გინდათ, სამოთხის ოქროს გასაღები იპოვოთ?
სიყვარულია ბედნიერების გასაღები. გინდათ, სამოთხის ოქროს გასაღები იპოვოთ? - ეს გასაღები თქვენ უნდა გამოჭედოთ, იმიტომ, რომ თქვენს გულშია. გამოჭედავთ სიყვარულს? - მაშინ მოიპოვებთ ამ გასაღებს, ცხრაჯერ გადაატრიალებთ და სამოთხეში შეხვალთ
შალვა ამონაშვილიაზრი - ყველაფრის საწყისი ენერგიაა, სიყვარული - შემოქმედებითი ძალაა. სიყვარული და აზრი. ეს ორი აშენებს სამყაროს და ჩვენს ცხოვრებასაც. სადაც აზრი აგვერ-დაგვერევა. ცხოვრებაც აგვერ-დაგვერევა. თუ სიყვარული აგვერევა, სულ ნგრევაში ვიქნებით
შალვა ამონაშვილი93 წლის ასაკში ინგლისურის სწავლა დავიწყე
იმის აუცილებლობის წინაშე ვარ, რომ მცირედი ინგლისური ვიცოდე. სკოლამ არ მასწავლა. ავდექი და ამ ასაკში ჩემით დავიწყე სწავლა. აბა მე ვიყო 6 წლის, როგორ ბულბულივით დავეუფლებოდი ამ ენას. არაფერი გაჭირვება არ მექნებოდა. ამ ასაკში უკვე ძნელია.
შალვა ამონაშვილიბავშვები ჩვენი საუკეთესო აღმზრდელები არიან
ბავშვები შენი საუკეთესო მასწავლებელ-აღმზრდელები არიან. უნდა გაუხდე ბავშვს მოწაფედ. როცა ბავშვი პატარაა, ტირილითაც გასწავლის, თავისი ჯიუტობითაც გასწავლის, სიყვარულს, მოთმინებას გასწავლის,.. თუ ისწავლი, შენც გაიზრდები ბავშვთან ერთად
შალვა ამონაშვილი
დაიხსომეთ ეს ორი მცნება: ბავშვები გავზარდოთ კეთილშობილი და თუ შეგვიძლია, დიდსულოვანიც.
დიდსულოვანი მორწმუნე არის, წყნარად მორწმუნე, მომთმენი არის ბევრი რამის, ბევრი გაჭირვების.
დიდსულოვანს თავისი თავი ავიწყდება სხვების გულისთვის
ქირურგიაში რატომ არ წახვედი?
ერთი მეუბნება პოლიტიკაში წავედიო. რატო წახვედი მეთქი, ქირურგიაში რატო არ წახვედითქო? ქირურგია არ ვიციო. პოლიტიკა იცის. ხალხს როგორ გაუძღვეს, ყველაზე ძნელი არის ეს. ხალხს გაუძღვე ისე, რომ ხალხი წამოგყვეს. ეს იცის და აი ის ქირურგია არ იცის.
კახი კავსაძებავშვს მოაქვს თავისი დანიშნულება ამ ცხოვრებაში - რა უნდა გააკეთოს, რა უნდა იღვაწოს, რა გზა უნდა გაიაროს - ციურ სამყაროში ეს უკვე განსაზღვრული იყო. და რომ მოდის ბავშვი, ეს უნდა გაიხსენოს მან. ცხოვრებაც მიგაგდებს ამ ბილიკებზე, თუკი მიხვდები
შალვა ამონაშვილი
რაც მეტს ღიზიანდები, მით მეტად გეცვლება ფიზიოლოგიურად სხეული, მით მეტი მომწამვლელი ნივთიერება ჩნდება სხეულში, რომელიც შეიძლება კიბოს, ან სხვა რომელიმე დაავადების წინაპირობა გახდეს.
გაბრაზებული ადამიანები ძალიან ხშირად ავად ხდებიან
რას დავარქვათ ბედნიერება?
ბედნიერება არის შინაგანი მდგომარეობა.
ბედნიერება არ ნიშნავს, რომ მე სულ ცეკვა-თამაშში და სიმღერებში ვარ.
შეიძლება რაღაცაში ჩაფიქრებული ვიყო, ქვეყნის ბედი მაწუხებდეს, მაგრამ ბედნიერი ვიყო მაინც. ბედნიერი იმით, რომ რაღაცას ვემსახურები
თუ თქვენ გარედან უფრო იმართებით, ვიდრე შიგნიდან, ანუ თუ თქვენი შიდა რესურსი ნაკლებია, თქვენ დამოკიდებული იქნებით ამინდზე, უფროსზე, შეყვარებულზე, ქმარზე... სულ დამოკიდებული იქნებით, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი თქვენ ემოციაზე გავლენას ახდენს
ზურაბ მხეიძე
აღარ გაინტერესებს მომავალი, როცა წარსული გებღაუჭება, უკან გეწევა.
ვიღაცის დარდი გაქვს, ვიღაცის ვალი გაქვს, ვიღაცას შენ მიმართ რაღაც ანგარიში აქვს,.. ეს ყველაფერი წინ არ გიშვებს, გაფერხებს.
ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, ჩამოიცილეთ ეს ყველაფერი
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
თუ შეკითხვაზე პასუხი არა გვაქვს...
თუ შეკითხვაზე პასუხი არა გვაქვს, ჯობია ვუთხრათ - არ ვიცი ეს რას ნიშნავს. როცა მოსულან ჩემთან და ჩემთვის უცნობ საკითხზე დაუსვამთ კითხვა, მითქვამს - მოდი წავალ და ვინმე გამოცდილ ადამიანს შევეკითხები, რომ ჩემი გამოუცდელობით არაფერი არ გავნო
მღვდელი ბასილი ფოსურიადამიანი მლოცველი, მსახურებითი არსებაა!
ადამიანი მლოცველი, მსახურებითი არსებაა, უნდა თუ არა, ის მსახურებს. როგორც წყლის თვისებაა, რომ ასველებდეს, ისე ქმნილების თვისებაა, რომ უნდა მსახურებდეს. ვის ემსახურება - ეს უკვე მისი გადასაწყვეტია, მაგრამ, არსებითად ის მსახურებითი არსებაა.
გიორგი გვასალიაუმნიშვნელოვანესია, ვინ არის შენი პირველი!
სამსახიობო კარიერაში უმნიშვნელოვანესია, ვინ იქნება შენი პირველი რეჟისორი. ყველაფერში ასეა, - ვინ იქნება შენი პირველი მეგობარი, ამხანახი, ვისთან იქეიფე პირველად, ვინ იყო ის გოგო, ვისაც ხელი გადახვიე პირველად,.. უმნიშვნელოვანესია - პირველი.
კახი კავსაძეპოლარულობის თეორია
პოლარულობის თეორიის მიხედვით, ჩვენ ვიცით წარმატება, იმიტომ, რომ არსებობს წარუმატებლობა.
ჩვენ ვიცით გამარჯვება, იმიტომ, რომ არსებობს მარცხი.
ჩვენ ვიცით დღე, იმიტომ, რომ არსებობს ღამე. რომ არ არსებობდეს ღამე, ვერ დავაფასებდით დღის სინათლეს.
ერთმანეთის გინება და შეურაცხყოფა
ქართულ არხებს არ ვუყურებ, განსაკუთრებით ახალ ამბებს, რატო იცი? ნერვების ამშლელია რაც ხდება, ერთმანერთის გინება, აღვირახსნილი სიტყვები და უბედურება.. ან უტრირებული ქება რაღაცის... ვუყურებ, ვფიქრობ რაღაცა ახალი ავადმყოფობა გაჩნდა ქვეყანაზე
ჟანრი ლოლაშვილიშენ როდესაც გიხარია ეკლესიაში არსებული უწესრიგობა, სახის ნაკვთებს მალავ და დიდაქტიკური ტონით ეკლესიას ლანძღავ, და სინამდვილეში გიხარია, რომ მასალა გაქვს სალაპარაკო, აქ ოდნავ მოაზროვნე ადამიანიც კი მიხვდება, რომ უბრალოდ არ უდა გისმინოს.
გიორგი გვასალიათქვენი ყველაზე დიდი ტკივილი რა არის?
ყველაზე დიდი ტკივილი რა არის თქვენი?
- ყველაზე დიდი ტკივილი ჩემს ცხოვრებაში? აფზახეთის და ცხინვალის დაკარგვა, რომელიც მოუშუშებელი ჭრილობაა ჩემს გულში და დღე არ გავა, რომ მე მის გამო გულში ცრემლები არ მდიოდეს, ლექსები არ დავწერო და არ ვილოცი
ასე იყენებს განათლებული ადამიანი ცოდნას!
ცოდნა არის ის, რომ სწორი მიმართულებით წახვიდე. როცა წინასწარ იცი, საითაც მიდიხარ, წინ რა დაგხვდება, არა წინასწარმეტყველური ცოდნით, არამედ სწავლით მიღებული ცოდნით. როცა იცი, რომელ გზაზე სად რა ჩასავარდნია, მოერიდები, გვერდს აუვლი, - ესაა ცოდნა.
კახი კავსაძეგუნდურობა
ხანდახან ფეხბურთი გავს ხოლმე რაღაცა სხვას, იმარჯვებს არა ის სადაც 2, 3 ან თუნდაც 5 სხვაზე უკეთესი ფეხბურთელი თამაშობს, არამედ იმარჯვებს გუნდი, მითუმეტეს თანამედროვე დროს.
ნაცია, ერი უნდა იყოს გუნდურად მოთამაშე, ეს უნდა გაცნობიერებული ქონდეს.
გაჭირვებაში არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა.
გაჭირვება ჩვენ საგანგებოდ გვეძლევა, რომ გამოსავალი მოვნახოთ.
როცა იპოვი გამოსავალს და გაარღვევ, მაშინ დაინახავ, როგორი ძლიერი ყოფილხარ, როგორი ნებისყოფა გქონია და იქვე იგრძნობ ბედნიერებას
ყველა ადამიანს სჭირდება პარტნიორი, თავისი აზრების არგუმენტების / კონტრარგუმენტების მოსასმენად, ან ოპონირებისთვის. უბრალოდ გჭირდება ვინმესთან საუბარი, საკუთარი აზრების გადასამოწმებლად, სწორად ფიქრობ თუ არა. ეს ჩვეულებრივი მოთხოვნილებაა
ზურაბ მხეიძევთქვათ, არ მიყვარს ეს მეზობელი მე. მაგრამ, ქრისტე გვეუბნება - შეიყვარე მტერი შენი. - და დასვა წერტილი. არ გიყვარს? მაშინ დამანებე მე თავიო. ქრისტიანს მაინც ნუ დაუძახებ შენ თავს, თუ არ გიყვარს მტერი შენი, თუ არ გიყვარს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი.
შალვა ამონაშვილისინათლე, რომელიც შენშია, სიბნელე ხომ არ არის?
სინათლე, რომელიც შენშია, კარგად გამოიკვლიე, სიბნელე ხომ არ არისო - შეიძლება რაღაც ვნებამ, იდეამ გაგიტაცოს და თუ არ დაუსვამ ამას შეკითხვებს, შეიძლება მოგიცვას და კომფორტულიც კი გახდეს შენთვის. ამიტომ, სახიფათოა ასეთი ცრუ სინათლეებით ცხოვრება.
ლევან გიგინეიშვილი