდე.

ვინა ვარ მე? ცუდად არ გამიგოთ თითქოს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს. მე მოვლენილი ვარ აქ დროებით. მომავლინა ცამ, რომ რაღაც უნდა გავაკეთო აქ და რა უნდა გავაკეთო გულმა უნდა მიგრძნოს. აი ვაკეთებ რასაც გული მიგრძნობს და მიხარია. მე არა ვშრომობ, რასაც ვაკეთებ მიხარია, მინდა რო ვაკეთო.

რასაც ვაკეთებ, ვინ მაკეთებინებს ყველაფერ ამას? იმიტომ, რომ ძალიან მემართება ხელი ყველაფერში. არაფერში არ მეცრება ხელი.

შალვა ამონაშვილი
მე მოვლენილი ვარ | კლასიკური პედაგოგიკა

ქვეყანას რაც წაადგება ...

ქვეყანას რაც წაადგება, იმაზე უნდა იფიქრო! რა არის ახლა ეს ჯიბრი? ფეხბურთს ხომ ვთამაშობთ? გუნდურობა გამოვიჩინოთ!

ჟანრი ლოლაშვილი
ქვეყანას რაც წაადგება ...

სხვის შვილმა რა დააშავა?

შენს პატარა შვილს რომ აიტაცებ ხოლმე ხელში და გიხარია, სხვა მშობლებმა ან სხვების შვილებმა რა დააშავეს? ამაზე ფიქრი არის საჭირო!

ჟანრი ლოლაშვილი
სხვის შვილმა რა დააშავა?

ეკლესიის როლი

ჯეროვნად უნდა შეაფასო, რამ გადაარჩინა ქვეყანა, ყველა ომში, ისტორიულად... მერე გენეტიურია ჩვენთვის, გენებშია უკვე ეს და ამის უარყოფა...? ძაან ავადმყოფი უნდა იყო, რომ ეგ გადაწყვეტილება მიიღო, რა უბედურებაა?!

ჟანრი ლოლაშვილი
ეკლესიის როლი

თავშეკავების, ყურადღების, დაფიქრების სკოლა

ქართველ კაცს სჭირდება თავშეკავება რაღაც რაღაცეებზე. და პირველი სკოლა თავშეკავების, ყურადღების და დაფიქრების არის ეკლესია, მე თუ მკითხავ. ძააან მომწონს ეკლესიური როცაა ადამიანი და რაც ხდება ეკლესიაში.

ჟანრი ლოლაშვილი
თავშეკავების, ყურადღების, დაფიქრების სკოლა

ერთმანეთის გინება და შეურაცხყოფა

ქართულ არხებს არ ვუყურებ, განსაკუთრებით ახალ ამბებს, რატო იცი? ნერვების ამშლელია რაც ხდება, ერთმანერთის გინება, აღვირახსნილი სიტყვები და უბედურება.. ან უტრირებული ქება რაღაცის... ვუყურებ, ვფიქრობ რაღაცა ახალი ავადმყოფობა გაჩნდა ქვეყანაზე

ჟანრი ლოლაშვილი
ერთმანეთის გინება და შეურაცხყოფა

რუსს არ უნდა რომ გაიგოს!

არ იცის რუსმა, რომ შენი სამშობლო არის შენი და ეს არის ჩემი! არ უნდა, რომ გაიგოს და რა ვქნა?

ჟანრი ლოლაშვილი
რუსს არ უნდა რომ გაიგოს!

მოსმენა უფრო მნიშვნელოვანია თუ საუბარი?

დიალოგში რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, მოსმენა თუ საუბარი? - გააჩნია ვინ ზის წინ, ვის ელაპარაკები. თუ შენ ხვდები, რომ შეგიძლია სარგებლობა მოუტანო შენი ლაპარაკით იმ მეორეს, ან მეორეებს, მაშინ ჯობია შენ თვითონ ილაპარაკო, თუ სათქმელი გაქვს, რა თქმა უნდა. მაგრამ თუ შენს წინ, ისეთი საინტერესო ადამიანი ზის, რომელსაც შეუძლია, რომ გაგამდიდროს და შენი ცოდნა შეავსოს, შენი ადამიანური ბუნება უკეთესი გახადოს, მაშინ სიამოვნებით უნდა მოუსმონო.

გია მურღულია
მოსმენა უფრო მნიშვნელოვანია თუ საუბარი?

ცოდნის მიღება უფრო მნიშვნელოვანია თუ გაზიარება? - თუ გავითვალისწინებთ, რომ "რასაცა გასცემ შენია", მაშინ ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია.

გია მურღულია
ცოდნის მიღება უფრო მნიშვნელოვანია თუ

ხმალს წინ იდეა თუ არ უძღვის ...

ილია ჭავჭავაძე მახსენებს გრიგოლ ხანძთელს, და ვუწოდებ მე - გრიგოლ ხანძთელს ათასი წლის შემდეგ. ორივე მიხვდა ერთ მთავარ ამბავს, ხმალს, იარაღს იდეა თუ არ უძღვის, ისე ის ხმალი ან დაიჟანგება ან წააგებს ნებისმიერ ომს.

გია მურღულია
ხმალს წინ იდეა თუ არ უძღვის ...

ვირებში თუ ხარ ...

ავიცენას აქვს ერთი რობაი, როგორ ექცევიან ხოლმე გამოჩენილ ადაამიანებ მოგეხსენებათ,

"ვირებში თუ ხარ, უნდა შენცა ტლინკები ჰყარო,
ვირებს ჰგონიათ ჩვენიაო მთელი სამყარო,
ვირებში თუმცა მუდამ ვირად მომქონდა თავი,
მაინც გამიგეს, არაბული ტაიჭი ხარო...

გაიგეს და რაც დამართეს ნათელია. იგივე დამართეს რუსთველს. ერთი წამი ეჭვიც არ მეპარება. ხალხური გადმოცემა, რომ ის გააძევეს საქართველოდან, ეს
არის ისეთივე ნათელი და აშკარა ჩემთვის, ახალ შენ რომ გიყურებ.

ამას თავისი ფასი და გამოვლინებაც ჰქონდა, ქართლის ცხოვრებაში არცერთხელ არ არის მოხსენიებული. ამ ადამიანმა, რომელიც არის უარყიფილი კაცი, მის თანამედროვე მმართველთაგან და რომელიც არ არის მოხსენიებული არც ერთხელ ქართლის ცხოვრებაში, აი ამ ადამიანმა დაიპყრო ქართული ცნობიერება მთლიანად.

საინტერესოა არა როგორ მოახერხა ეს ამ კაცმა. ამდენი მკითხველიც ხომ არ იყო მაშინ. ხანდახან მეცოდება ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი და სხვანი და სხვანი, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები, რომლებიც იცავდნენ ქართულ ენას, საქართველოს ისტორიას, ქართული ცნობიერების სიმაღლეს ეტრფოსნენ და იცავდნენ, ზრუნავდნენ მასზე. რამდენი მკიღხველი ეყოლებოდა ახლა ილია ჭავჭავაძეს.

გია მურღულია
ვირებში თუ ხარ ...

მშობელი შვილს აძლევს თავისუფლებას!

მშობლებელი თან გაძლევს დიდ თავისუფლებას, თუ კარგი მშობელია რა თქმა უნდა, თუ განათლებული ადამიანები არიან, ამ შემთხვევაში ცდილობენ, მოგცენ ეს თავისუფლება, იმიტომ, რომ ყველაფერი კარგი უნდათ შენთვის. მეორე მხრივ, ამავე მიზეზის გამო, რომ ყველაფერი კარგი უნდათ შენთვის, ფიქრობენ რომ შენ ჯერ არ ხარ მზად, იმისთვის რომ მართებული გადაწყვეტილებები მიიღო, ამიტომ ხანხადან ჭკუას ჭამენ ხოლმე, როგორც იტყვიან ახალგაზრდები, შეგონებებით. ეს ძალიან დამღლელია ხოლმე. მე მგონია რომ ცოდნა, ნამდვილი ცოდნა არის რომელიც შენი ცხოვრების პირად გამოცდილებად იქცევა - აი ეს უნდა იყოს მთავარი გზამკვლევი ნებისმიერი მშობლისთვის, აცალოს შვილს, რომ მან მიიღოს ის გამოცდილება, რომელიც მას საბოლოო ანგარიშით, უკეთეს გადაწყვეტილებებს მიაღბინებ როცა ამისი დრო დადგება.

გია მურღულია
მშობელი შვილს აძლევს თავისუფლებას!

თავისუფლებას უხდება ერთსულოვნება

თავისუფლებას ძალიან უხდება მრავალფეროვნება აზროვნების, მაგრამ ასევე ძალიან უხდება ერთსულოვნება, კარგი სიტყვა გვაქვს ეს ქართველებს, სინერგიის გარეშე თავისუფლება ძალიან ძნელი გადასატანი აღმოჩნდა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ, პირველ რიგში, ამაზე უნდა იზრუნოს, რომ ჩვენ გვქონდეს იდეათა ისეთი სისტემა, რომელიც გააერთიანებს ჩვენს ძალისხმევას და საერთო ვექტორით წაიყვანს წინ.

გია მურღულია
თავისუფლებას უხდება ერთსულოვნება

რა არის თავისუფლება?

YouTube-ზეც რილად რომ წავიდეს 1 წუთში

გია მურღულია
რა არის თავისუფლება?