ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები

არჩევანი და პასუხისმგებლობა

სადაც გვაქვს არჩევანი ალტერნატივებს შორის, იქ პასუხისმგებლობა დგება. თუ მე ვიხსნი ამ პასუხისმგებლობა, ესეც ჩემი არჩევანია.

თეა გოგოტიშვილი
არჩევანი და პასუხისმგებლობა

რის განვსხვავდებით ცხოველებისგან?

ჩვენ, ადამიანები, სხვა ცოცხალი არსებებისგან სწორედ თავისუფალი ნებით და არჩევანით განვსხვავდებით, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას.

თავისუფალი არჩევანი უდრის პასუხისმგებლობას. იქ, სადაც ადამიანი უარს ამბობს თავისუფლებაზე, ის პასუხისმგებლობას იხსნის

თეა გოგოტიშვილი
რის განვსხვავდებით ცხოველებისგან?

ისტორიის თავისთავადი მონაწილე

ისტორიაში მონაწილეობს რაღაცა, რაც ხდება თავისთავად და არაა იმიტომ, რომ მის უკან არის ადამიანის განზრახვა და ფსიქოლოგია.

მერაბ მამარდაშვილი
ისტორიის თავისთავადი მონაწილე

რა არის პარანოია?

გავხდებით მართლა პარანოიაკები, რომლებიც ხედავენ ყველგან რას? რა არის პარანოია? პარანოია არის რწმენა, რომ ყველაფერი რაც ხდება სამყაროში და ჩემს გარშემო, არის ჩემსკენ მიმართული, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ეს არის პარანოია.

აი მაგალითად: უბერავს ქარი, რაღაც უნდა ჩემგან. გაიარა კაცმა ქუჩაში, შემთხვევით არ არსებობს პარანოიკისთვის, არა თუ შემთხვევა. - თავისთავად გაიარა, იტყვის ნორმალური ადამიანი. არა! რაღაცა უნდა ჩემგან ან განზრახვა აქვს რაღაცა ჩემს მიმართ და ასე შემდეგ.

ჩვენი ბულიკური აზროვნება, აი დღეს მე ვხედავ, ვუყურებ ჩვენ პოლიტიკურ არეს და ვხედავ რომ პარანოიულია. ამ აზროვნებაში საქართველო არის ჭიპი სამყაროში და არაფერი არ შეიძლება ხდებოდეს ისეთი, რომელშიც არ იყოს ჩადებული რაღაცა ფიქრი საქართველოზე და მისთვის ან სიკეთის ან ბოროტების განზრახვა ან წადილი.

ხედავთ სად მივედით? მე მინდა დავამტკიცო მხოლოდ ერთი რამ, ადამიანს შეუძლია გამოთიშოს საკუთარ თავში ასეთი ფსიქოფატიური გრძნობები და აქტები. გრძნობებს და აღქმას აქტი მოჰყვება, საქციელი. გამოთიშოს ეს, ასეთი ცხოვრება, იმიტომ რომ მაგალითად ჩემთვის ეს ცხოვრება, სიცოცხლე, არ არის სიცოცხლე. თუ ჩემი თავი ავსებულია ასეთი რაღაცეებით. თუ მე ასე ვუყურებ სოცოცხლეს და ასე ვცხოვრობ, ასეთი ხედვით, ეს არ არის სიცოცხლე.

მერაბ მამარდაშვილი
რა არის პარანოია?

სად არის ღმერთის სამეფო?

ყველაფერი გამოითქმევა ენაში, ბუბენრივ ენაში, და არაბუნებრივი რაღაცეებიც გამოითქმევა ბუნებრივ ენაში, მაგალითად რელიგიურ ენაში გვეუბნებიან, ღმერთის სამეფო ან სხვა ცხოვრება, და ჩვენ ამას ვიგებთ პირდაპირი მნიშვნელობით.

ყველა სიტყვა სასრულოა, სიტყვა გვესმის და ვუდებთ ამ სიტყვას კონკრეტულ რეფერენს. სიტყვა - სამყარო მაგალითად, სამეფო... არის ნახმარი. სამყარო არა ჩვენი არამედ სხვა სამყარო, ანუ თითქმის გეოგრაფიული გაგებაა, სამყარო აქ არის გეოგრაფიულად და სადღც იმ სამყაროს მიღმა, ამ მაღლა ან დაბლა მდებარეობს სხვა ცხოვრება, სხვა სამყარო და ასე შემდეგ.

ეს არის უკვე დარღვევა იმ შინაგანი კანონებისა, რომლის მიხედვითაც არის აგებული სიტყვა: ღმერთის სამყარო ან სამეფო, ან სხვა ცხოვრება და ა.შ. იქ არ იგულისხმება არანაირი გეოგრაფიული ან ქრონოლოგიური განლაგება.

ბიბლიაში, მერე სახარებაშიც მეორდება და არის გაფრთხილება. მოდის ტექსტები სადაც აღიწერება რა ხდება, ღმერთი რას ამბობ, რა ხდება იმ ცხოვრებაში და რა ხდება მიწიერ ჩვენს არსებობაში, მაგრამ ყოველთვის, რამდენიმე პასაჟის შემდეგ გაფრთხილებაა.

ეს ხომ არსად არ არის სხვაგან, არ არის ცაში, ღმერთის სამეფო თქვენშია, მაგრამ ამ გაფრთხილებას არავინ არ აქცევს ყურადღებას, იმიტომ რომ კონკრეტულ ენას აქვს თავისი ინერცია და ჩვენ ამას მივყვებით და ჩვენი ბუნებრივი ასოციაციები, აზროვნებითი ჩვევები, ზნეობრივი ჩვევეი ისეთია, რომ ჩვენ ყველაფერს ხორციელად ვხედავთ, კონკრეტულ მნიშვნელობას ვაძლევთ იმ განყენებულ ჭეშმარიტებას, რომელიც იმსხვრევა, ინგრევა თუ ჩვენ მივეცით მას მხოლოდ მატერიალური, საგნობრივი მნიშვნელობა.

მერაბ მამარდაშვილი
სად არის ღმერთის სამეფო?

ისედაც გვაკლია ცოდნა ...

ჩვენთვის, ქართველებისთვის უბედურება იქნებოდა თუ მთელი ჩვენი ინტელიგენცია და სტუდენტობა გადავარდებოდა პოლიტიკაში, მიანებებდა თავს საკუთარ პროფესიულ საქმეს, ეს იქნებოდა მართლა უბედურება საქართველოსთვის. ჩვენ ისედაც გვაკლია კომპეტენტურობა, ცოდნა , განათლება და თუ ახლა ყველა გადავარდით პოლიტიკაში არაფერ კარგს არ მოიტანს ჩვენთვის. პოლიტიკაში ხელების და მუშტების ქნევით, ჩვენ გადავლახავთ აღელვებულ გზას და აღმოვჩნდებით ნაპირზე შიშველი, მშიერნი და უმეცარნი.

მერაბ მამარდაშვილი
ისედაც გვაკლია ცოდნა ...

რა არის თავისუფლება?

კი მაგრამ, რა არის თავისუფლება? - სადაც მინდა წავალ, სადაც მინდა მოვალ? და რაში იყენებ იმას, რომ სადაც გინდა წახვალ, სადაც გინდა მოხვალ? სად იხეტიალე, სად სცადე შენი ბედი? აღმოჩნდება რომ ძალიან დავიწროებულია ადამიანების გადაადგილების არეალი. და შემდეგ კიდევ მივდივართ იქამდე, რომ, აი მაინც რა არის ეს თავისუფლება? აღმოჩნდება, რომ თავისუფლება არის სწორედ ის ჟრუანტელი, რასაც ანტილოპა განიცდის ლომი რომ მოზდევს, თუ ჯანმრთელი ზებრა, რომელიც კბილებს ჩაამტვრევს შემდეგ ამ ლომს. ანუ სიცოცხლე, თავდაგასავალი ასოცირდება თავისუფლებასთან, და მხოლოდ ამ შემთხვევაში ვგრძნობთ ჩვენს თავს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ არ განვიცდით დეპრესიას და არა პირიქით, როდესაც არაფერი ხდება, როდესაც დაჭაობდება.

ნათია ფანჯიკიძე
რა არის თავისუფლება?

სხვა კამერით დანახული ცხოვრება

ადამიანები, რომლებიც ძალიან იკეტებიან თავის საკუთარ ახლობლებში, ყველას გვაქვს ტენდენცია მოვნახოთ ისეთი ჩვენნაირი ადამიანები, როგორიც ჩვენი თავი გვგონია, აი ასეთ შემთხვევაზე ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვართ, ისევ თვალსაწიერის დაპატარავების, იმიტომ რომ ყოველი გარეშე სამყარო, ეს არის სულ სხვა კამერით დანახული ცხოვრება, სულ სხვა კამერით დანახული კინო, რომლის გაცნობაც შეიძლებოდა უფრო საინტერესო ყოფილიყო, და უფრო საინტერესო ყოფილიყო, ისინი როგორ გვხედავენ ჩვენ, რა ლოგიკით. იმიტო რომ, ახლობლები, რომლებივ თითქოს კომფორტს გვიქმნიან, რა თქმა უნდა ისინიც გვაპატიმრებენ თავიან შეხედულებებში, იმიტომ რომ, მათ აქვთ ჩვენს მიმართ მოლოდონი და ჩვენ როდესაც გვგონია, რომ ვიქცევით ჩვენი ფასეულობის მიხედვით, ძალიან ხშირად ვაკმაყოფილებთ იმ ადამიანების მოლოდინებს, რომლებიც, ჩვენთვის არიან ძვირფასები, და ვერც კი ვგრძნობთ ისე ვართ ძალადობის მსხვერპლი. ზოგჯერ შეიძლება ამ წრის გარღვევა ბევრად დიდი თავისუფლება იყოს, ვიდრე საკუთარი ამ ჯგუფის მიმართ კონფორმიზმი, რომელიც გარკვეულ წილად ყოველთვის გვჭირდება, იმიტომ რომ მარტო არ აღმოვჩნდეთ. მოკლედ იმდენი დილემა გვაქვს რომ საბოლოო ჯამში - ვინ ვარ, სად ვარ, რა მინდა - ეს არის ძალიან ძნელი გასაგები.

ნათია ფანჯიკიძე
სხვა კამერით დანახული ცხოვრება

როლის ფსიქოლოგია | ბავშვებს კითხვებს ნუ აუკრძალავთ!

ძალიან საინტერესო რამ გახლავთ როლის ფსიქოლოგია, ხანდახან ჩვენ, როდესაც გვგონია რომ უკვე გავიცანით და შემოვსაზღვრეთ ეს ჩვენი თავი სწორედ ამ დასწავლით, დასწავლა პირველად ხდება ჩვენს ყველაზე ვიწრო სოციუმში - ოჯახში და ეს ფასეულობები შემოდის ჩვენში რაც ოჯახშია გამეფებული, შემდეგ უკვე უფრო ვაფართოვებთ ამას და ვსწავლობთ, ეზოში რომ ჩავედით და ბავშვებთან ვითამაშეთ, იქ კიდევ რაღაც წესები ვისწავლეთ. შემდეგ მივედით ყველაზე უფრო ორგანიზებულ ორგანიზაციაში, რომელიც სისტემა არის უკვე - სკოლაში, ეხლა უკვე იქ ვისწავლეთ კიდევ რაღაც. შემდეგ უკვე გავეცანით მთლიანად ჩვენს კულტურას, იმიტომ რომ ღირებულებითი აზროვნება, იგივე აბსტრაქტული აზროვნება, როდესაც სწორედაც ეს მორალური კანონები ჩვენში იწყებს ამუშავებას, 11 წლიდან იწყება, მანამდე რამდენი პატრიოტული ლექსიც არ უნდა დავასწავლოთ ბავშვს, ის ვერ გაიაზრებს რას ნიშნავს პატრიოტიზმი ან რას ნიშნავს პატიოსნება, თავისუფლება. მას შეუძლია ეს სიტყვები გაიმეოროს ზეპირი ცოდნით, მაგრამ აბსტრაქტული აზროვნება ჩნდება 11 წლიდან ზევით და ეს პროცესი შეიძლება არ დასრულდეს არასდროს, მაგრამ ხანდახან, სამწუხაროდ, სწრაფად სრულდება, რადგან ის ადამიანები ვისაც კითხვის დასმას ხშირად უკრძალავენ, წყვეტენ ამ კითხვებს მალე, და თუ არ დავსვით კითხვა, ვერ ვიპოვით პასუხებს, იმიტომ რომ, თუკი ჩვენ მოგვეჩვენა რომ ყველაფერზე უკვე საკმარისი პასუხი გვაქვს, იქ დამთავრებულა ჩვენი განვითარება, თვალსაწიერი და აი იქ შემოგვისაზღვრავს უკვე ჩვენი მსოფხედვა, რაც არ არის მაინცდამაინც სასურველი, იმიტომ რომ ის ბავშვური ცნობისმოყვარეობა, ის ბავშვური გულუბრყვილო კითხვა, რომ ეს რა არის, რატო? ის გაოცება, იმიტომ რომ ბავშვისთვის ამ სამყაროში ყველაფერი ისევე დამაჯერებელია და გამაოცებელია თანაბრად, რომ როგორც ნებისმიერი, რეალურია ეს თუ ირეალური, ერთნაირად დამაჯერებელი და გასაკვირია ბავშვისთვის, რადგან ის ა

ნათია ფანჯიკიძე
როლის ფსიქოლოგია | ბავშვებს კითხვებს ნუ

შეიძლება საკუთარ თავს გავასწროთ

როდესაც დავიჭირე ჩემი თავი რომ, ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს მარტო? იმიტო რომ იმდენად მსხვერპლთან ვიყავი იდენთიფიცირებული ჩემს გრძნობებში, რომ გვიან გავიაზრე, რა გვიქციეს სიხარულად, გვიქციეს - ეხლა ეს სიტყვაც (ენის ფსიქოლოგიაც ძალიან მნიშვნელოვანია) ესეც არ წამომცდა შემთხვევით, ამოვიდა ისევ ქვეცნობიერიდან, იმიტომ რომ მე, ისევ და ისევ მინდა მჯეროდეს, რომ კარგი ადამიანი ვარ, და როდესაც ვამბობ გვიქციეს, ესეც პუტინის ბრალია, აბა რომ არ ყოფილიყო პუტინი, მე ხომ არასოდეს ამას არ გავიფიქრებდი. ესეიგი ,საკუთარი თავის ძიებაში, შეიძლება ისეთ მძიმე ლაბირინთებში შევაღწიოთ, რომ შეიძლება ისე გამოვრბოდეთ ჩვენი თავიდან, რომ საკუთარ თავს გავასწროთ.

ნათია ფანჯიკიძე
შეიძლება საკუთარ თავს გავასწროთ

ჩაიხედე უჯრედში!

სამსახური შექმნა ადამიანმა, რამდენიმე წლის მერე, და უჯრედში ჩაგიხედავთ? იცით ვინმემ უჯრედის აგებულება? ზუსტად სამსახურს რომ იმეორებს. ბირთვი არის ხელმძღვანელი, ანალიტიკური მარკეტინგის დეპარტამენტი არის საინფორმაციო, რომელიც აგროვებს ინფორმაციას, რა ცილებია საჭირო, ლოჯისტიკა გაქვს სატრანსპორტო ერნემი, რომელსაც ის ცილები მოაქვს, რაც შენ გინდა. დაცვის სამსახურის თანამშრომლების ფუნქციებს, ლიზოსომები ასრულებენ, კარებს - მემბრანა. ყველა ფუნქცია, რომელიც ამან, ძაან ჭკვიანმა - ჩვენ, მოვიფიქრეთ რაღაც ,,28“ საუკუნეში, და მანამდე რას ვაკეთებდით, არ ვიცი, იქ უჯრედში გიდევს, უბრალოდ უნდა ჩაგეხედა, როგორ არის ფუნქციები გადანაწილებული.

ზურაბ მხეიძე
ჩაიხედე უჯრედში!

განვითარდი და გამრავლდით!

გითხრა ორი რაღაც ბუნებამ: განვითარდი და გამრავლდი! გადაუხვევ ამ გზას? შენი აჯობებს... ვერ აჯობებს! და ჩვენ რაღაცებს ვიგონებთ, ვხოცავთე რთმანეთს. ერთმანეთთან აგრესიულები ვართ!

ზურაბ მხეიძე
განვითარდი და გამრავლდით!

როგორც გინდა, ისე იქნები! | "მაგრამ" კლავს!

ფიქრში მაგრამ რას აკეთებს? დააკვირდით ემოციასთან მიმართებაში როგორ არის. - მინდა მყინვარწვერზე ასვლა, მაგრამ შესაძლებლობა არა მაქვს. სიტყვა „მაგრამ: მოკლა ჩემი სურვილი და გააჩერა და რო დამირეკავ გეტყვი მყინვარწვერზე მინდოდა ასვლა, მაგრამ ვერ ავდივარ მოდი დაჯექი.
ეხლა მარტო სიტყვა - „მაგრამს“ შევცვლი, მხოლოდ მაგრამს, მინდა მყინვარწვერზე ასვლა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებლობა არა მაქვს, ხედავთ რომ ცოცხალი დარჩა ეს და მე გავაკეთებ რომ ეს შესაძლებლობა შევიძინო, როცა მაგრამის შემთხვევაში დავამთავრე.
დასკვნა:როგორც გინდა ისე იქნები, გინდა უბედურები იყავით, გინდა ბედნიერები.

ზურაბ მხეიძე
როგორც გინდა, ისე იქნები! | "მაგრამ" კლავს!

მოდი აბა თავიდან გაიფიქრე!

რეალურად, შენზეა დამოკიდებული როგორ ცხოვრობ, აბსოლიტურად შენზეა. შენ შინაგან მდგომარეობაზეა. შენი შინაგანი მდგომარეობა დამოკიდებულია შინაარსებზე, რომელსაც შენ ფიქრობ. შინაარსების ავტორი შენ ხარ.
ერთს ვუთხარი - თუ გაიფიქრე რაღაც და არ მოგეწონა, მოდი აბა თავიდან გაიფიქრე ისე, როგორც შენ მოგეწონებოდა. ვუთხარი, რომ ემოცია შეიცვლებოდა. სამსახურში ვიყავი და გავაკეთე და გამოვიდაო

ზურაბ მხეიძე
მოდი აბა თავიდან გაიფიქრე!

ნეგატიური ინფორმაციის ზეგავლენა

ტელევიზიაში რომ უსმენ, რომ ვიღახამ ვიღაცა მოკლა, ხომ ნეგატივია? ნახე, გავიგონე, ისე, ფონურ რეჟიმში, ამან დააპროვოცირა ჩემში სხვა მსგავსი ნეგატიური ემოციები, ეს დამავიწყდა და დავდივარ ცუდ ხასიათზე, ვიბღვირები. ვერ გავიგე საიდან წამოვიდა ცუდ ხასიათზე ყოფმა, აი ამან ქნა. ეს არის საშინელი ზემოქმედება. ამიტომ, როცა თქვენი თავი დაიწყებს მობილიზებას ყველა უმსგავსობის, გააჩერე რა. დაახლოებით იცი როგორი განცვდა მქონდა, რომ ვაჩერებდი, ეხლა საერთოდ არ მოდიან ეგთი აზრები, რომ წამოვლენ და გამეცინებოდა, რომ ეს რა შუაშია, უკან რომ წავლენ, აუ ამასთან ხომ არაფერი არ გამოდის.

ზურაბ მხეიძე
ნეგატიური ინფორმაციის ზეგავლენა

რა შუაშია ის ძველი ამბები?

ძალიან პრაქტიკულ რჩევას მოგცემთ და გაითვალისწინეთ. ნეგატიურ ემოციას, უარყოფით ემოციას ახასიათებს გამრავლებისკენ სწრაფვა, ანუ ის მრავლდება პოზიტიურისგან განსხვავებით უფრო სწრაფად.
რას ნიშნავს ეს? თუ რამე შემემთხვა ცუდი, მაგალითად: სამსახურიდან გამიშვეს. ამ დროს იცით რა მახსენდება? სამსახურიდან ხომ გამიშვეს და ცუდად ვარ, მახსენდება 5-ის რომ ვიყავი და დედაჩემმა მდუღარე რომ გადამასხა, 9 წლის - მამაჩემმა მიგვატოვა, 12 წლის - ფეხი მოვიტეხე, 15 წლის - შეყვარებული სადღაც გამექცა, 17 წლის - მანქანა დამეტაკა,... რა შუაშია ეს? ჩვენი ტვინი აგენერირებს როგორ იცით, ცოტა უბედური კი არა, ეხლა უფრო მაგარ უბედურს გაგხდი და რაც კი რამე ჰქონდა ცხოვრებაში, ამოაქვს,... თავში კალათბურთის ბურთი მოგარტყეს და ა.შ.
პოზიტივს არ ახასიათებს, წარსული სასიხარულო ინფორმაციების გახსენება, როცა რამე გაგიხარდებათ, თუმცა ნეგატივზე მუშაობს. ჩემთან აღარ მუშაობს, ჩავუშალე გეგმები, იმიტომ, რომ როგორც კი ეს დაიწყება, მეცინება, რა შუაშია ახლა ის ძველი ამბები?

ზურაბ მხეიძე
რა შუაშია ის ძველი ამბები?

ქმარს ჰგონია, რომ სახლშია | ერთ საქმეს გადაყოლა

ადამიანს კიდევ ერთი ცუდი თვისება აქვს - რაღაცის დამთავრება იმდენად გვინდა, რომ ამას რომ ჩავაცივდი იმ საქმეებსაც ვაფუჭებ, რომლებიც კარგად გამომდიოდა. ერთ-ერთი კარგი თვისებაა, რომ როდესაც რაღაც არ გამოდის, გადავდოთ, ვთქვათ, რომ ამ საქმეს მოვუტრიალდებით ცოტა ხანში, იმისთვის, რომ არ დავღუპოთ დანარჩენი საქმეებიც.
ჩვენ ასე ვიცით, რაღაც ერთს გადავყვებით, მაგალითად - სამსახურს გადავყვებით და არ გვახსოვს ოჯახი. ხანდახან არცერთი საყვარელი ადამიანი აღარ გვახსოვს ხოლმე.
კაცების ტექსტები მომწონს ხოლმე ოჯახებში - რა უნდა ჩემ ცოლს, ხომ სახლში ვარ. - ქმარს ჰგონია რომ სახლშია, როცა ფიზიკურად დევს სახლში კომპიუტერთან. ეს თქვენ გგონიათ ერთი ადამიანის ტექსტია? ბევრი ფიქრობს ასე.
თუ ჭკუა გაქვს, ყველა საქმეს გადაუნაწილებ დროს, ძალიან კარგად შეგვიძლია ვიცხოვროთ

ზურაბ მხეიძე
ქმარს ჰგონია, რომ სახლშია | ერთ საქმეს

კრიზისები ურთიერთობაში | თუ ვერ კითხე, დაგუგლე!

რაც შეეხება ვითომ უბედურებები როა, კრიზებს რომ ვეძახით, არ არსებობს, რომ კრიზისი არ იყოს. კრიზისი არის ჩვეულებრივი მოვლენა. ისევე არ არსებობს, შენ რომ თქვა, რომ წვიმა არ არსებობს, ან თოვლი, ან ქარი. კრიზისი კი არ არის პრობლემა, როგორ გამოდიხარ კრიზისიდან ის. მართალი გითხრათ, ჩემთან ცხოვრებაში, თუ რამე კრიზისები იყო, ყველგან გამოვსულვარ უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე კრიზისამდე ვიყავი, იმიტო, რომ ჩემთვის კრიზისი არის ამოცანა.
რაც არ უნდა ჭკუიდან გადადიოდეთ და ერთმანერთი გიყვარდეთ, ერთ სივრცეში რომ მოგათავსოთ, იჩხუბებთ, დარწმუნებული ვარ იჩხუბებთ, თუ გინდა ხელს მოვაწერ რამდენი ხანი გაძლებთ, რომ არ იჩხუბოთ. ამიტომ კრიზისი არ არის პრობლემა, კრიზისი არ არის მოულოდნელობა. მთვარი არის როგორ ხარ ამ კრიზისში, ურთიერთობებს მართვა უნდა, ესე თავისით მიშვებული, შედარება რომ გავაკეთო ხოლმე ოჯახური წყვილებისთვის, ვეუბნები, წარმოიდგინე, დაქორწინდი იგივეა იახტაზე რომ დაჯექი, და სადღაც ზღვაზე გახედე, ძალიან კარგი ხედია, მაგრამ გაუშვი საჭეს ხელი, მანამდე ხართ კარგად სანამ რაღაცას არ მიეხეთქება ეს, თუ არ იცი როგორ უნდა მართო სიტუაცია. იმიტომ ქვია თაფლობის თვე, სადმე თაფლობის ხუთწლედი გინახავთ, არა, თვე ქვია, ამიტო თავში ტვინი თუ გაქ და აზროვნებ , ყველაფერს ალაგებ ნორმალურად და ცხოვრობ კარგად. ვერ ალაგებ? - განვითარდი, თუ ვერ განვითარდი, ვინმეს კითხე, თუ ვერ კითხე - დაგუგლე.

ზურაბ მხეიძე
კრიზისები ურთიერთობაში | თუ ვერ კითხე,

ეს უნდა გეწყინოს თუ გაგიხარდეს?

ერთმა დამირეკა უცხოეთიდან, მეუბნება - ორი წელია ქმარმა ჯოჯოხეთი გამიხადა ცხოვრება, მერე წავიდა, დამშორდა და მე ცუდად ვარ.

ვეუბნები - თუ ადამიანმა თუ ჯოჯოხეთი გაგიხადა ცხოვრება,.. ჯერ თავიდან გავამეორებინე, რომ ნამდვილად ჯოჯოხეთი გაუხადა ცხოვრება და მერე ეს ჯოჯოხეთის წყარო წავიდა. და მერე ვეკითხები, ჯოჯოხეთის წყარო წასულა, ცუდად რატომ ხარ? კი არ დაფიქრებულა ამაზე.

სხვათა შორის, ახლა ბიზნესი დაიწყო და მშვენივრად არის. სანამ მე არ დავუსვი კითხვა, ეს უნდა გეწყინოს თუ გაგიხარდეს-მეთქი, მანამდე ვერ შეძლო გააზრება.

ჩვენ, ხანდახან გვწყინს ის, რაც უნდა გვიხაროდეს, ხანდახან სრულიად არ ვაკონტროლებთ რა შინაარსისგან შედგება ესა თუ ის მოვლენა

ზურაბ მხეიძე
ეს უნდა გეწყინოს თუ გაგიხარდეს?

თუ შეყვარებულმა მიგატოვა ...

ორი ადამიანი ერთად იყო, უყვარდათ ერთმანეთი, ახლა აღარ არიან ერთად. ფაქტი არის ასეთი.
იცით, მე მიმატოვა. მიმატოვაო - თუ გაიფიქრეთ, ცუდად გახდებით, აბა რა? თქვენ რომ წახვალთ, მე რომ გავიფიქრო, რომ მიმატოვეთ, როგორ ვიქნები?
ავიღოთ მეორე სიტყვა, რომელიც იგივე ფაქტის აღმნიშვნელია - დავშორდით. ხედავთ? ახლა ცუდად აღარ ვარ, ვიყავით ერთად და დავშორდით.
გინდათ უკეთესად ვიყოთ? "თავისუფალი ვარ" - ერთიდაიგივე ფაქტზე სამი სხვადასხვა კომბინაცია წინადადების, გვაძლევს სხვადასხვა ემოციებს.
ვიღაც იკითხავს - თავი უნდა მოვიტყუოთ?
- თქვენთან უნდა იყოს ის ადამიანი, ვისაც თავად უნდა თქვენთან ყოფნა. ვინმე არის ამის წინააღმდეგი? გინდათ ადამიანი თქვენ გვერდზე, რომელსაც თავად არ სურს თქვენთან ყოფნა?
- მეორე - ის ადამიანი, რომელსაც თქვენთან არ სურდა ყოფნა, წავიდა. შეეძლო წასულიყო 2 წლის მერე, ანუ 2 წელი ტყუილად დაგაკარგინებდათ დროს, ხომ სწორია? წამსვლელი მაინც წავიდოდა. ე.ი. რაც ადრე წავა, მით მეტი დრო გრჩება შენი თავისთვის და რაღაცების გააზრებისთვის.
ყველა ვარიანტში, ყველა ლოგიკით, უნდა გახსნა შამპანური და იყვირო - "თავისუფალი ვარ"

ზურაბ მხეიძე
თუ შეყვარებულმა მიგატოვა ...

რატომ მოგვწონს ცუდად ყოფნა?

შეიძლება, შენ გჭირდებოდეს მტკიცება იმისა, რომ ცუდად ხარ, იმიტომ, რომ ცუდად ყოფნას ფქისოლოგიურად მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე კარგად ყოფნას. იცით თქვენ თუ არ იცით?

ახლა აგიხსნით რატომ: ცუდად რომ ვარ, წყალი უნდა მომიტანოთ თქვენ, თან უნდა მეფეროთ. კიდევ, უნდა მომიკითხოთ, იმიტომ, რომ თუ არ მომიკითხავთ, დაგცოფავთ ეგრევე. კარგად რომ ხართ, ყველა რომ თქვენ გავალებთ არ დაკვირვებულხართ?

თუ ტყუილი მინდა, ცუდად ყოფნა ჯობია მოვიტყუო, ვიდრე კარგად ყოფნა. კარგი ბატონო, ნუ მოიტყუებ შენ თავს და იყავი ცუდად. მე მოვიტყუებ თავს და აგერ გოგონა რომ არის გვერდით, ვეცეკვები, შეიძლება? შენ გვიყურე შორიდან დაბღვერილი. ასეთი ადამიანი ყველა ვარიანტში წააგებს, ცხოვრებასაც წააგებს და ჩემთანაც წააგებს.

დარწმუნებული ვარ, რომ რა მდგომარეობაც გვინდა, იმ მდგომარეობას მივიღებთ ჩვენ. მინდა ვიქნები ბედნიერი, მინდა არ ვიქნები.

სწორად ურთიერთობა საკუთარ თავთან, არის მნიშვნელოვანი. ჩვენზეა დამოკიდებული როგორ დავაწყობთ და შევხედავთ რაღაცას და რანაირი ცხოვრება გვექნება. ამ კონცეფციებზეა დამოკიდებული. არავითარ ქონებაზე არ არის დამოკიდებული როგორ ვიგრძნობ თავს.

ზურაბ მხეიძე
რატომ მოგვწონს ცუდად ყოფნა?

ციცინათელა ლამაზია თუ მახინჯია?

სტუდენტებს ვეკითხები ხოლმე - ციცინათელა ლამაზია თუ მახინჯი?
საქმე იმაშია, რომ თუ ციცინათელა ნანახი გყავთ ცოცხალი, მწერებს შორის სულ არ არის სიმპატიური. ამიტომ, ვინც გეუბნება, რომ მახინჯია, მართალს გეუბნება. ვინც გეუბნება, რომ ლამაზია - ისიც მართალს გეუბნება.
ამათ შორის განსხვავება იცით რა იქნება? პირველი მთელი ცხოვრება სიმახინჯეებს დაინახავს, მეორე - სილამაზეებს.
ეხლა გადაწყვიტეთ, გინდათ დაინახოთ სიმახინჯეები და იყოთ უბედურები? დავიწყოთ იმით, თუ სად დავიბადეთ, რატომ ვართ აქ და ა.შ.
შეგიძლიათ დაინახოთ სილამაზეები და კარგად იყოთ

ზურაბ მხეიძე
ციცინათელა ლამაზია თუ მახინჯია?

ბედნიერებისთვის ღიაობა

შენი ბედნიერების განცდა აბსოლიტურად არ არის დამოკიდებული ქონების მომენტებზე. ეს თემა ერთგან ვთქვი და რატომღაც ტელევიზიაც დაინტერესდა. მე ვთქვი, რომ შენ თავს სჯერა შენი და თუ მე ვამბობ, რომ ბედნიერი არ ვიქნები სანამ მილიონი არ მექნება, აწია შენმა თავმა თამასა, დადო მილიონზე და ქვედა ინდექსი ბედნიერებას აღარ ანიჭებს, იმიტომ, რომ შენ უთხარი, რომ ეგრე უნდა იყოს.
მე მაგალითად, ჩემი თავისთვის არ მითქვამს როდის ვიქნები ბედნიერი. მე რა ვიცი, ეს არის განცდა და შეიძლება აგერ რაღაც დავინახო და ვიყო ბედნიერი იმ წუთას. არაფერი ჩამონათვალი არ მაქვს, იმიტომ, რომ განცდა სხვანაირია, უნდა მოვიდეს თვითონ და როდის მოვა არ ვიცით. თბილისის დინამომ რომ მოუგო ლივერპულს, ხმა აღარ მქონდა. რომ გეკითხა მაშინ ბედნიერი ხარო, ვიქნებოდი აბა რა. თასები რომ ავიღეთ, სპორტზე რომ არაფერი ვთქვა, სადღაც რომ ვიყავით, იყო მსგავსი შემთხვევა. მე არ ამიკრძალია ჩემი თავისთვის ბედნიერება, სანამ ის არ მოხდება და ეს არ მოხდება. ამიტომ, ღია ვარ ამისთვის და განსაზღვრებაც არა მაქვს. რაც მეტ პირობას ჩადებ, მით მეტს იმახსოვრებს და შენი თავი რეაგირებს ამაზე, იმიტომ, რომ შენ უთხარი, არ დაგინახო მანამდე გაბედნიერებული, სანამ რაღაცა არ მოხდება

ზურაბ მხეიძე
ბედნიერებისთვის ღიაობა

ორი სველი კაცი მოყვა წვიმაში. ერთი გამწარებული და გაბრაზებულია, იმიტომ, რომ დასველდა, ხოლო მეორეს სულ არ აინტერესებს დასველდა თუ არა, იმიტომ, რომ ბედნიერია.

ორი სველი კაცი გვყავს, ორი სველი ყმაწვილი. ორივე შეიძლება ერთიდაიგივე ასაკის, ერთიდაიგივე სკოლა აქვთ დამთავრებული... მნიშვნელობა არ აქვს. ერთი გაბრაზებულია, რომ სველია, მეორეს - სულ არ აინტერესებს, სველია თუ არა.

ფიზიკური და ობიექტური მდგომარეობაც არ განსაზღვრავს თქვენს განწყობას

ზურაბ მხეიძე
ორი სველი კაცი