როგორიც ვარ ღმერთთან, ისეთი ვარ მოყვასთან!
როგორიც ვარ ღმერთთან, აი ისეთი ვარ მოყვასთან, ისეთი ვარ ადამიანთან.
რა საზომიც მაქვს მე ლიტურგიაზე, ის საზომი მაქვს შემდგომ საზოგადოებაში.
როგორი პატიოსანიც ვარ, ან როგორი ფარისეველიც ვარ ლიტურგიაზე, აი ისეთი პატიოსანი და ისეთი ფარისეველი ვარ სამეზობლოში, ოჯახში, სამეგობროში, საზოგადოებაში,..
მინდა გამიხსენონ, როგორც
იმედია, რომ, როგორც ინსპირაცია და მოტივაცია გამოვადგები მომავალ თაობას. ჩემი მიზანი, მოგატყუებთ, რომ გითხრათ, არის, რომ მე დავრჩე, როგორც ლეგენდა. მთავარია, რომ როცა გამიხსენებენ და ჩემზე, როცა ილაპარაკებენ, ილაპარაკონ და მომიხსენიონ, როგორც: მომთმენი, მოსიყვარულე, მეოცნებე და მშრომელი ადამაიანი
ილია თოფურიაროცა არ იცი ვინ ხარ
რაც სოკრატესთან თავმდაბლობად ჩანს და სიბრძნედ, რომ მე ვიცი ის რომ არაფერი არ ვიცი, აქ ჩემი აზრით, ეს არის უბედურება ადამიანის, როცა არ იცის ვინ არის. არ იცის არც თავისი ასაკი, არც სქესი, არც თავისი ნაციონალობა, არც ის ცოცხალია თუ მკვდარია.
აი ამ უაზრობამდე, ამ შიზოფრენიამდე არის მისული ეს ტენდენცია.
თქვენი ფიქრების შინაარსები განსაზღვრავს თქვენ მდგომარეობას.
მე თქვენ რაღაც კარგი რომ გითხრათ გაგიხარდებათ, ცუდი რომ გითხრათ - გეწყინებათ. იმიტომ, რომ მე რასაც გეტყვით, გაიაზრებთ, წარმოიდგენთ და აქედან მოდის ემოცია.
აუცილებელია, რომ სხვამ გითხრათ? იგივე ხდება, როცა თქვენ ესაუბრებით საკუთარ თავს
ადამიანი უნდა განიღმრთოს!
მაცხოვარი მოდის ადამიანის გადასარჩენად, გამოსახსნელად. ეს არ არის უბრალოდ ბიოლოგიური არსება, რომელსაც გამოიხსნის, არამედ, ის, რომელიც უნდა შეუერთდეს ღმერთს. არა რაღაცა პროგრამით, დევიზით, ლოზუნგით, ამაღლებული ფრაზით, არამედ - არსებითად, პრაქტიკულად. უნდა შეუერთდეს, უნდა განიღმრთოს, უნდა ეზიაროს.
გიორგი გვასალიამახსენდება სურათები / ასე არ უნდა მოვქცეულიყავი
ხანდახან, მახსენდება ხოლმე სურათები, როცა შვილთან ისე არ უნდა მოვქცეულიყავი; ის არ უნდა გამეკეთებინა; ის სახე არ უნდა მეჩვენებინა... ახლა, მასთან რომ ურთიერთობა მაქვს, ეს ყველაფერი წინ მიდგას და დანაშაულის განცდა მაქვს - ხომ არ ახსოვს და იქიდან რაღაც ცუდად ხომ არ ჩარჩა. დღემდე გრძელდება ჩემი მამობა.
შალვა ამონაშვილი
პაატა პაპავა - ციტატები
განათლება - კეთილდღეობის შექმნის ინსტრუმენტი
განათლება არსებითად, განსაკუთრებით დღეს, ამ საუკუნეში, არის ფიზიკური, ფსიქო-ემოციური, ეკონომიკური და სულიერი კეთილდღეობის შექმნის ინსტრუმენტი. თუ ეს არ გაქვს, მაშინ შენ შეიძლება ვერ მიაღწიო კეთილდღეობის იმ ნიშნულებს, რაც ძალიან სჭირდება ადამიანს თვითრეალიზებისთვის, ხარისხიანი ცხოვრებისთვის.
პაატა პაპავაროცა გულგრილი ხარ ჭეშმარიტების მიმართ
ჭეშმარიტება არის მომთხოვნი და არ არის ყოველთვის სასიამოვნო. კი ვენათესავებით ადამიანები ჭეშმარიტებას, მაგრამ, იმდენად ვეჩვევით სიცრუეს, რომ მერე ვიყვარებთ კიდეც მას და ვდევნით ჭეშმარიტებას. სამწუხაროდ, საშუალო მდგომარეობა არ არის, როცა გულგრილი ხარ ჭეშმარიტების მიმართ, იწყებ კიდეც მის დევნას.
ლევან გიგინეიშვილიუნდა მოახერხო და კიდევ ერთი ნაბიჯი დაგადგა!
ერთადერთი რამ, რაც მოგეთხოვება, როდესაც მწვერვალზე ასვლას დააპირებ, არის ის, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, როცა აღარ შეგიძლია. ეს არის მთელი ფილოსოფია ცხოვრებისაც, ევერესტზე ასვლისაც და ყველაფრისაც, რომ როდესაც ამოიწურება შენი რესურსი და აღარაფერი შეგიძლია, უნდა მოახერხო და ერთი ნაბიჯი დაგადგა.
ალექსანდრე ჯეჯელავაგანსხვავებულობა აუცილებელია ვინმეს გამოსარჩევად
ჩვეულებრივ ადამიანურ ცხოვრებაში, იმისათვის, რომ ვინმე დავაფასოთ ან გამოვარჩიოთ, სხვებისგან გამორჩეულად რომ ჩავთვალოთ, ამისთვის საჭიროა, რომ იყოს განსხვავებული. რა თქმა უნდა, განსხვავებულობა ყველა შემთხვევაში კარგი არ არის, მაგრამ, განსხვავებულობა აუცილებელია იმისათვის, რომ ვინმე გამოვარჩიოთ.
დავით გოგიჩაიშვილიღმერთი - იმედი და საყრდენი ადამიანისთვის
მადლობა უფალს, რომ ეს გრძნობა გვიჩნდება, რომ ის ყოველთვის შენთანაა, ის არასდროს არ გტოვებს, ნებისმიერ სიტუაციაში და იმედის მომცემია ნებისმიერი ადამიანისთვის, თუნდაც ის მომენტი, როდესაც იმედი გაქვს, თითქონს შენს ცხოვრებას მართლაც განსაზღვრავს და დასაყრდენი ხდება. ჩემთვის ძალიან განსაკუთრებულია.
ქრისტინე ბაგრატიონ მუხრანელიღვთისგან დადგენილი წესების მიდევნება
წმინდა მამების მიერ გამოწვლილვით მიღებულ 12 მუხლიან მრწამს არცერთი სიტყვა არ უნდა დაემატოს, გამოაკლდეს ან შეიცვალოს. ერთი სიტყვის დამატებამ მთლიანად სივრცე ამოატრიალა, აბსოლუტურად სხვა კონფიგურაცია მიიღო. ისევ მივდივართ იქამდე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღვთისგან დადგენილი წესების მიდევნება.
მარინა კაჭარავაადამიანი, რომელიც გონებაარეულია...
ადამიანი, რომელიც მთვრალია, გონებაარეულია, შეიძლება სულაც არ იყოს ცუდი ადამიანი, მაგრამ, არაადეკვატურად მოქმედებს, არაადეკვატურად იქცევა, არაადეკვატურად საუბრობს, არაადეკვატურ რჩევებს იძლევა,.. მერე სხვა უსმენს ასეთ არაადეკვატურს. და ბრმას და ბრმის წინამძღოლს რა მოსდის? - ორივე იჩეხება უფსკრულში.
გიორგი გვასალიამეტი შენ!
განვითრების გზა, პირველ რიგში, გულისხმობს იმის შენაჩუნებას, რას უნდა შეინარჩუნო, იმიტომ რომ თუ შენი თავი დაკარგე, მაშინ რაღას ავითარებ, მაშინ შენ სხვა ხარ. განვითარების პროცესში, შენ უნდა იყო მეტი შენ და არა ანტი შენ. არა შენი საკუთრი თავის მოწინააღმდეგე. თუ საკუთრ თავს უარყოფ, ეს განვითარება არ არის.
გია მურღულია
სიყვარული, ისევე, როგორც რწმენა, საქმეთა გარეშე მკვდარია. ათასჯერ რომ თქვა, მწამს ღმერთიო, მოციქული გეტყვის - კი გწამს, მაგრამ საქმეები მიჩვენე, თორემ ვერ გავიგებ, მართლა გწამს, თუ არაო.
მთავარი საქმე ის არის, რომ ადამიანებში ვხედავდეთ ღმერთს და ვეპყრობოდეთ ადამიანებს ისე, როგორც ღმერთი მოექცეოდა მათ
მტრობის გადალახვა იწყება "ჩემი ეგოს" გადალახვით, ჯერ მე უნდა ვთქვა უარი რაღაც ისეთზე, რაც მარტო ჩემია. ამაზე გადაბიჯება უნდა შევძლო. ასევე უნდა შეძლოს კონფლიქტის მონაწილე მეორე მხარემაც. ამ პირველი ნაბიჯებით ბოროტება შემცირდება და მეტი სივრცე გაჩნდება და პროცესი დაიძრება დადებითი ურთიერთობისკენ.
გიორგი გვასალიარას ვადაროთ მეორედ მოსვლა?
მაცხოვარი ამბობს ასეთ სიტყვებს: "რას ვადარო მოსვლა ძისა კაცისა", და ერთ-ერთი ნიშანი, რასაც ის ძე კაცის მოსვლას შეადრის, ეს არის, არა რაღაც შტრიხკოდები, პასპორტები და ჩიპები, არამედ, - ნოეს დღეები.
როგორი იყო ნოეს დღეები? - ნოეს დღეები ხასიათდებოდა ურწმუნოებით, ინტელექტუალური განვითარებით, გარყვნილებით!
გუგლ-ექიმობა და თვითმკურნალობა
თვითმკურნალობა და გუგლ-ექიმობა დამაზიანებელია რასაკვირველია, იმიტომ, რომ თუ დე ვიტამინი არის არაპროფესიონალის მიერ დანიშნული და გამოყენებული, მან შეიძლება გამოიწვიოს მაგალითად თრომბოზების ინდუცირება, ანუ სისხლის შედედების სისტემაზე იმუშავოს ცუდად. ანუ ყველაფერი თავის სპეციალისტს საჭიროებს.
დეა ყოლბაიაამას დიდი მონდომება სჭირდება
გლეხი რომელიც ყანას გათოხნის და გავა კვალს გაიტანს ბოლომდე, იმას, რომ უთხრა ეხლა მიბრუნდი და თავიდან დაიწყე ამის გათოხვნაო, ნამდვილად თოხს ჩაგარტყამს თავში.
ჩვენ ზოგჯერ ათჯერ, თხუთმეტჯერ და ოცჯერ გვიწევს ხოლმე ერთიდაიგივე საქმის გაკეთება და ამაას დიდი ნერვები, დიდი შრომა და დიდი ენერგია სჭირდება.
ბავშვს ასაკის მიხედვით მივაწოდოთ საკითხავი ლიტერატურა
უკიდურესად მნიშვნელოვანია, ბავშვს ასაკის მიხედვით მივაწოდოთ შესაბამისი ლიტერატურა. ორი მთავარი მოცემულობა გვაქვს ამ საკითხზე: 1. რა დროს აწვდი; 2. როგორ აწვდი. ორივე შემთხვევაში დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება უკიდურესი განზიდულობას გამოიწვიოს და საერთოდაც, შეიძლება შეაძულოს წიგნის კითხვის პროცესი.
გიორგი კეკელიძე
რა სრულვყო ჩემ თავში? - პირველ რიგში აზრი დავიმორჩილო და მეორე რიგში - სიყვარული გავაფართოვო და ესენი ერთმანეთს შევურწყა.
როცა ვაზროვნებ სიყვარულით, ეს სხვა აზროვნებაა. როცა ვაზროვნებ სიყვარულის გარეშე, ეს სხვა აზროვნებაა.
სიყვარულით აზროვნებაში უფალს უახლოვდები, უსიყვარულოდ აზროვნებაში - მცირდები
დათესე და გაგიმრავლდება
მოსავალი გინდა? - დათესე, ისე სად მოგივა რამე!
კარგი გინდა შენს ცხოვრებაში რომ მოხდეს? - გააკეთე კარგი და კარგი კარგს გამოიღებს!
აკეთე კეთილი და მიიღებ გაორმაგებულ კეთილს!
თესე სიყვარული და გამრავლდება სიყვარული!
თესე ზრუნვა და გაგიმრავლდება შენც ზრუნვა - სხვები იზრუნებენ შენზე, იმიტომ, რომ შენ ეს დათესე
ადამიანი ღმერთთან ურთიერთობის სახეები
ადამიანი ღმერთთან ურთიერთობა არის რამდენიმე სახის: 1. როცა სამომავლოდ რაღაცას სთხოვს; 2. როცა მადლობას ეუბნება, როცა მადლიერია ღმერთის; 3. როცა ბოდიშს იხდის, შენდობას ითხოვს; 4. როცა თხოვნით არაფერს სთხოვს მომხმარებლურად, არამედ, მხოლოდ ადიდებს. და ალბათ ეს არის ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის კვინტესენცია.
მარინა კაჭარავარისკიანობა, თვითრეალიზაცია
ადამიანი ახალსა და წარსულს შორის დგას და უპირატესობა ენიჭება რისკს. ვინც რისკავს, ის მომავალს ხვდება მხნედ და მის თვითრეალიზაციას ახდენს ამით. მაგრამ თუ ის წარსულში რჩება, არ რისკავს, მაშინ მას სხვა განცდა ეუფლება, დანაშაულის განცდა, იმის გამო, რომ მან ცხოვრება ვერ გამოიყენა, თვითრეალიზაცია ვერ მოახდინა.
რეზო კორინთელი