მოქმედების მოტივაცია თუ არ დევს სიკეთეში
რაც არ უნდა მართალ ფაქტზე, მართალ მოვლენაზე აპელირებდეს ადამიანი, როდესაც მისი მოქმედების მოტივაცია არ დევს ღმერთში, არ დევს სიკეთეში, მისი ბრძოლა აუცილებლად წაგებულია. დროის საკითხია უბრალოდ.
გიორგი გვასალიათქვენი თავი აღზარდეთ და შვილები დაგემსგავსებიან
ბავშვებზე ხომ ამბობენ, შვილები კი არ უნდა აღზარდოთ, თქვენი თავი აღზარდეთ და შვილები თქვენ დაგემსგავსებიანო.
რატომ უჭირავს ჩემს შვილს ხელში გაჯეტი სულო? -დადე შენ, დაიჭირე წიგნი და ისიც დაიჭერსო.
აკეთე კეთილი საქმე და დაცვა ყოველთვის გეყოლება. ერთი ანგელოზი კი არა, შეიძლება 12 მოგიჩინონ, რომ რაც შეიძლება მეტად იყო დაცული, რათა ეს საქმე გაკეთდეს, იმიტომ, რომ ამ საქმეს საზოგადოება მიჰყავს წინ
შალვა ამონაშვილისაქმისადმი სიყვარული
ჯეჯელავა მაგარია…
არის მაგარი, რა თქმა უნდა.
- რა არის თქვენი უპირატესობა ამ საქმეში?
- ერთი უპირატესობა არსებობს, თქვენს საქმეშიც, ჩვენს საქმეშიც და ტრიფონის საქმეშიც, რომ უყვარდეს თავისი საქმე.
სიმკაცრე მშობელმა უნდა შეცვალოს სამართლიანობით.
თუ ბავშვმა სამართლიანობა ვერ დაინახა, აღზრდას მშობლისგან ვერ მიიღებს.
ვერანაირი დასჯა, თუ სამართლიანად არ მიიღო ბავშვმა, აღზრდას ვერ შეასრულებს
სიგარეტი მიეცი!
რომ ჰკითხო - "როგორ გიყვარს შენი შვილი", გეტყვის - "რას მეკითხები? მიყვარს ძალიან, ყველაფერს გავიღებ, სიცოცხლეს, გავწირავ, სულს მივცემ შვილს". - მაშინ სიგარეტი მიეცი, სიგარეტი გადააგდე შვილის გულისთვის.
შალვა ამონაშვილიბავშვში თავიდანვე ჩათესილია უფლის სიმდიდრე. წარმოიდგინეთ თასი, რომელშიც უფალმა ჩააწყო თავისი ყველა კარგი თვისება. ამ თასს სჭირდება მორწყვა, სწორი მორწყვის წესებით. რასაც აკეთებს კარგი აღმზრდელი
შალვა ამონაშვილიბედნიერების მიზეზიც და მიზანიც ადამიანმა ...
ეს კითხვა ჩვენ დავსვით მე-18 საუკუნეში, ჯერ სულხან-საბამ დასვა და მერე დავით გურამიშვილმა, ორივემ თქვა, რომ ადამიანმა ბედნიერების მიზეზიც და მიზანიც საკუთარ თავში უნდა ეძიოს, უამისოდ არაფერი გამოვა.
გია მურღულიაარ არის აუცილებელი, თემი დავითანხმოთ, რომ ალუდა ქეთელაურის შეთავაზება მიიღოს. და პირიქითაც. მაგრამ, თემი მინიმუმ იმაზე მაინც უნდა იყოს თანახმა, რომ სხვა აზრის მქონე ადამიანი ცხოვრობდეს იმავე თემში.
გიორგი კეკელიძეროგორია დიდსულოვანი ადამიანი?
დიდსულოვანი ადამიანი არის დინჯი, ბრძენი, გამგები, დამთმობი,... დიდსულოვანმა იცის - დამდაბლდი, რათა ამაღლდეო - და არ მოგაჩვენებს თავს შენზე მეტად. ასევე, დიდსულოვანი ადამიანი არ არსებობს რწმენის გარეშე
შალვა ამონაშვილივინც თავის სულთან და სინდისთან მართალია...
ვინც თავის სულთან მართალია, ვინც თავის სინდისთან მართალია, მეტი გზა არც არის, ბედნიერია ასეთი ადამიანი. თუმცა წააწყდება ბევრ გაუგებრობას, - ამ გაუგებრობებსაც ბედნიერად მიიღებს, იმიტომ, რომ მართალია!
შალვა ამონაშვილიჯობია დავიწვათ სიყვარულში
არ გავანელოთ ჩვენ გულებში სიყვარული.
პირიქით, უნდა ავაგუგუნოთ!
ვიყოთ სიყვარულით სავსენი!
ვიყოთ სიყვარულში გულუხვნი და სულგრძელნი!
ჯობია დავიწვათ სიყვარულში, ვიდრე ვიყინებოდეთ სიყვარულის გარეშე!
წიგნებს გარდაქმნა თუ არ მოვაყოლეთ, ჯობია არც ვიკითხოთ. თვალსა ვღლით, დროსა ვკარგავთ და გონებას ვაჩიავებთ.
წიგნი ყოველთვის კი არ არის წყარო. თუ წიგნი შენს სულში არ გადმოსახლდება, კითხვას აზრი არა აქვს
ღვაწლის პროცესია ბედნიერების განცდა
არის არსებითი და არაარსებითი ცხოვრება. არსებით ცხოვრებას მშვენივრად შეესაბამება ქართული სიტყვა - ღვაწლი. ღვაწლის პროცესია ბედნიერების განცდა, იმიტომ, რომ ადამიანი ღვაწლში გამოხატავს საკუთარ თავს.
ნანა ჩაჩუაარ დახარჯოთ თქვენი თვალები და ყურები
არ დახარჯოთ თქვენი თვალები ბაზრობის საყურებლად.
არ დახარჯოთ თქვენი ყურები უაზრობის მოსასმენად, ცუდი მუსიკა, ტელევიზორი...
არ დახარჯოთ თქვენი დრო დროის სატარებლად. არ გვაქვს იმდენი დრო, რომ გავატაროთ
მიწისძვრები ოჯახში
არ შეიძლება მამა დაამციროს დედამ. არ შეიძლება სახლში წიოკობა. "სად იყავი", "რად დაიგვიანე", "ვისთან დაეთრეოდი"... არის ხოლმე ხანდახან ასეთი შეხლა-შემოხლა. ოჯახში ასეთი მიწისძვრები სიკეთის მომტანი არ არის
შალვა ამონაშვილი
გიორგი ჭანტურია - ციტატები
ძალაუფლება ძალიან ცუდია, როცა სუსტ ადამიანს უვარდება ხელში, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი ძირითადად თავისი კომპლექსების დაკმაყოფილებითაა გართული. ხოლო ძლიერი ადამიანისთვის ძალაუფლება საშიში არ არის
გიორგი ჭანტურია
საქმე ორნაირია: პირველი - გავაკეთო, იმიტომ, რომ ვალდებული ვარ, მეტი გზა არ არის. მეორე - გავაკეთო, იმიტომ, რომ მინდა გავაკეთო.
როცა მინდა და ვაკეთებ, სულს ვაშენებ. როცა არ მინდა და ვაკეთებ - ვიღაცის მონა ვარ
მასვი, მაჭამე, მალხინე, დრო გამატარებინეო,..
რას ქვია!
ეს ცხოვრება უნდა გაიარო შემოქმედებაში, შრომაში, პატივისცემაში, გაგებაში, მეგობრობაში, ერთობაში... აი, ამ გზას გაივლი? - სადღეგრძელოებიც კარგი იქნება
თუ უფრო სამართლიან გარემოში გვინდა ცხოვრება, როცა რამეს დავაშავებთ, პასუხიც უნდა ვაგოთ. თუ ჩვენ სათანადოდ ვერ შევძელით, რომ დაგვეცვა ბავშვის უსაფრთხოება შადრევანთან დაკავშირებით, უნდა ვაგოთ პასუხი.
გოგა ჩანადირიესაა თავი და ბოლო ჩემ ოჯახში, რომ ღირსეული შვილები აღვუზარდო ქვეყანას. ისეთები, რომლებთან ერთად ქუჩაში გავლის არავის შეეშინდება. რომლებთან ერთადაც სიამოვნებით იმუშავებენ და ღალატს არავინ დაელოდება
შალვა ამონაშვილიპრობლემა კითხვის ნიშნის დასმა კი არ არის, არამედ - მისი გაძევება. ნებისმიერი სოციუმი, ნებისმიერი საზოგადოება, თუნდაც რელიგიური განშტოება, რომელიც კრძალავს კითხვის ნიშნის დასმას, წყვეტს განვითარებას.
გიორგი კეკელიძე
ყველაზე ნაკლებს ვთხოვთ ხოლმე ჩვენ გონებას. როცა რაღაც კრიზისია, ადექი და ამოხსენი. ეს შეიძლება აზარტულიც იყოს - "აი ეს მე როგორ ვერ უნდა გავაკეთო..."
სხეულის სხვა ნაწილებს უფრო ვთხოვთ ხოლმე, ვიდრე გონებას
ბედნიერი ცხოვრების 7 კანონი
1. ვიცხოვროთ რწმენით
2. ვიცხოვროთ სიყვარულში
3. ვიცხოვროთ შემოქმედებაში
4. ვიყოთ უშურველნი
5. ვიცხოვროთ მოსწავლის ცხოვრებით
6. გავზომოთ ჩვენი ცხოვრება დღეებით
7. გამოვაბრწყინოთ ჩვენი სულის ახალგაზრდობა