სკოლა იგივეა, რაც ეკლესია, ტაძარი. მასწავლებელი იგივეა, რაც ღმერთი, იმიტომ, რომ ქრისტეს მასწავლებელს ეძახდნენ.
ღმერთი და მასწავლებელი, ტაძარი და სკოლა - ამაზე ძვირფასი ცნებები საზოგადოებას თავისი განვითარებისთვის არ აქვს
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
სიყვარული მოგვიანებით მოდის, წლებთან ერთად და სწორ ურთიერთობასთან ერთად. სიყვარული ის არის, ორი მოხუცი პაპა და ბებო ჯოხით რომ მიდიან, აი მათ რომ უყვართ ერთმანეთი, მრავალი ჭირი და ლხინი რომ ერთად გამოუვლიათ და გაუზიარებიათ.
მღვდელი ბასილი ფოსურიაზროვნება, გარკვეული აზრით ზნეობაზე უპირატესია
ზნეობის პრინციპები ყალიბდება მსჯელობით. აზროვნება, ლოგოსი, გარკვეული აზრით ზნეობაზე უპირატესია იმ გაგებით, რომ ამ თავისუფალ და მიუკერძოებელ აზროვნებაში ყალიბდება ის ზნეობრივი პრინციპები, რომლებსაც მივყვებით და ვიცავთ.
ლევან გიგინეიშვილიარ დაარღვიო
ძალიან მომდომებია დამერღვია საგზაო მოძრაობის წესი, და ძალიან ვებრძვი ხოლმე ჩემს თავს, მაგრამ მაინც მივდივარ იქითკენ, რომ არ დავარღვიო, იმიტომ, რომ მე თუ ეს დავარღვიე, მერე სხვებს ვეღარ მოვუწოდებ და ვეღარ ვეტყვი: არ დაარღვიო.
გოგა ჩანადირიყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, გნებავთ როგორც მწერლისთვის, არის ის, რომ ჩვენ სწორად, ზუსტად გავაცნობიეროთ ჩვენი ქვეყნის ადგილი ამ დედამიწაზე. ამას სჭირდება მუშაობა, დაკვირვება, ერთმანეთთან საუბარი.
გიორგი კეკელიძეასეთი ადამიანების სიმრავლეს ჰქვია მასა, ბრბო
თუ ადამიანს არ აქვს პასუხისმგებლობა, თუ პერსონად არ არის ჩამოყალიბებული, ასეთი ადამიანი არის ცხვარი, რომელსაც წინ ვიღაცამ თოკი უნდა ჩააბას და ატაროს. ასეთი ადამიანების სიმრავლეს ჰქვია მასა, ბრბო და სადაც გინდა იქ წაიყვანე.
ნანა ჩაჩუაადამიანის ყოველი შეკითხვა თვისებრივად რელიგიური გამოდის იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ საიდუმლოს ამოხსნას ვცდილობთ, და არ აქვს მნიშვნელობა, რა სიტყვებით ვაფორმებთ ამ კითხვებს, ან რა გზებს გავდივართ ამ საიდუმლოს ამოსახსნელად.
ნათია ფანჯიკიძესად ვეძებოთ ბედნიერება?
ერთ უკრაინელ ფილოსოფოსს, სკავარადას აქვს ნათქვამი - ბედნიერება არსადაც არ არის და ყველგან არისო. იმიტომ, რომ სადაც არ უნდა წავიდეთ, ვერ ვიპოვით ბედნიერებას, - ჩვენშია ბედნიერება, სულ თან დაგვაქვს, და ამავე დროს, სხვაგან ვეძებთ
შალვა ამონაშვილითუ ვიღაცამ მოგატყუათ
ვიღაცა მეუბნება, რომ ვიღცამ მომატყუაო და მე შეურაცხყობილი დავრჩიო, ანუ შეურაცხყოფა მომაყენა, რომ მომაწტყუაო.
ეხლა უყურე, მე დავდე აქ 20 ლარი და ვიღაცამ მოიპარა, შეურაცხყოფილი მე რატო ვარ? უზნეო არის ის და მე რატო განვიცდი ამს?!
ეს არის პერსონალური "მე"
ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური სიცოცხლის განმახორციელებელი (როდესაც სამივეზე იღებ პასუხისმგებლობას), ეს არის - პერსონალური "მე", ჩემი "მე". მას ავთენტურობა გააჩნია, ის მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული, მხოლოდ მე ვწყვეტ ამას.
ნანა ჩაჩუა"ბავშვი არ გამომადგა"
"დრო არ მაქვს",
"ვერ ვიცლი",
"ბავშვი თავადაა ასეთი უხეში"
...
ყველაფერს მიაბრალებს მშობელი, როგორმე თავისი თავი რომ გაამართლოს.
ზოგი მშობელი ამბობს - "ბავშვი არ გამომადგაო".
"ბავშვი არ გამომადგა" კი არა, ჩვენ ვერ გამოვადექით ბავშვს
ვინ შეიძლება ვერ გიბიძგოს განვითარებისკენ, უკეთესი მომავლისკენ?
ის ხალხი, ვისაც შენ უკვე ყველაზე მეტად შეჩვეული ხარ, - შენი მეგობრები, ახლობლები, პროფესიული სანაცნობო და ა.შ, შეიძლება არ იყოს ყველაზე კარგი ხალხი, წინ, ანუ განვითარებისკენ და უკეთესი, უფრო მაღალი მწვერვალებისკენ რომ გიბიძგონ
ალექსანდრე ჯეჯელავა
ნიკო ლეკიშვილი - ციტატები
რა არის სიკეთე?
სიკეთე არის ის, როდესაც ვინმეს ხელს გაუწვდი და არაფერს სამაგიეროს არ იღებ, არ ეძებ, არ ითხოვ. ეს არის ისეთი რამ, რომელიც ჩუმად უნდა აკეთო და არ სჭირდება მას დიდი პროპაგანდა და ყოველდღე ლაპარაკი, რომ მე ეს გავაკეთე, და ეს გავაკეთე
ნიკო ლეკიშვილი
გინდა კეთილშობილი გაზარდო შვილი? - კეთილშობილი იყავი შენ. შენც დამშვენდები და შვილიც დამშვენდება.
დიდსულოვანი გინდა? - შენ თავად იყავი დიდსულოვანი.
დიდსულოვანი რომ გაზარდო შვილი, შენ თავად მოძებნე დიდსულოვნება საკუთარ თავში
აღზრდის პირველი კანონი
ჩვენ რომ ბავშვი გამარჯვებული გავზარდოთ, პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა აღვზარდოთ.
კანონია ასეთი - აღზრდა საკუთარი თავის აღზრდით იწყება.
შვილის აღზრდა გინდათ? - ჯერ საკუთარი თავი!
ბავშვის აღზრდა საკუთარი თავის აღზრდით იწყება
ბედნიერება, ბედი და უბედურება ერთმანეთზე გადაჯაჭვულია და ძალიან მნიჭშვნელოვანია ამაში გავერკვეთ, იმიტომ, რომ როცა გავერკვევით, გვეცოდინება, საით ვიაროთ, და თუ ვერ გავერკვევით, ბედნიერებას დავუწყებთ ძიებას იქ, სადაც ის არ არის
შალვა ამონაშვილი
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
რით ვძლიოთ მტერს?
სიყვარულით და სიმდაბლით უნდა ვძლიოთ მტერს. პირველ რიგში, ჩვენი მტერი ჩვენი დაცემული ბუნებაა და, რა თქმა უნდა, დაცემული ანგელოზები. ამას უნდა ვძლიოთ. ჩვენი ბრძოლა არ არის ადამიანების წინააღმდეგ, როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს
მღვდელი ბასილი ფოსურიროდესაც ესა თუ ის ადამიანი არის ისეთი სახის საჯარო ცხოვრებაში, რომ საზოგადოებას კარნახობს ცხოვრების წესს, ან უქმნის მოცემულობებს, ბუნებრივია, ის მზად უნდა იყოს საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან ნებისმიერი ტიპის შეტევისთვის.
გიორგი კეკელიძეკაცია ადამიანი?
ილია ჭავჭავაძემ დაგვიწერა ჩვენ "კაცია-ადამიანი" და გვითხრა, რომ არ გაგიწყრეთ ღმერთი, ასე არ ქნათო. ჩვენ ისე ვქენით, როგორც ლუარსაბმა და დარეჯანმა.
ახლა მე მინდა დავაარსო ლუარსაბის ორდერი და დარეჯანის. აუ რა ლაურიატები გვეყოლება.
ასაკში რას უფრო მეტად შევინანებთ?
ასაკში ჩვენი სინანულის ძირითადი ნაწილი დაეთმობა იმ პერიოდებს, როცა გაჩერებულები ვიყავით და არა იმ პერიოდებს, როდესაც შეუჩერებლები ვიყავით. პარადოქსი ისაა, რომ ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები და მერე ნელ-ნელა ვსწავლობთ გაჩერებას.
დავით გოგიჩაიშვილიიუმორის შესახებ
რაზე გეცინება? ეს არის ადამიანის შეფასების კრიტერიუმი. ხომ ამბობენ, შენ ის ხარ, რაზეც დუმხარ, მაგრამ ჩვენთვის ის ხარ, რაზეც გეცინება. ვიღაცისთვის რა არის სასაცილო და ვიღაცისთვის რა. ხშირ შემთხვევაში, სავალალო შედეგებს ვიღებთ ხოლმე.
დავით გოგიჩაიშვილიეკლესია თავის პრობლემებს შიგნიდან უნდა აგვარებდეს, და როდესაც შიგნიდან ვერ გვარდება დიდი ხნის განმავლობაში და უფრო მეტიც, უწესრიგობა იზრდება, ღმერთი დაუშვებს ხოლმე ეკლესიაზე შეჭირვებას მისი გაძლიერებისთვის და განწმენდისთვის.
გიორგი გვასალიაშეიძლება კარის მეზობელს ეჩურჩულო და...
არის ხოლმე ასეთი განწყობილებები, შეემართებიან ადამიანები, რომ მთელს სამყაროს გააგონონ თავის ქუხილი, მაგრამ ესეთ დროს შეიძლება კარის მეზობელს ვერ გააგონო. შეიძლება კარის მეზობელს ეჩურჩულო და მთელი სამყაროსთვის გასაგები გახდეს...
დავით მაღრაძე
მომავალი რომ შექმნა, დღესვე უნდა დაიკაპიწო ხელები და იმუშაო, მიუხედავად იმისა, პრესტიჟულია ეს, თუ არა!
უნდა ისწავლო, მიუხედავად იმისა, მოგიმატებენ ამის გამო ხელფასს, თუ არა!
უნდა იყო შემოქმედი, მიუხედავად იმისა, დაგიფასდება ეს, თუ არა!