ციტატები, მოკლე გამონათქვამები

უახლესი
ციტატები, მოკლე გამონათქვამები
მარინა კაჭარავა - ციტატები

ტრავმების 90%-ზე მეტი მოდის ბავშვობის პერიოდში. დანარჩენი რაც ჩვენ გვემართება და რაც ხდება ჩვენ ცხოვრებაში, შეიძლება იმას ისეთი გავლენა არ ჰქონდეს, როგორც ბავშვობაში მომხდარ ამბებს

მარინა კაჭარავა
ტრავმების 90%-ზე მეტი მოდის ბავშვობის
ოტია იოსელიანი - ციტატები

მილიონი რომ მომცე არ ვიზამ!

მე ჩემი ყანა და ვენახი მაქვს, არასოდეს არ მინდა დამოკიდებული ვინმეზე ვიყო. შენ უნდა გქონდეს შენი ლუკმა, შენ ვერაფერს მათქმევინებ თუ არ მინდა, იმიტომ, რომ მილიონი რომ მომცე არ ვიზამ და!

ოტია იოსელიანი
მილიონი რომ მომცე არ ვიზამ!
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ასეთ ოჯახიდან რა შვილი გამოვა?

ლოთი რომ არის კაცი, გავარდნილი, ნარკომანი რომ არის, დედა რომ ოჯახში არა ჩერდება,.. ამათ ოჯახში რომ ბავშვი გაჩნდება, ეს მამა რა მამა გახდება? დედა როგორი დედა გახდება და შვილი რა გახდება?

შალვა ამონაშვილი
ასეთ ოჯახიდან რა შვილი გამოვა?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

თუ შენ ამჟამად გგონია, რომ ბავშვები არ იმსახურებენ ამდენ ყურადღებას, მაშინ შეხედე არა იმას, როგორები არიან ისინი ახლა, არამედ იმას, თუ როგორები უნდა გახდნენ ისინი ღმერთის განზრახვით

შალვა ამონაშვილი
თუ შენ ამჟამად გგონია, რომ ბავშვები არ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

თუ მამამ თავისი მეგობრული სიყვარული გიჩვენა, მაშინ მამის სიტყვა შენი ფარი ხდება. რატომ არ მოვკიდე ხელი სიგარეტს? - მამამ მთხოვა. მამა იმდენად მიყვარდა, რომ მისი სიტყვა ფარი გახდა ჩემი

შალვა ამონაშვილი
თუ მამამ თავისი მეგობრული სიყვარული გიჩვენა,
მღვდელი ბასილი ფოსური მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები

ოჯახი არის სულიერი სასწავლებელი. ოჯახში ყოველთვის უნდა იგრძნობოდეს ღმერთის არსებობა. თუ რამე არის გადასაწყვეტი, ჯერ ღვთის ნება დადგეს პირველ რიგში და მერე - ადამიანური მოსაზრებები

მღვდელი ბასილი ფოსური
ოჯახი არის სულიერი სასწავლებელი. ოჯახში
გოგა ჩანადირი - ციტატები

არ გალანძღო, რატომ ლანძღავ?

რა ღირსებაც გაგაჩნია, იმ ღირსებით ეპყრობი სხვასაც. მთავარია, რომ ჩვენ გვახსოვდეს - ყველა არის ადამიანი, ამ ადამიანების უკან არის ღირსება, ოჯახები, შვილები... რატომ ლანძღავ? არ გალანძღო!

გოგა ჩანადირი
არ გალანძღო, რატომ ლანძღავ?
მარინა კაჭარავა - ციტატები

სადაც ჭეშმარიტებას გვერდზე გაწევენ, იქ ადგილს იკავებს მრავალგვარი ბრჭყვიალა სიმართლე, ის, რაც ერთი შეხედვით აღტყინებას იწვევს საზოგადოებაში, რაც შემდგომ უკვე მთავარი მიზანი ხდება.

მარინა კაჭარავა
სადაც ჭეშმარიტებას გვერდზე გაწევენ, იქ ადგილს
მღვდელი ბასილი ფოსური მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები

ვინ არის ყველაზე ღარიბი ადამიანი?

ყველაზე ღარიბია, ვისაც ღმერთი არ ჰყავს, იმიტომ, რომ ღმერთი არის ყოველგვარი სიკეთის, სიხარულის, სიმდიდრის, ბედნიერების წყარო და ვისაც არ ჰყავს ღმერთი ნაპოვნი, მიმაჩნია ყველაზე ღარიბად

მღვდელი ბასილი ფოსური
ვინ არის ყველაზე ღარიბი ადამიანი?
გიორგი გვასალია - ციტატები

თავიდანვე ღმერთი ადამიანს ეუბნება, რა არის კარგი. ადამიანი არ ადგენს, თუ რა არის კარგი. თავიდანვე ღმერთი ადამიანს ეუბნება, როგორ უნდა იცხოვროს. ადამიანი არ ადგენს, როგორ უნდა იცხოვროს.

გიორგი გვასალია
თავიდანვე ღმერთი ადამიანს ეუბნება, რა არის
გიორგი გვასალია - ციტატები

ქრისტიანობის ისტორია სავსეა მაღალინტელექტუალური მამებით, ვერავინ ვერ გაბედავს, დემაგოგიც კი ვერ გაბედავს, ქრისტიანობას არაწიგნიერი და მეცნიერებისადმი მტრულად განწყობილი უწოდოს.

გიორგი გვასალია
ქრისტიანობის ისტორია სავსეა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ყველა კლასიკოსი თავის მოძღვრებას მეცნიერებას კი არ უწოდებს, არამედ - მოძღვრებას, ხელოვნებას.
ყველა კლასიკოსი თავისი მოძღვრებისთვის ერთიდაიგივე საფუძველს იყენებს. ეს არის - სახარება

შალვა ამონაშვილი
ყველა კლასიკოსი თავის მოძღვრებას მეცნიერებას
გიორგი კეკელიძე - ციტატები

ნებისმიერი ზრდასრული ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს ახალი და დიდი ამბის შესასწავლად, იმიტომ, რომ რეალურად ცხოვრებას არ აქვს მონაკვეთები, რომლიდანაც სწავლა შეიძლება გამოვრიცხოთ.

გიორგი კეკელიძე
ნებისმიერი ზრდასრული ადამიანი ყოველთვის მზად
ზურაბ მხეიძე - ციტატები

რა არის პრაგმატული აზროვნება?

პრაგმატული აზროვნება რა არის? თითოეულმა ადამიანმა აკეთოს ის, რითაც მაქსიმალურად შემატებს ოჯახს, ქვეყანას,.. და არ აკეთოს ის, რაც არავის არაფერს არ აძლევს, და რითაც საკუთარ თავს აზიანებს

ზურაბ მხეიძე
რა არის პრაგმატული აზროვნება?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

საუკეთესო საჩუქარი შვილისთვის

- გინდათ ბავშვს თქვენი თავი აჩუქოთ? აჩუქეთ თქვენი სრულყოფილება, თქვენი ზრუნვა, რომ თვითონ გახდეთ მისაბაძი, იშვიათი კულტურის მატარებელი.
შვილისთვის საუკეთესო საჩუქარი თვითონ მშობელია

შალვა ამონაშვილი
საუკეთესო საჩუქარი შვილისთვის
შალვა ამონაშვილი - ციტატები

სადაც შენი გასაკეთებელია და არ გააკეთებ, ცოდვაა. მაგრამ, სადაც შენი გასაკეთებელი არ არის და არც შეგიძლია რომ გააკეთო და მაინც გააკეთებ, ესაც ცოდვაა, იმიტომ, რომ არ იცი და დაანგრევ საქმეს

შალვა ამონაშვილი
სადაც შენი გასაკეთებელია და არ გააკეთებ,
გიორგი ჭანტურია გიორგი ჭანტურია - ციტატები

აუცილებელია, რომ პოლიტიკოსს ჰქონდეს იუმორი. პოლიტიკოსის სამუშაო იმდენად პროზაულია, რომ, თუკი იუმორი ერთგვარი მარილის როლს არ შეასრულებს, მაშინ ის პოლიტიკოსი ძალიან დაშტამპული იქნება

გიორგი ჭანტურია
აუცილებელია, რომ პოლიტიკოსს ჰქონდეს იუმორი.
ნანა ჩაჩუა - ციტატები

შენ თვითონ ქმნი შენი თავიდან ადამიანს

შენ ქმნი შენს ცხოვრებას. არსებობა წინ უსწრებს არსებას, ანუ შენ ჯერ ბიოლოგიურ არსებად გაჩნდი, ამის შემდეგ ჩართული ხარ პროცესში, ადამიანად რომ იქცე. შენ თვითონ ქმნი შენი თავიდან ადამიანს.

ნანა ჩაჩუა
შენ თვითონ ქმნი შენი თავიდან ადამიანს
დავით მაღრაძე - ციტატები

განსხვავება ათეიზმსა და რელიგიას შორის

ათეიზმი ჩემთვის არის სიკვდილი. რელიგია არის გზა, შეცნობა, უსასრულობა. ათეიზმი არის შედეგი და პროცესშია სიცოცხლე და შედეგში სიკვდილია.

მე სიცოცხლის მომხრე ვარ, მარადიულის, უსასრულოსი...

დავით მაღრაძე
განსხვავება ათეიზმსა და რელიგიას შორის
პაატა ამონაშვილი - ციტატები

ჩვენი ბავშვების აღზრდა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის აღზრდაში არის. იმიტომ, რომ აღზრდის კანონია ასეთი - რასაც ვაჩვენებთ, ის შეიძლება გახდეს ბავშვისთვის იგივე პიროვნული ნიშან-თვისება

პაატა ამონაშვილი
ჩვენი ბავშვების აღზრდა მხოლოდ და მხოლოდ
კახი კავსაძე - ციტატები

თუ გადაწყვეტ, რომ არტისტი გამოხვიდე

არტისტობა ძალიან ძნელი პროფესიაა. მთელი არტისტობის პერიოდი იქნება მხოლოდ დარტყმები გულში და სულში. ხანდახან, შეიძლება მოხდეს საოცრება და ტაშიც დაგიკრან, ისიც იქნება პატარა, მოკლე ტაში.

კახი კავსაძე
თუ გადაწყვეტ, რომ არტისტი გამოხვიდე
შალვა ამონაშვილი - ციტატები

თუ მშობელმა რაღაცა დაგაკლოთ აღზრდაში, მიაშველეთ ამას თვითაღზრდა.
მშობელს შეიძლება შეეშალა, ან არ იცოდა, ან დრო არ ჰქონდა, ან პურის ფული უნდა ეშოვა,... მაგრამ სიცოცხლე ხომ მოგცა.
გამოასწორე!

შალვა ამონაშვილი
თუ მშობელმა რაღაცა დაგაკლოთ აღზრდაში,
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ბავშვები ჩვენზე ბრძენები არიან. ხანდახან ისეთ რამეს იტყვის ბავშვი, ჭკუიდან გადაგიყვანს. ვისაც გყავთ 3-4-5 წლის ბავშვები, ჩაიწერეთ, რასაც ამბობენ, ეს თქვენ გაკვეთილებად გამოგადგებათ ყველას

შალვა ამონაშვილი
ბავშვები ჩვენზე ბრძენები არიან. ხანდახან ისეთ
მღვდელი ბასილი ფოსური მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები

ყოფილა შემთხვევა, რომ მშობელს უთხოვია, - სამრევლო სკოლაში ჩემ შვილს იქნებ მიხედოთო. მე ვუთხარი - შენც მოდი, შენით დავიწყოთ-მეთქი, რაზეც მიპასუხა, რომ არ სცალია.
ასე არ გამოვა ბავშვის აღზრდა

მღვდელი ბასილი ფოსური
ყოფილა შემთხვევა, რომ მშობელს უთხოვია, -
ციტატები, მოკლე გამონათქვამები