თუ მშობელი ჩივის შვილის საქციელზე, ხოლო თავის ქცევებს არ აანალიზებს, თუ რამდენად სწორად იქცევა თვითონ ბავშვთან, ასეთ შემთხვევაში მას ჩივილის უფლებაც კი არ აქვს. რასაც აძლევს ბავშვს, იმას იღებს შედეგად
შალვა ამონაშვილიდიდ გემს დიდი არხის გახსნა სჭირდება!
მასწავლებელი უნდა გახდეს მეტად აქტიური თავის შემოქმედებაში, ბავშვის სიყვარულში, მიდგომაში, იმედიანობაში,..
მასწავლებელმა თითოეულ ბავშვს თავისი გზა უნდა გაუხსნას. დიდ გემს დიდი არხის გახსნა სჭირდება
ზოგიერთ დიასახლისს ძალიან კარგად გამოსდის დიასახლისობა, როცა მისთვის თავად პროცესია სასიამოვნო და ბედნიერების მომტანი. ამიტომ მეწისქვილეც და მინისტრიც ყოველთვის შეიძლება იყოს ერთნაირად ბედნიერი.
ნანა ჩაჩუასუფრის ტრადიცია
უთქვამთ უცხოელებს, მათ შორის ფსიქოლოგებს - თქვენ ისეთი ფსიქოთერაპია გაქვთ სუფრის სახით, და აი ამ ურთიერთობებით, საერთოდ რაში გჭირდებათ ფსიქოთერაპევტიო, - ნამდვილად, ბევრს არ სჭირდება და არც არის საჭირო!
მარინა კაჭარავათავშეკავების, ყურადღების, დაფიქრების სკოლა
ქართველ კაცს სჭირდება თავშეკავება რაღაც რაღაცეებზე. და პირველი სკოლა თავშეკავების, ყურადღების და დაფიქრების არის ეკლესია, მე თუ მკითხავ. ძააან მომწონს ეკლესიური როცაა ადამიანი და რაც ხდება ეკლესიაში.
ჟანრი ლოლაშვილიეკლესიის როლი
ჯეროვნად უნდა შეაფასო, რამ გადაარჩინა ქვეყანა, ყველა ომში, ისტორიულად... მერე გენეტიურია ჩვენთვის, გენებშია უკვე ეს და ამის უარყოფა...? ძაან ავადმყოფი უნდა იყო, რომ ეგ გადაწყვეტილება მიიღო, რა უბედურებაა?!
ჟანრი ლოლაშვილითუ მსახურება შიგნიდან გარეთ არ გავიტანეთ, მაშინ ჩვენ ვერანაირი წილი, ვერანაირი კავშირი, ვერანაირი ზიარება ვერ გვექნება - ქრისტესთან, რომელმაც მოგვცა ცოდვისგან თავისუფლება და ენით გამოუთქმელი სიხარული.
გიორგი გვასალია
ყველაფერში, რასაც ცუდ მოვლენად აფასებ, არის რაღაც კარგიც.
ნათქვამია - არავინაა შენი მტერი, არავინაა შენი მეგობარი, ყველა შენი მასწავლებელია.
ყველა ადამიანი და ამავე დროს ყველა მოვლენა შენი მასწავლებელია
ქმარს რაც უფრო მეტად ლაგამს ამოსდებთ...
ქალებო, არ გჭირდებათ სახლში თქვენ ხელში აიღოთ ქმრის მართვა. მას თავისი გაქანება აქვს, მიეცი, თავისი დაამკვიდროს.
კაცი შექმნილია შექმნისათვის, რაც უფრო მეტად ლაგამს ამოსდებ, მით უფრო მეტად ოჯახს დააჩიავებ
ჩვენ აქედან რაღაც დიდი გვაქვს წასაღები თან. ამისთვის, ჩვენ უნდა მოვიცილოთ ის საზრუნავები, რაც ჩვენ ცხოვრებას ახურდავებს. ხშირად ჩვენ ცხოვრებას ვახურდავებთ უაზრო სანახაობებზე, გართობებზე, დროსტარებაზე...
შალვა ამონაშვილი
გინდათ ბედნიერები იყოთ?
სხვა არაფერში არ არის ბედნიერება, გარდა სიყვარულისა.
ქონებაში ბედნიერებას ვერ იპოვით. ვერც მოგზაურობაში ვერ იპოვით ბედნიერებას.
ბედნიერება ორი პიროვნების ურთიერთობაში იბადება
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
როცა ჩვენ რაღაც გვაინტერესებს, უფრო ადვილად ვიღებთ და ვიგებთ, ვიდრე მაშინ, როცა არ გვაინტერესებს. წიგნი, რომელიც არ გაინტერესებს, აბა როგორ წაიკითხავ? მაგრამ, თუ დაგაინტერესდა, უკვე აღარ გინდა ძალდატანება
მღვდელი ბასილი ფოსურიუსიყვარულოდ ბედნიერება არ არსებობს. მითუმეტეს, მაღალი ბედნიერება, რომელიც მე მომავალი ცხოვრებისთვისაც მამზადებს და აქაც კარგად მაცხოვრებს, აი ეს მაღალი ბედნიერება მაღალი სიყვარულის გარეშე არ არსებობს.
შალვა ამონაშვილიტყუილი ყოველთვის მოკლევადიანია
ტყუილი არის რეალობიდან გაქცევა, სინამდვილისთვის ზურგის შექცევა, რომელიც არასოდეს არ გამოდის, არც პრაქტიკულად, არც თეორიულად. ტყუილი ყოველთვის მოკლევადიანია, ამიტომაც ამბობენ - ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო.
ნანა ჩაჩუაჩემთვის ეს არის პატრიოტიზმი
დღემდე ვცდილობ, რომ ჩემთვის პატრიოტიზმი იყოს კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ამა თუ იმ საქმის მიმართ. შეიძლება სიცოცხლეს არ ეხებოდეს, მაგრამ, საერთო, საზოგადო საკუთრება ზიანდებოდეს.
გოგა ჩანადირიზოგიერთი რაღაცა, რაც არ გამოგდით, შეიძლება დამარცხებად მიიჩნიოთ. თუმცა ამ დამარცხებაში გამარჯვება იბადება. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გამარჯვებული ვიყოთ, იმის მიხედვით, თუ როგორ შევხედავთ ჩვენს ცხოვრებას
შალვა ამონაშვილიადამიანს ადამიანობის ცა უნდა ეჭიროს განუწყვეტელ ძალისხმევაში, არ უნდა დაიღალოს არასდროს. ყველაფრისგან შეიძლება დაისვენო, მაგრამ, ზნეობისგან (რასაც ადამიანობა ჰქვია) დასვენება არ შეიძლება არცერთი წამით.
ლევან გიგინეიშვილი
პაატა პაპავა - ციტატები
ნებისმიერი საზოგადოება იძულებულია, რომ მთელ ამ უზარმაზარ სწავლის და სწავლების ალიაქოთში (რომელიც მიმდინარეობს ოჯახში, ქუჩაში,.. დღისით, ღამით) გამოყოს ის, რაც უფრო ღირებულია და ჩასვას ეს პროცესი კალაპოტში.
პაატა პაპავამარტო ერთი კაცი ვერ იქნები ბედნიერი ცხოვრებაში. მე ვერ ვიქნები ბედნიერი ახლობლების ბედნიერების გარეშე. ვერ ვიქნები ბედნიერი შვილების ბედნიერების გარეშე, ბებიების და პაპების, მშობლების, ამ სოფლის გარეშე...
შალვა ამონაშვილიურთიერთობაში არ შეიძლება სიძულვილი შეურიო. არ შეიძლება ვინმე არ გიყვარდეს. თუ ვინმესთან ურთიერთობ, როგორიც არ უნდა იყოს ის, ბავშვი იქნება თუ დიდი, უნდა წინასწარ გიყვარდეს, თორემ ურთიერთობა იქნება დამშლელი
შალვა ამონაშვილიხასიათით, პიროვნული მახასიათებლებით, გამკლავების მექანიზმებით, კონტაქტებით, ჯდომის მანერით, ჭამის მანერით, სიარულით,.. შეიძლება ადამიანი ჰგავდეს ისეთ შორეულ ან ახლო ნათესავს, რომელიც არც არასდროს უნახავს
მარინა კაჭარავა
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
მშობლის მაგალითი ეკლესიურ ცხოვრებაში
ის ბავშები, რომლებიც ხედავენ, რომ მშობელი არ ეზიარება, სანამ პატარები არიან, მოდიან და იღებენ ზიარებას, მაგრამ მოგვიანებით უკვე "ხვდებიან", რომ შეუძლიათ აღარ ეზიარონ. მშობლის მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია
მღვდელი ბასილი ფოსურიროცა ერთმანეთს კეთილი თვალებით უყურებთ, კეთილდებით. აბა ხშირად გამიღიმე... მე სხვანაირი გავხდები შენთვის. სულ სხვანაირი. და შეიძლება სხვასაც უკვე სხვა თვალით შევხედო და შენი გამოცდილება სხვაზეც გადავიტანო
შალვა ამონაშვილი
კაცი გარბის სახლიდან, ახალი შეყვარებული ჰყავს, - ხომ მაქვს პირადი ბედნიერების უფლებაო.
- გაქვს, მაგრამ აქ რომ დაანგრიე სხვისი ბედნიერება? ამას რა ვუყოთ? ამ ნანგრევებში რომ ბავშვები მოყვნენ, რა ვუყოთ ამას ჩვენ?