ციტატები, მოკლე გამონათქვამები

უახლესი
ციტატები, მოკლე გამონათქვამები
ზურაბ მხეიძე - ციტატები

შენი ცხოვრება უნდა შექმნა შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად, ისე, რომ თავისებური სილამაზე და ესთეტიკა ჰქონდეს. თუ მხოლოდ მატერიალურზე ფიქრობ და ადამიანური ურთიერთობები არ გაინტერესებს, მაშინ ეს მხოლოდ არსებობაა

ზურაბ მხეიძე
შენი ცხოვრება უნდა შექმნა შენს საყვარელ
გიორგი კეკელიძე - ციტატები

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის გარემოს დაბადებიდან უახლოესი თვეების განმავლობაში. ჩვენ გვგონია, რომ ეს არ არის მისი მეხსიერების ნაწილი. ცხადია, გონებას არ აქვს ტიპური მეხსიერება, თუმცა, სხეული იმახსოვრებს.

გიორგი კეკელიძე
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის გარემოს
შალვა ამონაშვილი - ციტატები

გაიმეორეთ გულში ეს: "მე ვღებულობ ბედნიერი ცხოვრების კანონს - ვიცხოვროთ სიყვარულში"
ასეც მოვიქცევი - ვიცხოვრებ სიყვარულში
დიახაც!
მთელი წელიწადი - 365 დღე და მერეც, ვიცხოვრებ სიყვარულში!
გამოვცდი ჩემ თავს სიყვარულში!

შალვა ამონაშვილი
გაიმეორეთ გულში ეს
შალვა ამონაშვილი - ციტატები

რაღაცა დაკარგე? - ჭკუით ამაღლდი, მომავლისთვის გაფრთხილდი, აღარ დაკარგავ. მაგრამ ვინც ის იპოვა, სიკეთე შეუთვალე მას, ალბათ სჭირდებოდა და იპოვა.
იტყვიან ხოლმე - როცა რამეს დაკარგავ, თქვი, ალბათ დრო დადგა, ახალი შევიძინო

შალვა ამონაშვილი
რაღაცა დაკარგე?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

გაღიზიანებული ქალი ოჯახში

ცუდი რაღაცაა გაღიზიანება. ქალი თუ გაღიზიანებულია, იფანტება ოჯახი, ბავშვები იმალებიან, ქმარი ყურებზე ხელებს იფარებს,.. აბა გაღიზიანების მომენტში სარკეში ჩაიხედეთ, რაც მეტად გაღიზიანდები, მეტად დაკარგავ სილამაზეს...

შალვა ამონაშვილი
გაღიზიანებული ქალი ოჯახში
ლევან გიგინეიშვილი - ციტატები

ასეთ სივრცეებში ხდება ჭეშმარიტების შეცნობა!

რისხვის და მიკერძოების გარეშე სივრცეს რომ სპეციალურად სპობ, ეს უკვე აპრიორი ცუდია. ასეთი სივრცეები რაც შეიძლება მეტი უნდა შეიქმნას. ასეთ სივრცეებში ხდება ჭეშმარიტების მიმართ სწორი აზარტის განვითარება და შეცნობა.

ლევან გიგინეიშვილი
ასეთ სივრცეებში ხდება ჭეშმარიტების შეცნობა!
გიორგი გვასალია - ციტატები

რამდენადაც წმინდაა გული, ისეთივეა ხედვა. როდესაც ადამიანს გული აქვს დაბინძურებული, ხედვაც ასეთი აქვს. ძალიან რელიგიურები იყვნენ ქრისტეს ჯვარმცმელები, მაგრამ მათი გული ვერაფერს გრძნობდა. გაქვავებული ჰქონდათ გული.

გიორგი გვასალია
რამდენადაც წმინდაა გული, ისეთივეა ხედვა
მარინა კაჭარავა - ციტატები

აბორტს გადარჩენილი ბავშვები

არსებობს კვლევები, რომ აბორტს გადარჩენილი ბავშვი არის ძალიან აგრესიული მშობლების, დედის მიმართ. არ ენდობა სამყაროს, დედას. შესაბამისად, არის ძალიან აგრესიული და თითქოს დედის დასჯის სურვილი და მოთხოვნილება უჩნდება

მარინა კაჭარავა
აბორტს გადარჩენილი ბავშვები
შალვა ამონაშვილი - ციტატები

შვილთან მეგობრობა და ცოლის სიყვარული!

აღზრდაში ბევრი რაღაცა იცვლება, მაგრამ ზოგი რამ უცვლელია და წითელი ხაზივით უნდა გაჰყვეს ბოლომდე - შვილთან მეგობრობა და ცოლის სიყვარული.
თუ ცოლის სიყვარული დაირღვა, ოჯახი ლაყლაყებს. შეიძლება გაექცნენ კიდეც ერთმანეთს

შალვა ამონაშვილი
შვილთან მეგობრობა და ცოლის სიყვარული!
ზურაბ მხეიძე - ციტატები

როგორც ექიმები გვირჩევენ, მელატონინი აუცილებელია, რომ გამომუშავდეს . მელატონინის გამომუშავების საათები არის ღამის 12-დან 2 საათამდე. ეს პერიოდი ყველა ვარიანტში ჯობია რომ გვეძინოს, რომ ორგანიზმმა ეს ნივთიერება მიიღოს

ზურაბ მხეიძე
როგორც ექიმები გვირჩევენ, მელატონინი
გოგა ჩანადირი - ციტატები

როდესაც გაუმართავი ავტომობილით მოძრაობ

როდესაც შენ გაუმართავი ავტომობილით მოძრაობ და გარემოს აბინძურებ, ეს ხომ უპასუხისმგებლობის ნიშანია. ვიღაც იტყვის - მიჭირს და რა ვქნაო, - რას ნიშნავს გიჭირს, სხვები დავაზიანოთ ამის გამო? სხვას მოვპაროთ? არა, ასე არ ხდება!

გოგა ჩანადირი
როდესაც გაუმართავი ავტომობილით მოძრაობ
გიორგი გვასალია - ციტატები

როცა ადამი ცოდვით დაეცემა, ის ცხოვრებას იწყებს თავისი ეგოსთვის. დამნაშავეა ცოლიც, ღმერთიც, გველიც,.. მთელი სამყარო. მხოლოდ ისაა მართალი, მისი ეგო უნდა დაკმაყოფილდეს აუცილებლად. აღარავინ აღარ ახსოვს, თავისი თავის გარდა.

გიორგი გვასალია
როცა ადამი ცოდვით დაეცემა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

დედებო, თქვენ შვილებში თესლია პიროვნებისა. თქვენზეა დამოკიდებული, თქვენს ნიჭზე, ზრუნვაზე, აღზრდის ხასიათზე, რომ მათში მართლაც დაიბადოს ნებისყოფიანი, ცხოვრების აზრის მცოდნე პიროვნება, და გამარჯვებული დედები იქნებით

შალვა ამონაშვილი
დედებო, თქვენ შვილებში თესლია პიროვნებისა.
ზურაბ მხეიძე - ციტატები

როგორც კი ვინმე ეცდება, ალტერნატიული წყარო გააჩეროს, თუნდაც იმ მიზნით, რომ თვლიდეს, რომ ეს პროპაგანდაა, გამოდის, რომ უკვე თვითონ ეწევა პროპაგანდას, რადგანაც პროპაგანდის ფორმა ზუსტად ეგ არის - არ ტოვებს ალტერნატიულ გზას

ზურაბ მხეიძე
როგორც კი ვინმე ეცდება, ალტერნატიული წყარო
გიორგი კეკელიძე - ციტატები

წიგნები, რომლებიც წაკითხული უნდა გვქონდეს

ყველა ქართველს უნდა გვქონდეს წაკითხული ვეფხისტყაოსანი. ვაჟა ფშაველას "ალუდა ქეთელაურს" შევთავაზებდი აუცილებლად, და რომ იგრძნოს - რა არის ქართული ლექსი - წავაკითხებდი გალაქტიონ ტაბიძის ტექსტს "ქარი დაცხრა სიბობოქრის".

გიორგი კეკელიძე
წიგნები, რომლებიც წაკითხული უნდა გვქონდეს
ლევან გიგინეიშვილი - ციტატები

წინასწარმეტყველი, რომელსაც არ დევნიან, ცრუ წინასწარმეტყველია. წინასწარმეტყველის ხვედრია, რომ დევნის საზოგადოება, იმიტომ, რომ ის იმას ამბობს, რაც სხვებს არ აწყობთ და სხვები ამისთვის დასცინიან და შეიძლება მოკლან კიდეც.

ლევან გიგინეიშვილი
წინასწარმეტყველი, რომელსაც არ დევნიან
შალვა ამონაშვილი - ციტატები

თუ დარდი შემოგეყარა გულს...

თუ დარდი შემოგეყარა გულს, სხვას გადაუყარე დარდი, და ნახე როგორ გადაგეყრება შენც დარდი.
არ უნდა იფიქრო მარტო შენ თავზე.
"ასე ვარ, ისე ვარ, ძლივს დავდივარ, ფეხი ვერ გადამიდგია,..." გასაგებია, მაგრამ შენზე უარესად რომ სხვა არის?

შალვა ამონაშვილი
თუ დარდი შემოგეყარა გულს...
მარინა კაჭარავა - ციტატები

ეკლესია გადამრჩენელი ხომალდია ოკეანეში

როგორც ოკეანეში გემი, კიდობანი, ისე არის ეკლესიაც, სადაც ადამიანს შეუძლია გადარჩენა. ზოგი ეკლესიის წიაღშიც ვერ გადარჩება, - ჩვენ არ ვიცით ვინ რა მდგომარეობით და რა გულისთქმით გავა ამ წუთისოფლიდან, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის.

მარინა კაჭარავა
ეკლესია გადამრჩენელი ხომალდია ოკეანეში
გიორგი გვასალია - ციტატები

ყველაზე მეტად ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანი, იმისათვის რომ ადამიანი არ მივიდეს ღმერთთან, ეს არის ის, რომ ადამიანი მოწყდეს ეკლესიას, გაუუცხოვდეს სულიწმინდის მადლს, იმ მსახურებას, რომელის ეკლესიის კრებულში აღესრულება.

გიორგი გვასალია
ყველაზე მეტად ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანი,
გია მურღულია - ციტატები

შექმნა სხვისთვის, დათმო სხვისთვის

სიყვარული არის რაც შეგიძლია შექმნა სხვისთვის ან დათმო სხვისთვის. თან ერთი მეორეს გარეშე არ არსებობს, რა თქმა უნდა.

ნათქვამია ადრე ასეთი შესანიშნავი ფრაზა, რომ სიყვარული არის ის, რომ იცხოვრო მისი ცხოვრებით ვინც გიყვარს.

გია მურღულია
შექმნა სხვისთვის, დათმო სხვისთვის
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ჰუმანური საქართველოს მე-9 მცნება

ჰუმანური აღზრდა არის ჰუმანური საქართველოს მე-9 მცნება.
როგორია ჰუმანური აღზრდა, ამას ბევრი განმარტება შეიძლება მოჰყვეს. თუმცა დიდწილად მეტყველებს ყველა დანარჩენი მცნება, - რწმენით, სიყვარულით, სიკეთით, სიხარულით აღზრდა

შალვა ამონაშვილი
ჰუმანური საქართველოს მე-9 მცნება
მღვდელი ბასილი ფოსური მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები

მდინარეს ვერ შეაჩერებ. თუ არ გინდა, რომ იგივე მიმართულებით იაროს, სხვა კალაპოტი უნდა შეუქმნა. ბავშვებიც, თუ არ გვინდა, რომ იმ გარემოში იყვნენ, სადაც შეიძლება გზა აერიოთ, მაშინ რაღაც სხვა ალტერნატიული გარემო უნდა შევუქმნათ

მღვდელი ბასილი ფოსური
მდინარეს ვერ შეაჩერებ. თუ არ გინდა, რომ იგივე
შალვა ამონაშვილი - ციტატები

როგორი წარმოდგენა უნდა გვქონდეს ბავშვზე?
- დიდი! ის პატარაა, მაგრამ მასში დიდი ძალებია. ღვთიური ძალებია ბავშვში. პიროვნული თესლი უკვე ჩათესილია მასში. ღმერთმა ჩათესა. ჩვენ მარტო წყალი უნდა დავუსხათ, რომ ეს თესლი გაღვივდეს

შალვა ამონაშვილი
როგორი წარმოდგენა უნდა გვქონდეს ბავშვზე?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ასე შევმატოთ სიყვარულს სიმშვენიერე

მოვლა უნდა სიყვარულს, როგორც ქოთანში ყვავილს.
ვეფეროთ სიყვარულს.
შევმატოთ ჩვენ სიყვარულს სიმშვენიერე: სახის გამომეტყველებით,
ხმით,
ხელების მოძრაობით,
მოთმინებით,
დათმობით,
ალერსით,..
გავამშვენიეროთ ჩვენი სიყვარული

შალვა ამონაშვილი
ასე შევმატოთ სიყვარულს სიმშვენიერე
ციტატები, მოკლე გამონათქვამები