დეპრესია მდიდრების დაავადებაა?
ამბობენ, რომ დეპრესია მდიდრების დაავადება არის, უფრო მეტად ვიდრე ღარიბებისო, იმიტომ, რომ არ არის დეპრესია დაკავშირებული პირდაპირ რა მაქვს ანუ ქონებასთან. დამოკიდებულებასთან არის დაკავშირებული. იმას ყველაფერი აქვს და მისთვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა, ანუ ეგზისტენციალური ვაკუუმი აქვს, საზრისი არა აქვს და ამას არაფერი არა აქვს და იმიტომ არის ესეთ დღეში, რომ, აი რა აზრი აქვს ცხოვრებას. და რა მნიშვნელობა აქვს, ორივეს დეპრესია აქვს. მაგრამ დამოკიდებულება, რომ იმას შეიძლება ხახვი და პური ჰქონდეს, გამხმარი ჭადი და 4 კვადრატული მეტრი სახლი და იყოს მადლიერი.
მარინა კაჭარავა"აუ ბედი არ მქონია" / აფირმაცია - პოზიტივის მიწებება
აი ათი თითი, რომ ათი მოვლენა იყოს, რომელიც თქვემსკენ მოდის, მაგრამ შენ აი ამის გეშინია, წივილ-კივილს ატეხავ, აი ხო ვამბობდი, ეგეთი ბედი მაქვს, კიდევ ეს მოხდა. ამ ცხრას ვერ ხედავ, ჩაკეცავ და ამას იწეპებ. ანუ მოლოდინი ტენდეციურია, მე რასაც ველოდები იმას ვიწეპებ.
იმიტომ მოვიყვანე ამერიკელების მაგალითი, რომ დილიდან მადლობებს იხდიან, პოზიტიურად, რომ იქოქავ დილიდან თავს, ამას აფირმაცია ქვია, იმიტომ იქოქავ, რომ პოზიტივი დაიწებო, რატომ ნეგატივი დილიდან?
ფუ რა საშინელი დღეა, რა ამინდია, მთავრობა ისეთია, მეზობლები, დედამთილი ასეთი. ნეგატივი, ნეგატივი, ნეგატივი…
ეხლა მე რომ თქვენ გაგატანოთ კონვერტი და გითხრათ, რომ აეროპორტში მიდი და ვიღაც მსუქანი, ქერა ქალი მოვა და იმას გადაეცი. რას დაიწყებ, ვის ეძებ? მსუქან ქერა ქალს. სხვა დროს ხო არ აპირებდი მათ დათვლას, ეხლა ითვლი, იმიტომ
რომ მოლოდინი გაქ. ეს არის თუ ის არის - ფიქრობ, სინამდვილეში ეს მხოლოდ იმიტომ, რომ დაკვეთა გაქ ეგეთი. და ამ შემთხვევაში დამკვეთი შენ თვითონ ხარ, შენ უკვეთავ შენს თავს ცუდ ამბავს და ეს ამბავი მოდის.
იმიტომ, რომ ცუდიც ხდება და კარგიც, მაგრამ კარგს ხომ ვერ ხედავ, ჩაკეცილი გაკ ხედავ მარტო ცუდს და მერე ლაპარაკობ, რომ ეგეთი ბედი გაქვს. არაფერი ეგეთი ბედი არა გაქვს, არაფერი ცუდი არ ხდება, არანაირი “პალასები” არ არსებობს. კი არსებობს წაქცევა ადამიანის, წაიქეცი მაგრამ შეგიძლია დარჩე იმ ტყლაპოში, თუ ჩავარდი და შეგიძლია ადგე, დაიბანო, დაიფერთხო და გააგრძელო გზა
რას დარბიხარ ამდენს / კალორიების დათვლის აკვიატება
შეიძლება ჩვენს თავს რომ გადავხედოთ და ჩვენს ცხოვრებას, ჩვენც გვაქვს რაღაცა აკვიატებები. მაგალითად შეიძლება ეს იყოს: ჯანსაღი კვების აკვიატება. მე მყავს ახლობელი, ამერიკაში ცხოვრობს და მარაზმამდეა მისული: გრამების დათვლა, სასწორი, სირბილი. ნაყინი შეჭამა და მერე უნდა ირბინოს. ხანდახან ვფიქრობ, არ ცხოვრობს ეს ხალხი. ხანდახან რო მოდუნდე, ან ის გააკეთო რაც გინდა, ან შეჭამო რაც გინდა. ესეც ხო აკვიატებული ქცევაა. აი რას დარბიხარ ამდენს, რაღაცის გამო აკეთებ ხო ამას? ისევე როგორც შეიძლება აკვიატებული იყოს გაუთავებელი ვარჯიში. პოზიტიური რაღაცეებიც კი შეიძლება ისეთ შკალას გადასცდეს, მერე ანაბოლიკებს რომ იკეთებენ და კუნთებს და უკვე სხვა წრეში რომ გადის ადამიანი, თორემ ზომიერად ვარჯიშიც, კვებაც, ნაყინიც, სირბილიც, თამაშიც და მასაჟიც, ყველაფერი კარგია. მაგრამ თუ მე შეპყრობილი ვარ ამით, ჩემი უმაღლესი მოთხოვნილების ადგილას რასაც დავაყენებ, ის მომიყოლებს მე ქვემოდან. იქ რაც უნდა იყოს ის უნდა იდგეს. ეს არის უმაღლესი ღირებულება.
მარინა კაჭარავარიცხვების, დღეების შიში
ეხლა თქვენ გაგეცინებათ, მაგრამ არიან ადამიანები რომლებსაც ციფრების ეშინიათ. აი მაგალითად, ეშინია რვის ან თორმეტის, რატო ეშინია არ ამბობს. შესაძლოა რვა რიცხვში მოხდა რაღაც, შესაძლოა რაღაცას დაედო ეს. აი იყო მაგალითად ერთი, რომელსაც ეშინოდა სამშაბათის, ხუთშაბათის და შაბათის, არ გამოდიოდა ამ დღეებში და მერე გავაცნობიერეთ, რომ ამ დღეს არის დასაფლავებები, ანუ სიკვდილის შიშის ტრანსფორმირებული შიში ჰქონდა, სიკვდილზე კი არ ლაპარაკობდა, ამბობდა, რომ სამშაბათი არის საშიში დღე და ხუთშაბათი, მერე აღმოჩნდა, რომ შეხვდეს ეს პროცესია ეკვიატება და გაუთავებლად ცუდად ხდება, ანუ მიცვალებულის ხსენებაც კი, ტელევიზორში რომ გაიგებს ვიღაც მოკლეს, ესეც კი აშინებს. არც სამშაბათს გამოდის, არც.
მარინა კაჭარავაშიშის ემოცია
შიში კარგი ემოციაა, არაა ცუდი ემოცია. იმ 4 ძირითადი, საჭირო ემოციიდან, რომელიც ადამიანსაც აქვს და ცხოველსაც, დაბადებიდან მოჰყვება ყველა ცოცხალს, ერთ-ერთია შიში, შიში არის სასიგნალო, მაკონტროლებელი. ცეცხლის მეშინია, ხელს არ შევყოფ ცეცხლში, არ დავიწვები. რაღაცის მეშინი, იმას არ გავაკეთებ ანუ შიში მე მაკონტროლებს, მაგრამ ცოტა თუ მეშინია ეს მე ფორმაში მამყოფებს, თუმცა ეს თუ შკალას ცდება, ამ შემთხვევაში, ეს შიში დეზორგანიზაციას იწვევს ჩემი ქცევის მთიანად, მე ვეღარ ვახერხებ პრეზენტაციას, მე ვეღარ ვახერხებ ვერაფერს, არ შემილია რამე მოვყვე, რამე გავაკეთობ და ასე შემდეგ.
მარინა კაჭარავაკაცები არიან ზარმაცები
ზოგადად კაცები არიან ზარმაცები და ხშირ შემთხევაში კაცი მიდის იმიტომ, რომ შენ არასწორად მოიქეცი. კაცი იმდენად ზარმაცია დააკვირდით, რემონტის და ახალი ბინის ინიციატორი არის ქალი, კაცს მაგრა ეზარება. ეზარება წასვლა რა, მართლა ეზარება, იმდენად არ უყვარს. და ხშირ შემთხვევაში ქალი უწყობს ხელს, რომ მალე წავიდეს.
ამიტომ თუ სწორად მოიქცევი კაცი არ წავა, იშვითად, რომ ეგეთი ვიღაც აღოჩნდეს, არსადაც არ წავა, მართლა ზარმაცია. ურჩევნია აქ იყოს, აგერ მეზობელს იცნობს, სავარძელი აქვს თავისი, გადადი ეხლა სადღაც, აი გაიხსენეთ და ნახავთ ყველა რემონტის, ყველა ახალი ბინის ინიციატორი არის ქალი. კაცს ეს ეზარება, უბრალოდ ეზარება და შენ უნდა უჩიჩხინო, რომ მიდი რა იქნებ კიდე რაღაცა გავაკეთოთ.
შეცდომის ნუ გეშინიათ. შეცდომის შიში რა არის? - ბურთი მაქ და კალათში უნდა ვისროლო და რომ ვისროლო და არ ჩავარდეს? და არ ვისვრი. მაგრამ თუ არ ვისვრი, შანსი არ არის, რომ ჩავარდეს. ერთადერთი, რჩევა თუ გინდათ, თუ ვერ გავერკვიეთ რა გავაკეთოთ, მარჯვნივ წავიდეთ თუ მარცხნივ, ვამბობ, მოდი მე წავალ მარჯვნივ, გინდაც იყოს შეცდომა, დავუშვით შეცდომის ალბათობა, წინასწარ ვიცი, რომ შეიძლება შეცდომა დავუშვი და გადავდგი ნაბიჯი. თუ შეცდომა იქნება მერე კი არ დავიწყებ, აუ რატო მარცხნივ არ წავედი, იმიტომ, რომ მე უკვე გავითვალისწინე, რომ შეიძლება შეცდომა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებით ძალიან ფრთხილი და ძალიან ფრთხილი ისეთივე პრობლემურია, როგორც ძალიან მიმნდობი. იმ სიფრთხილის გამო შეიძლება ყველაფერი დაკარგო. ძალიან პანიკაში შეცდომის ნუ იქნებით, ადამიანი შეცდომებს უშვებს, ჩვეულებრივი რაღაცაა.
ზურაბ მხეიძეყველა კაცი ერთნაირია?
ყველა კაცი ერთნაირია - ეს არის ძალიან ცუდი შეფასება და გეტყვი რატომ. კარგავ მთელი ცხოვრების სილამაზეს. ისევე როგორც - ყველა ქალი ერთნაირია. ყველა ურთიერთობა არის განსხვავებული, თუ გინდა რომ ძაან ლამაზად იყო. მე თუ ვთვლი, რომ ყველა ქალი ერთნაირია, ჩემთვის დამთავრდა. ეს ნიშნავს, რომ არაფერი არ მიმიღია, პირიქით, ყველა ქალი, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეებში ერთნაირია, ყველა სხვადასხვანაირი უნდა იყოს. მაშინ ხარ მდიდარი, ისევე როგორც კაცები. ყველა კაცი ერთნაირია, ამას ამბობს ქალი, რომელიც გაბრაზებულია კაცებზე, ან კაცი რო ამბობს ყველა ქალი ერთნაირია, ისიც გაბრაზებულია რატომღაც, ეს ფაქტია. სხვა ვარიანტში ეს წინადადება არ ამოდის პირიდან!
ზურაბ მხეიძეპასუხი კითხვაზე "რატომ მიყვარს" უნდა მიიღო
ვნება არის ხოლმე დამაბრმავებელი. რატომ? როცა ეს მოთხოვნილება ჭარბად გვაქვს, ბევრ რამეზე ვხუჭავთ თვალს. ოღონდ მივიღო, და დავხუჭე თვალები. თურმე ეს მარიხუანას ეწევა. თურმე ეს სვამს...
როგორც კი მოთხოვნილება დაკმაყოფილდა, გავახილე და ეეე ეს რათ მინდოდა საერთოდ?
პიროვნული თვისებები არის სტაბილური. ამიტომ ვამბობ, რომ თუ თქვენ გასცემთ პასუხს, ვინც გიყვართ, რატომ გიყვართ? ის იქნება სტაბილური. ვნება მოდის და მიდის.
იმას კი არ ვამბობ რომ ლტოლვა ვის მიმართაც გაქვს არ გიყვარს. რა თქმა უნდა გიყვარს, მაგრამ, პასუხი კითხვაზე - რატომ გიყვარს - უნდა მიიღო
არ გაყვეთ ცოლად ნარკომანს და ლუდომანს! / რჩევა გასათხოვარ გოგოებს
ლუდომანს და ნარკოდამოკიდებულს, რაც არ უნდა კარგი ტიპი იყოს, არ გაყვეთ, გაიმწარებთ მთელ ცხოვრებას.
მე დამჭირდა მაგ საკითხის კვლევა, როცა ერთ-ერთმა ახლობელმა მე მომპარა რაღაცა, იცით პირველი შოკი რა იყო? მე როგორ უნდა გამიკეთო ესთქო. მაშინ ჩავიხედე სერიოზულად მაგ საკითხებში სპეციალისტებთან. მითხრეს, რომ დაივიწყე ახლობელი, როცა მას მოთხოვნილება აქვს ცოლსაც ყიდის, შვილსაც ყიდის. მერე რომ მივყევი, ოჯახიდან გააქვს ტიპს და ყიდის, ანუ საკუთარ ბავშვს, რომ რაღაც მოპარო და გაყიდო, იმდენად დამოკიდებული ტიპია.
აზარტული თამაშებიც ანალოგიურია, შეიძლება შენ დაიწყო მოგების სურვილით, მაგრამ იქ გაქვს ზუსტად ის ბიოქიმიური ცვლილების მოთხოვნილება რაც აზარტს მოყვება. მე სიტყვით შემიძლია თქვენი ბიოქიმია ვცვალო, აგერ, რომ ვუთხრა რაღაც ძალიან კარგი და გავახარო, გამოიყოფა დოპამინი, ნახე სიტყვით ვუთხარი და ჩავერიე ბიოქიმიაში და თუ გავახარე აქეთა მხარე საერთოდ ენდორფინები გამოიყოფა დიდი რაოდენობით, ანუ ჩვენ ურთიერობის დროს შეგვიძლია ერთმანეთის ბიოქიმია ვცვალოთ, ხელი არ დამიკარებია. კორტიზოლი გვინდა გამოვყო თქვენგან, სტრესში უნდა ჩაგაგდოთ.
ესეიგი რა ხდება, ის ქცევა რაც აზარტულია, გამოიმუშავებს იმ ნივთიერებებს და ამ ნივთიერებების მიმართ რჩება მოთხოვნილება, იმიტომ რომ ლუდუმანისთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენი გინდა მოიგოს, ანუ ორი მილიარდი რომც მოიგოს მაინც თამაშობს, იმისთვის მოგება არ არის, ანუ ფინანსური ინტერესი არ არის, იმისთვის არის ის განცდები განმეორდეს.
რატომ ვერ გათხოვდა 42 წლის ქალი
ერთი 42 წლის ქალი იყო და მთხოვეს, ძალიან კარგი ქალია და ნახეო, ხომ ვერ გვეტყვი რატომ ვერ თხოვდებაო. მე ვუთხარი, კი ბატონო შევხვდეთთქო.
პირველად გავიცანი, ახალი გაცნობილი მყავს და 10 წუთში გადავიდა, როგორღაც თვითონ ზარატუსტრაზე და ნიცშეზე, დამთავრებულია, იმიტომ ვერ თხოვდება. იმიტომ, რომ, ან ფილოსოფოსი უნდა იყოს მაგის ქმარი, ან ნაკითხი იყოს და მე, რომ არ მაქ ეგენი წაკითხული და რაღაცეებს მელაპარაკები, რომელიც საერთოდ ვერ გავიგე, დამთავრდა. მე განცდაში მაქვს რომ ვეღარ მოგერევი და რადგან განცდაში მაქვს, რას ვამბობ როგორც კაცი? - ძალიან კარგი ქალია, მაგრამ თქვენ გყავდეთ, არ მინდა.
გახსოვთ გამოთქმაა: კაცებს სულელი ქალები მოსწონთო. სულელი არ მოსწონთ, უბრალოდ უნდა დაინახოს, რომ უპირატესობა აქვს, მაშინ დგავს ის ნაბიჯს, უმრავლეს შემთხვევაში, თორემ არიან კაცები საერთოდ ტყიური, ველური. ქ-ზე რო იწყება უკვე გამოგეკიდება, - ალიც აღარ უნდა დამატება.
ამ მომენტში აშინებ ზედმეტი აქტიურობით, ამისი მიზეზიც ეგ იყო. დაელაპარაკე იმ კაცს, რომელიც წამოგყვება მაგაში, ან თანაბარ დონეზე მაინც იქნება.
ქალი ოცნებობს ერთ კაცზე / ქალი არის ბუნებით კონსერვატორი
არ გიყვართ ხოლმე კაცებს, ქალები კი მოთმინებით მისმენენ, როცა ვამბობ, რომ კაცის ქცევა სპერმის ქცევას გავს, ოღონს სოციალურ კონტექსტში, და ქალის ქცევა კვერცხუჯრედის ქცევას. ქალი ბუნებით კონსერვატორია, ქალს არ უყვარს 60 კაცი ერთადროულად, რომც ყავდეს მაინც ოცნებობს 1 კაცზე და კაცს მაგალითად, რომ მოგცეთ უფლება გარემს გააკეთებთ და დაგვპატიჟეთ, გაწევ ფარდას და „აი ჩემი გოგოები ყველა“ და ქალს რომ ეუბნები, წარმოიდგინე გაწევ ფარდას და აი ჩემი კაცებიო, ცუდად ხდება ამის გაგონებაზე, არ უნდა. ამიტომ ვამბობ ამ კონტექსტში, ნახეთ კვერცხუჯრედი როგორ იქცევა? ერთი განაყოფიერების მერე ყველა დანარჩენისთვის იკეტება, იმიტომ რომ ქალის ბუნება ჩვეულებრივად კონსერვანტიულია, ამიტომ ვერ უგებენ და როგორია მამაკაცის სასქესო უჯრედის ქცევა? სად შეძვრეს თვითონაც არ იცის, დარბიან თავქუდმოგლეჯილები, კვერცხუჯრედები არ დარბიან. ამიტომ დააკვირდით ბიოლოგიურ საწყისს, ძაან საინტერესო ლოგიკაა უჯრედის დონეზე და სოციალური ქცევის დონეზე.
ზურაბ მხეიძექალისთვის კაცი ხდება საინტერესო, თუ ...
აღმოჩნდა, რომ ქალისთვის კაცი ხდება საინტეროსო, თუ მასში წაიკითხა დომინანტობა. თუ დომინანტობას ვერ კითხულობს ის მისთვის საინტერესო მამაკაცი არ არის. კაცი უნდა იყოს დომინანტური. მაშინ დააინტერესებს. (საპირისპიროდ ვერ დავარქმევ სახელს, დაახლოებით ესეთი რაღაცა გამოდის, მამაკაცმა უნდა გაიფიქროს ობიექტზე , რომ მოერევა მას, ოღონდ ფიზიკურად ჭიდაობაში არ ვამბობ, ეს ილუზია უნდა შექმნას, და ამის მესიჯიც არის როგორ უნდა გააგზავნოს ქალმა, რომ იმან ეგ გაიფიქროს, არაფერი პრობლემა არ არის და პირიქით.) ... ეს უფრო კაცების სასარგებლოდ ვლაპარაკობ, დომინანტობა არის სამი ტიპის, რაც ჩვენ მივიღეთ, ეს არის ფიზიკური... და დომინანტობას ნახეთ რამხელა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ რომ ვეუბნებით, აბა დაწერე როგორი გინდა წარმოიდგინო, რომ იყოს შენი პარტნიორი, ერთი ქალი არ მინახავს ვინც დაწერა, რომ ჩემზე დაბალიო, არ არსებობს და მაღალი უკვე გიჩვენებს რომ დომინანტობა სჭირდება, მარტო ფიზიკურ მახასიათებლებში. ანუ მარტივი დომინანტობა, პირველი ეს არის ფიზიკური მხარე, აი მხარი, ბეში, მაღალი, აი რო აგიყვანს ხელში... მეორე ტიპის დომინანტობა არის - სოციალური დომინანტობა, ანუ მოსწონთ პოპულარული ტიპები, ანუ ნახე ისეთი ტიპია, ლიდერია, ჯგუფს უყვარს. მესამე არის ინტელექტუალური დომინანტობა, ამ სამი ნიშნიდან, ერთი მაინც თუ ვერ დაინახა, ის კაცი ინტერესს არ წარმოადგენს. და თქვენ წარმოიდგინეთ სამივე თუ ერთ კაცში დაინახა, ხომ სულ გაგიჟდება. მაგრამ, როგორც წესი, სამივე ერთში თითქმის არ არსებობს.
ზურაბ მხეიძეფიქრს შეუძლია გენეტიკის ცვლილება
ჩვენ ვართ ფიქრის არსებები. ფიქრს შეუძლია გარდაქმნა, ფიქრს შეუძლია ცვლილება , მათ შორის ბედისწერის, მათ შორის გენეტიკის, მათ შორის ყველა იმ სირთულეების, რომელიც ირგვლივ გვახვევია ჩვენივე მსგავსი არსებების წყალობითაც. შესაბამისად, აი ამ გადარჩენას, გარკვეულწილად, საბოლოო ჯამში უნდა ერქვას ერთი სათაური, ვუთხრას სიცოცხლეს დიახ და სიცოცხლემ უნდა განაპირობოს, სიცოცხლის სიყვარულმა, სიცოცხლის ჟინმა, ჩვენი გადარჩენის აუცილებლობა. სწორედ ამაზეა ეს სამი ტექსტი: მორის მეტერნიკი - „სიბრძნე და ბედისწერა“, მე მინდა გაჩვენოთ ეს წიგნები, ვიქტორ ფრანკი, ეს გახლავთ - „ვუთხრათ სიცოცხლეს დიახ“. რომელიც სულ ახალი გამოცემაა, და აქ გვაქვს ბუნებრივია, ბროცკის წერილი, რომელიც გაზეთში გამოქვეყნდა , New York time - ში თავის დროზე და მერე გავრცელდა მთელს მსოფლიოში, როგორც ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი წერილი იმაზე, თუ როგორ უნდა გადარჩეს ადამიანი, როგორ უნდა გაუძლოს ყველაზე დიდ და სასტიკ განსაცდელებს.
გიორგი კეკელიძეციხე არის სივრცის ნაკლებობა, კომპენსირებული დროის სიჭარბით
ციხე არსებითად არის სივრცის ნაკლებობა, კომპენსირებული დროის სიჭარბით, ისევე, როგორც გარეთ ჩვენი ყოფნა არის პირიქით, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სივრცე და ძალიან ცოტა დრო. და ამბობს, რომ ადამიანი არის არსება, რომელიც, სწორედ რომ მეხსიერებაზე დაფუძნებული ფიქრით, გარკვეულწილად ახერხებს იმას, რომ თავი გაიტანოს, გადაირჩინოს და ახალი თავისუფლება გამოიგონოს.
ციხე, რომელიც ძალიან რთული მოცემულობაა, ბუნებრივია, ის უარესია გარკვეულწილად, რაღაც ტიპის ავადმყოფობაზე, რომელმაც შეიძლება საწოლს მიგაჯაჭვოს, იმიტომ, რომ იმას აღიქვამ, როგორც ობიექტურ მოცემულობას, მეტნაკლებად. და ციხე შენივე თამანსგავსთა მიერ შექმნილი პყრობილებაა.
არის ამის ერთერთი საუკეთესო საშუალება, რომ შენ გარკვეულწილად გამოიყენო ფიქრის უპირატესობა, გარდაქმნა შენივე თავი და აქციო ახალ მოცემულობად.
ბედისწერა ვაქციოთ ნებისწერად
ჩვენ უნდა ვეცადოთ და საკუთარი ნებელობით გარდავქმნათ ბედისწერა, ანუ გარკვეულწილად ბედისწერა ნებისწერად ვაქციოთ და ყველაზე უფრო რთული, ჩიხური მდგომარეობები, რომლებიც გარკვეულწილად, ბუნებრივია, შეიძლება ჩვენთვის ბადებდეს განცდას, რომ რეალურად ეს უკვე დასასრულია, შეგვიძლია ვაქციოთ ახალი დასაწყისის ფუძედ. შეიძლება ეს ვიღაცას ყალბ, ქოუჩირ ფრაზებად მოეჩვენოს, მაგრამ არა მაინცდამაინც მეტერლიგისაგან, რომელიც ნობელის პრემიის ლაურიატია და რომელმაც ზუსტად იცის სად გადის ზღვარი ყალბ პათეთიკასა და ზუსტ გამოსავალს შორის.
გიორგი კეკელიძესამყარო - ჩვენი წარმოდგენა მასზე
მოვლენის რეალური ძალა მხოლოდ ისაა თუ როგორ მოვიაზრებთ ამ მოვლენას. ეს ძალიან ახლოს არის დიმიტრი უზნაძის სრულიად შესანიშნავ და გენიალურ "განწყობის თეორიასთან." და საერთოდ მსოფლიო ლიტერატურის გამოცდილებასთან, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ მას შევხედავთ და გამოვიგონებთ, ანუ სამყარო არის ჩვენი წარმოდგენა მასზე, რასაც ადასტურებს დიდი სერვანტესი, თავისი ფანტასტიური დონკიხოტით, რომლის მთავარი არსიც სწორედ ეს არის, რომ ჩვენ თუ ვებრძვით წისქვილებს და ისინი გვგოგია დევგმირები, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს რა ჰგონია სხვას, მთავარია, რომ ჩვენთვის ისინი დევგმირები არიან. და ამ აზრით ჩვენ შეგვიძლია საკუთარი განწყობების გენერირება.
გიორგი კეკელიძეადამიანი - გაძლების არსება
მერაბ მამარდაშვილს აქვს ერთი სრულიად შესანიშნავი ფრაზა, რომელიც ფრანგული ფილოსოფიიდან მოდის, რომ ადამიანი იბადება გაუსაძლისის გაძლებიდან მეორედ და ჭეშმარიტად, რეალურად ეს წიგნებიც სწორედ ამაზეა, რომ ადამიანი არის გაძლების არსება და მცდელობა იმისა, რომ დაიბადოს ხელახლა, ოღონდ ამჯერად დაიბადოს თავისით და გაცილებით გარანტირებულად.
გიორგი კეკელიძეარგუმენტირებული კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობა
მასწავლებელი უნდა აფასებდეს არ შინაარს, არამედ არგუმენტაციას. თუ ბავშვი თვლის, რომ ეს ვიღაც ცუდია, მაშინ, როდესაც, ყველა თვლის, რომ კარგია, არგუმენტები უნდა იყოს შეფასებული. რატომ თვლის, რომ ცუდია. მაშინ როდესაც ჩვენ დაბალ ქულას დავუწერთ "ტიპს", რომელიც განსხვავებულ აზრს გვაწვდის, რაც არ უნდა არგუმენტირებული იყოს ის, ის ბავშვი აღარ იფიქრებს არგუმენტაციის და კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობაზე, ის ბავშვი იფიქრებს, რომ როგორმე არ გადაუხვიოს, იმას, რასაც მასწავლებელი ეუბნება. ზოგადად აი ეს ავტორიტეტისადმი მორჩილება, მე მგონია, რომ ძალიან ცუდია. პირიქით, სტუდენტებს სულ ვეუბნები ხოლმე, რომ არასდროს არ მენდოთ, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს დღეს გადამოწმების ვეებერთელა შესაძლებლობები.
გიორგი ბაქრაძესულელური კითხვები არ არსებობს
კამერების და ხალხის წინ, ადამიანს გეშინია იმის, რომ ვაიდა რამე სისულელე არ თქვა, რომ ვიღაც, ვინც ზის სახლში ტელევიზორთან მოკალათებული, არ თქვას რომ ეს მე მეგონა ვიღაც მოაზროვნე და რა სისულელეს ამბობს, ერთი საუკუნით აცდა, და ასე შემდეგ. რა არის ის ზღვარი, რაც შენ გაკონტროლებს რომ სისულელე არ თქვა ან თუ გაქვს ეგ კონტროლი საერთოდ?
- “ რა, სად, როდის? - ში მეორე დაუწერელი კანონი არის რომ ყველაფერი უნდა თქვა, არ უნდა შეიკავო თავი, არ უნდა დამალო ვერსიები. რაც მოგდის თავში, შეიძლება რაღაც სისულელე იყოს, მაგრამ სხვას მიახვედროს ან სწორი მიმართულებით გაუშვას, ამიტომ, მე ვცდილობ რომ არ გავაკონტროლო თავი, თუნდაც ვთქვა სისულელე. ჩემს სტუდენტებს, ვეუბნები ხოლმე რომ, არასოდეს არ მოგერიდოთ კითხვის დასმა, სულელური კითხვები არ არსებობს. აქაც იგივე არის საბოლოო ჯამში, კი შეიძლება ვიღაცამ იფიქროს რომ, აუ ეგ რა სისულელე თქვა, თქვას, it’s okay, რა მოხდა.
ნაკითხს და განათლებულს შორის განსხვავება
წეღან ვახსენეთ განათლებული ადამიანი და ნაკითხი ადამიანი. მემგონი მათ შორის არის დიდი განსხვავება, ერთი არის, როდესაც ბევრი აქვს ნაკითხი, დიდი “ბაგაჟი” აქვს და მეორე არის, როდესაც ადამიანი არის განათლებული. სად არის ზღვარი ამათ შორის?
- ჯერ ერთი, მარტო ფაქტების ცოდნა არაფერი არ არის, ადამიანი რომელიც განათლებულია, შეიძლება ცოტა უფრო ღრმად ჩადიოდეს რაღაცა ასპექტებში და რაც მთავარია, უნარი შესწევს გამოიყენოს ეს ყველაფერი.
ადამიანი შეიძლება რაღაცა სპეციალობაში მუშაობდეს აქტიურად, მაგრამ იყენებდეს ონფორმაციას და ცოდნას სხვა სფეროებიდანაც. მას ეხმარება იყოს უფრო კარგი სპეციალისტი თავის საქმეში.
ჯურღმულიდან ამოსვლა
კითხვები რომ მრავლდება, ამის არ უნდა შეგვეშინდეს. რატომ? - იმიტომ, რომ ასე შეგვიძლია შევადაროთ, წარმოიდგინეთ ჯურღმულიდან ამოდიხარ, ჯურღმულიდან რომ ამოდიხარ დიაპაზონი ფართოვდება და სულ უფრო და უფრო ბევრ რაღაცას ხედავ, რა თქმა უნდა რაც უფრო მეტ რაღაცას ხედავ მეტი კითხვაა, მარა ის ხომ კარგია რომ ჯურღმულიდან ამოდიხარ?! ამიტო კითხვები რომ მრავლდება ეგ კარგი ტენდენცია, .ეს მაგალითად, მე - 19 საუკუნის ბოლოს ეგონა ვიღაც ფიზიკოსებს, რომ ფიზიკა დამთავრდა, რომ რაც აღმოსაჩენი იყო აღმოაჩინეს. - ეს პროცესი დაუსრულებელია, - რა თქმა უნდა.
გია დვალიფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერება
ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების როლია ...mm
გია დვალისად იყო მეცნიერება პანდემიის დროს?
როგორც აქ გვესმოდა რომ, პანდემიის დროს სად იყო მეცნიერება? ეს მარტო საქარველოთი არ შემოიფარგლება. პანდემია იყო მეცნიერების ტრიუმფი, არც მოელოდა არავინ, რომ ასე სწრაფად ვაქცინას გააკეთებდნენ. ფორსირებულად დაიწყო მუშაობა და ვაქცინა მივიღეთ თვეებში. უსწრაფესად მოხდა ვაქცინის გაკეთება. ეს ყველაფერი იყო მეცნიერების ტრიუმი და როგორ შეიძლება, ადამიანმა თქვას, რომ მეცნიერება სად იყო პანდემიის დროს. მანდ იყო, თუ იყო მეცნიერება.
გია დვალი