ციტატები, მოკლე გამონათქვამები

უახლესი
ციტატები, მოკლე გამონათქვამები
კახი კავსაძე - ციტატები

ემტერებით ვინმეს?

არავის არ ვმტრობ. როგორც კი ვინმეს მიმართ მტრობის აზრს გავივლებ გონებაში, შინაგანად ვმცირდები, ვპატარავდები. ასეთი რამ რომ დავუშვა, ვეღარ ვიარტისტებ, გამიჭირდება ხალხის წინაშე გამოსვლა

კახი კავსაძე
ემტერებით ვინმეს?
ნანა ჩაჩუა - ციტატები

ფილოსოფიისთვის ღმერთი ჭეშმარიტება!

მორწმუნე ადამიანისთვის რასაც ნიშნავს ღმერთი, მეცნიერისთვის ეს არის - კანონზომიერება, ფილოსოფიისთვის - ჭეშმარიტება, ხელოვნებისთვის - მშვენიერება და ფსიქოლოგიაში ეს არის - თვითგამოხატვა.

ნანა ჩაჩუა
ფილოსოფიისთვის ღმერთი ჭეშმარიტება!
ნანა ჩაჩუა - ციტატები

არ ეღალატება ჭეშმარიტებას!

მიჰყევი გზას. გზის სიმბოლოდ მიიჩნიე ქრისტე, მისი ცხოვრების მაგალითები. ქრისტე ცხოვრების პრაქტიკაა. ჩვენი წილი ცხოვრებით რა უნდა გავაკეთოთ? საით უნდა წავიდეთ? - არ ეღალატება ჭეშმარიტებას!

ნანა ჩაჩუა
არ ეღალატება ჭეშმარიტებას!
გიორგი გვასალია - ციტატები

ადამიანმა არ იცის ის გზა, რომელ გზაზეც უნდა იაროს, რომ მივიდეს ღმერთამდე. ღმერთისგან არის გაცხადებული მისთვის. გაცხადებული რომ არ იყოს, არ ეცოდინებოდა. იცის იმდენად, რამდენადაც განეცხადა.

გიორგი გვასალია
ადამიანმა არ იცის ის გზა, რომელ გზაზეც უნდა
ლევან გიგინეიშვილი - ციტატები

რასაც ოფიციოზი გაწვდის, იმას უნდა დაუსვა შეკითხვა და პირდაპირ არ უნდა მიიღო. სტრიქონებს შორის უნდა იკითხო - მოდი ჩვენ თვითონ ვიაზროვნოთ, რაღაც რომ არ ჩაგვახუტონ ისეთი, რაც არ არის სიმართლე.

ლევან გიგინეიშვილი
რასაც ოფიციოზი გაწვდის, იმას უნდა დაუსვა
მღვდელი ბასილი ფოსური მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები

უნდა გახდე ბავშვი, რომ მისი ნდობა მოიპოვო, და მერე უფრო მოგისმენს. მერე სამშობლოზეც დაელაპარაკები, ღმერთზეც დაელაპარაკები... ანუ ის უკვე თავისიანად, მეგობრად ჩაგთვლის და ადვილად მოგისმენს.

მღვდელი ბასილი ფოსური
უნდა გახდე ბავშვი, რომ მისი ნდობა მოიპოვო, და
შალვა ამონაშვილი - ციტატები

როცა სახლიდან წივილ-კივილი გადის

ხმას არ აუმაღლოთ, თქვენი სახლიდან წივილ-კივილი არ უნდა გავიდეს გარეთ. მეზობელი არ უნდა კითხულობდეს, - რა ხდება იმ სახლშიო. თქვენ სახლში მეზობლები არ უნდა მორბოდნენ საშველად, დასაწყნარებლად.

შალვა ამონაშვილი
როცა სახლიდან წივილ-კივილი გადის
გივი ბერიკაშვილი - ციტატები

ეს აბსოლუტურად ყველა რეცენზიას სჯობია

ტაშით რომ მიგიღებენ სცენაზე და ტაშით გაგაცილებენ, ეს აბსოლუტურად ყველა რეცენზიასა და ჯილდოს ჯობია. ხალხია, ვისთვისაც ვართ ჩვენ. რა ხარისხში აკეთებ შენს საქმეს, დარბაზი არის განმსაზღვრელი.

გივი ბერიკაშვილი
ეს აბსოლუტურად ყველა რეცენზიას სჯობია
ზურაბ მხეიძე - ციტატები

მოდი რა, ნებისმიერ ბიუჯეტში შენი და სხვისი ცხოვრება გახადე ლამაზი.
შენსას თუ ვერ ხდი, სხვისი მაინც გახადე. რაღაცა გააკეთე, რაღაცა შექმენი,.. როცა გაიხსენებ, გაიფიქრო, რომ ტყუილად არ გიცხოვრია

ზურაბ მხეიძე
მოდი რა, ნებისმიერ ბიუჯეტში შენი და სხვისი
დავით გოგიჩაიშვილი - ციტატები

ყველასგან შეგვიძლია რაღაც ვისწავლოთ

ყველა ადამიანმა, უკლებლივ ყველა ადამიანმა, რაც არ უნდა წარმოუდგენლად გვეჩვენოს ეს თავიდან, იცის რაღაც ისეთი, რაც არ ვიცით ჩვენ. შესაბამისად, ყველასგან, ყველასგან შეგვიძლია რაღაც ვისწავლოთ.

დავით გოგიჩაიშვილი
ყველასგან შეგვიძლია რაღაც ვისწავლოთ
გიორგი გვასალია - ციტატები

მაგინებლებს ყოველივე სიკეთე ვუსურვოთ

მაგინებლები და მაჭირვებლები უნდა დავლოცოთ და ყოველივე სიკეთე ვუსურვოთ. არ შეიძლება, მე ღმერთთან მქონდეს ურთიერთობა და ამავე დროს ვიღაცის შეცდომილობა და მძიმე მდგომარეობა არ მადარდებდეს.

გიორგი გვასალია
მაგინებლებს ყოველივე სიკეთე ვუსურვოთ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ერთგულება არის სულის თვისება.
როგორც სახეს, გარეგნობას ვიწესრიგებთ და ვილამაზებთ ხოლმე, ასევე შეგვიძლია სულის ეს თვისება - ერთგულება ჩამოვქნათ, ჩამოვალამაზოთ, ერთგულები გავხდეთ ყველაფრისა

შალვა ამონაშვილი
ერთგულება არის სულის თვისება.
როგორც სახეს,
შალვა ამონაშვილი - ციტატები

გამოცდილება ისეთი რამ არის, წლები უნდა მის დაგროვებას. და თუ გამოცდილების გათვალისწინებით მიიღებ გადაწყვეტილებებს, შეცდომებს უფრო ნაკლებად გაიმეორებ, იმის მიხედვით, თუ როგორია გამოცდილება

შალვა ამონაშვილი
გამოცდილება ისეთი რამ არის, წლები უნდა მის
შალვა ამონაშვილი - ციტატები

დაეხმარეთ ერთმანეთს მარტოობაში.
ვინც მარტოობას გრძნობს თქვენ შორის, იპოვოს ასეთივე მარტოობაში მყოფი და მას შეუქმნას გარემო, რომ მარტო აღარ იყოს. მაშინ, თქვენც დაგავიწყდებათ თქვენი მარტოობა

შალვა ამონაშვილი
დაეხმარეთ ერთმანეთს მარტოობაში
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ოჯახი რომ იშლება, ეს ნანგრევებია, რომლის ქვეშაც ბავშვი უნდა მოჰყვეს.
როცა სახლი ფიზიკურად ინგრევა, ეს ტკივილი უფრო ნაკლებია, ვიდრე ის ტკივილი, რასაც ბავშვი მშობლების კონფლიქტის დროს განიცდის

შალვა ამონაშვილი
ოჯახი რომ იშლება, ეს ნანგრევებია, რომლის
გიორგი კეკელიძე - ციტატები

რას გვასწავლის ლიტერატურა?

ლიტერატურა გვასწავლის იმ დაკეტილი ოთახების გახსნას, რომელიც მხოლოდ სხვისთვის კი არ გადავრაზეთ, არამედ საკუთარ თავსაც გადავუმალეთ თავისი გასაღებიანად. გვასწავლის იმას, რაზეც ჩვენ ვდუმვართ.

გიორგი კეკელიძე
რას გვასწავლის ლიტერატურა?
ნანა ჩაჩუა - ციტატები

თუ ჩვენი ბედნიერება ვეძებეთ გარეთ

ჩვენ, თუ ჩვენი სიხარული, ჩვენი ბედნიერება, ჩვენი მოქმედების იმპულსები ვეძებეთ გარეთ, მაშინ ყოველთვის პრობლემა გვექნება. ეს ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ არასტაბილური თვითშეფასება.

ნანა ჩაჩუა
თუ ჩვენი ბედნიერება ვეძებეთ გარეთ
მარინა კაჭარავა - ციტატები

უფალიც კი არ ერევა შენს თავისუფალ არჩევანში

იმდენად დიდი წყალობაა თავისუფლება და თავისუფალი არჩევანი, უფალიც კი არ ერევა შენს თავისუფალ არჩევანში. სრულიად თავისუფალი ხარ შენს არჩევანში. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა ჰქონდეს ადამიანს?

მარინა კაჭარავა
უფალიც კი არ ერევა შენს თავისუფალ არჩევანში
პაატა პაპავა პაატა პაპავა - ციტატები

მეტყველებას გჩუქნის ბუნება - ეს სასწაულია

მეტყველებას გჩუქნის ბუნება, - საკმარისია მოხვდე სამეტყველო გარემოში და პროგრამა, რომელიც შენს ცნობიერებაშია, ამოიქოქება და ენას 5 წლის ასაკამდე პრაქტიკულად უშეცდომოდ გასწავლის. ეს სასწაულია.

პაატა პაპავა
მეტყველებას გჩუქნის ბუნება - ეს სასწაულია
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ჩვენს რწმენაში ბედნიერებაა ჩაქსოვილი.
რაც უფრო ღრმად გწამს, მით უფრო ბედნიერებას მიაღწევ, მით უფრო გამარჯვებული იქნები ცხოვრებაში.
რაც ნაკლებად გწამს, ბევრი ფეხწამოსაკრავი ქვა დაგხვდება წინ

შალვა ამონაშვილი
ჩვენს რწმენაში ბედნიერებაა ჩაქსოვილი.
რაც
შალვა ამონაშვილი - ციტატები

სული სხეულის ბატონია. სხეული სულის ინსტრუმენტია, იარაღია. აქ, სემინარზე რომ მოსულიყავით - ფეხები გინდოდათ, ტანისამოსი რომ ჩაგეცვათ - ხელები გინდოდათ,.. ამას სხეული აკეთებს, ვისი ბრძანებით? - სულის!

შალვა ამონაშვილი
სული სხეულის ბატონია
გიორგი გვასალია - ციტატები

ეკლესია არის ურთიერთობა ღმერთში. ეს არ არის მარტივი ურთიერთობა. ეს არ არის ურთიერთობა, რომელსაც ადამიანი ადამიანთან შეხვედრისას დაამყარებს. ეს არის ურთიერთობა, რომელიც სულიწმინდაში მყარდება.

გიორგი გვასალია
ეკლესია არის ურთიერთობა ღმერთში
შალვა ამონაშვილი - ციტატები

შვილის სული ვერ აღიზრდება მუქარით, გაღიზიანებით

დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.
-----
ვერ აღზრდით შვილის სულს გაღიზიანებით, ჯიჯღინით, ჩხუბით, დამუქრებით...

შალვა ამონაშვილი
შვილის სული ვერ აღიზრდება მუქარით,
შალვა ამონაშვილი - ციტატები

სიყვარულს შეუძლია ბედნიერება დაგვიმკვიდროს

სიყვარულს შეუძლია ჰორიზონტს იქით ბედნიერება დღეს დაგვიმკვიდროს.
მიხვედი ცათა სასუფეველში, მიიტანე სიყვარული, როგორც ნათელი, და ამ სიყვარულმა თვითონ დაგაყენა იმ ადგილას, რაც შენ აქ დაიმსახურე.

შალვა ამონაშვილი
სიყვარულს შეუძლია ბედნიერება დაგვიმკვიდროს
ციტატები, მოკლე გამონათქვამები