ციტატები, მოკლე გამონათქვამები

უახლესი
ციტატები, მოკლე გამონათქვამები
პაატა ამონაშვილი - ციტატები

მშობლების გულწრფელობა ძალიან მნიშვნელოვანია.
მშობლებო, მუხლზე დაჩოქილი შეგეხვეწებით, არ მოატყუოთ თქვენი შვილები.
არ უთხრათ ტყუილი, არ მოუყვეთ ის, რისიც თქვენ თავად არ გჯერათ

პაატა ამონაშვილი
მშობლების გულწრფელობა ძალიან
შალვა ამონაშვილი - ციტატები

რამდენი ბავშვი ვიყოლიოთ?

თითებზე დაითვალო და - უფალო, ცხრაზე მეტი შვილი არ გამომიგზავნოო, - ასე არ შეიძლება. ცხრა ძმანი იყვნენ ხერხეულიძეები და ისინი რომ არა, ისტორიის ეს მშვენიერი ფურცელი არ გვექნებოდა.

შალვა ამონაშვილი
რამდენი ბავშვი ვიყოლიოთ?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

წერეთ ხშირად

წერეთ, წერეთ ხშირად. იმიტომ კი არა, რომ შვილებს დაუტოვოთ მერე, - ნახე რა დავწერეო - შეიძლება ბუხარში შეაგდო და დაწვა, მაგრამ ხომ გაიგე საკუთარ თავზე მეტი, საკუთარ სულში ხომ ჩაიხედე

შალვა ამონაშვილი
წერეთ ხშირად
მარინა კაჭარავა - ციტატები

გაჭირვება, რასაც უფალი ჩვენზე უშვებს, არის მისი საკონტაქტო ენა, რომ არ დაგვავიწყდეს ღმერთი, რომ მივმართოთ ღმერთს ლოცვით, და რომ დავუბრუნდეთ იმ წიაღს, რისთვისაც ვართ შექმნილები.

მარინა კაჭარავა
გაჭირვება, რასაც უფალი ჩვენზე უშვებს, არის
გიორგი გვასალია - ციტატები

ბიბლიაში ვერ მანახებთ ვერცერთ ადგილს, სადაც ადამიანის გონების ღმერთისადმი მიჯაჭვულობა შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს, ან არ გულისხმობდეს ქვეყანაში ინსტიტუციების გაძლიერებას.

გიორგი გვასალია
ბიბლიაში ვერ მანახებთ ვერცერთ ადგილს, სადაც
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ერთი რჩევა მასწავლებელს: ბავშვი უნდა გიყვარდეს!

ერთი რჩევა მასწავლებელს - ბავშვი უნდა გიყვარდეს!
თუ არ გიყვარს ბავშვი, არ გაიარო სკოლის დერეფნებში, არ შეხვიდე კლასში.
გიყვარდეს ბავშვი!
ის არაა დამნაშავე, შენი მოწაფე რომ გახდა

შალვა ამონაშვილი
ერთი რჩევა მასწავლებელს: ბავშვი უნდა
გია მურღულია - ციტატები

ჩაქუჩიანი მამაკაცი

გერონტი ქიქოძე, რომელსაც გენიალური წერილი აქვს დაწერილი: „ჩაქუჩიანი მამაკაცი.“ სულ მეომარ ქართველებზე ვლაპარაკობთო ჩვენ და მშენებელ, შემოქმედ ქართველებს იშვიათს ვახსენებთო

გია მურღულია
ჩაქუჩიანი მამაკაცი
შალვა ამონაშვილი - ციტატები

პატივი ვცეთ ბებიებს და პაპებს.
"კომუნისტებად" შეურაცხმყოფელად არ მოიხსენიოთ.
ისინი ახალ ცხოვრებას ესწრაფვოდნენ, სამშობლო უყვარდათ და როგორც იცოდნენ, ისე აშენებდნენ ქვეყანას.

შალვა ამონაშვილი
პატივი ვცეთ ბებიებს და
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

სტომატოლოგსაც უჩნდება კარიესი

ფსიქოლოგსაც შეიძლება დასჭირდეს ფსიქოლოგი. სტომატოლოგსაც კარიესი უჩნდება და სხვა სტომატოლოგთან მიდის. ნებისმიერ ექიმს, მისივე პროფილის ექიმის დახმარებაც შეიძლება დასჭირდეს.

ნათია ფანჯიკიძე
სტომატოლოგსაც უჩნდება კარიესი
გოდერძი ჩოხელი გოდერძი ჩოხელი - ციტატები

ბედნიერია ვისაც სწამს

აი, კეთილი შურით მშურს იმ ქრისტიანების, რომლებიც ბედნიერები არიან, რომ სჯერათ, სწამთ,.. რომლებსაც ვერც კი წარმოუდგენიათ ისეთი კითხვები, რომლებიც მცირედ მორწმუნეებს აწუხებთ ხოლმე

გოდერძი ჩოხელი
ბედნიერია ვისაც სწამს
ზურაბ მხეიძე - ციტატები

ეს მინუსი გვაქვს!

ჩვენი დიდი მინუსია ის, რომ სახელმწიფოებრივი ხედვა არ გვაქვს. პოლიტიკაში სახელმწიფოებრივი ხედვა არ არის. სახელმწიფოს რაც სჭირდება იმას კი არ ვაკეთებ, მე რაც მჭირდება, ისე ვიქცევი.

ზურაბ მხეიძე
ეს მინუსი გვაქვს!
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მასწავლებლებო!
არ გააკრიტიკოთ და პატივი ეცით ბავშვს
არასოდეს დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან
ბავშვი მშობლის თვალში აამაღლეთ
დაეხმარეთ ბავშვს და გვერდით დაუდექით
შეამკეთ ბავშვი!

შალვა ამონაშვილი
მასწავლებლებო!
არ გააკრიტიკოთ და პატივი ეცით
გიორგი კეკელიძე - ციტატები

ლიტერატურა ადამიანს ეუბნება, როგორ უნდა ივარჯიშოს თავისუფლებაში, როგორ ჩამოაყალიბოს თავისუფალი ნება. და საერთოდაც, რა არის თავისუფალი ნება? თავისუფლად ყოფნა, თუ თავის დაუფლება?

გიორგი კეკელიძე
ლიტერატურა ადამიანს ეუბნება, როგორ უნდა
გოგა ჩანადირი - ციტატები

თქვენ დაიბადეთ იმ ტყეში

მინდა გირჩიოთ რომ თქვენს თავისუფლებას სცეთ პატივი, მაგრამ ასევე გახსოვდეთ რომ სხვებიც თავისუფლები არიან, ამიტომ სხვისი თავისუფლების პატივისცემა არის თქვენი თავისუფლება ასევე

გოგა ჩანადირი
თქვენ დაიბადეთ იმ ტყეში
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ოჯახში დედის სიბრძნე სიმშვიდეს ამკვიდრებს, იმიტომ, რომ სიმშვიდის დამკვიდრებას სიბრძნე უნდა. ისე სიმშვიდე არ მოდის. ისე მოდის - შეხლა-შემოხლა, გაუგებრობანი, უსიამოვნებანი და წყენა

შალვა ამონაშვილი
ოჯახში დედის სიბრძნე სიმშვიდეს ამკვიდრებს,
შალვა ამონაშვილი - ციტატები

აი ცხოვრება!

უსაქმოდ კაცი ნორმალური ვერასდროს გახდება. ჭკვიანი არის ის, ვინც საქმით არის დაკავებული, თანაც შემოქმედებითი საქმით, კარგი საქმით, თანაც სიყვარულით აკეთებს ამ საქმეს. აი ცხოვრება!

შალვა ამონაშვილი
აი ცხოვრება!
კახი კავსაძე - ციტატები

რა არის თავისუფლება? როდის ხარ თავისუფალი?

როდესაც შურს (რომელიც ყველას აქვს შიგნით) გადააგდებ, როდესაც სხვის მიმართ ზიზღს გადააგდებ, ბოღმას მოიშორებ, აგრესიას მოიშორებ,.. ამ ყველაფერს რომ მოიშორებ, აი მაშინ ხარ თავისუფალი!

კახი კავსაძე
რა არის თავისუფლება? როდის ხარ თავისუფალი?
პაატა ამონაშვილი - ციტატები

ჩვენი ცხოვრებით ჩვენ ბავშვებს კი არ ვასწავლით როგორები იყვნენ, ისიც ცოტაა ვთქვათ, რომ ვაჩვენებთ, არამედ უბრალოდ მათში ვაღივებთ იგივე პიროვნულ ნიშან-თვისებებს, რაც ჩვენ გაგვაჩნია

პაატა ამონაშვილი
ჩვენი ცხოვრებით ჩვენ ბავშვებს კი არ ვასწავლით
პაატა ამონაშვილი - ციტატები

- შესაძლებელია აღზრდისას დაშვებული შეცდომის გამოსწორება?
- ყველაფრის გამოსწორება შეგვიძლია. გამოსწორდება არის საკუთარ თავში იმ თვისების აღზრდა, რომელიც გვინდა, რომ ბავშვში იყოს

პაატა ამონაშვილი
- შესაძლებელია აღზრდისას დაშვებული შეცდომის
შალვა ამონაშვილი - ციტატები

რაც უფრო შემოქმედებითი ცხოვრება გვაქვს...

რაც უფრო შემოქმედებითი ცხოვრება გვაქვს, მით უფრო ცხოვრება სწრაფად მიდის.
რაც უფრო არ მოგვწონს, არ გვიხარია და უსაქმურობაში ვართ, მით უფრო დრო იჭიმება და გვემატება წუხილი და ტანჯვა

შალვა ამონაშვილი
რაც უფრო შემოქმედებითი ცხოვრება გვაქვს...
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მასწავლებელს შეუძლია იამაყოს იმ "გონებაშეზღუდული" და "ჩამორჩენილი" ბავშვებით, რომლებსაც გონება გაუხსნა, ჩამორჩენილობა დააძლევინა და იმ დაწინაურებულ ბავშვებზე არანაკლები გახადა

შალვა ამონაშვილი
მასწავლებელს შეუძლია იამაყოს იმ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

თამაში ბავშვის განვითარებისთვის

თამაშში დიდი განვითარება ხდება ბავშვისა. რომ არ ითამაშოს ბავშვმა, კაცი ვერ შედგება. იტყვიან ხოლმე ფსიქოლოგები - თამაში, განსაკუთრებით 7 წლამდე, ბავშვის განვითარების ერთადერთი გზაა

შალვა ამონაშვილი
თამაში ბავშვის განვითარებისთვის
გიორგი კეკელიძე - ციტატები

უბრალოდ, თანაცხოვრება მოვახერხოთ!

რამდენი ადამიანიც არის, არის იმდენი სიმართლე. და ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ ეს სიმართლეები ერთმანეთს შევურწყათ, დავამსგავსოთ, ან გავაძევოთ... უბრალოდ, თანაცხოვრება მოვახერხოთ.

გიორგი კეკელიძე
უბრალოდ, თანაცხოვრება მოვახერხოთ!
მარინა კაჭარავა - ციტატები

როდესაც კონფლიქტია ოჯახში, ყველას თავისი სიმართლე აქვს, რომ მოუსმენ. ამიტომ, სიმართლე ერთი პერსპექტივიდან ყურება არ არის, არამედ - ზემოდან დანახვა და ყველა პერსპექტივაში განხილვა.

მარინა კაჭარავა
როდესაც კონფლიქტია ოჯახში
ციტატები, მოკლე გამონათქვამები