ძლევამოსილი ქართველი მეფეები
სიძლიერითაც გამორჩეული ხალხი: დავით აღმაშენებელი ისეთი ღონიერი ყოფილა... და მეფე ერეკლე, თავი რომ ჭააჭრა თურმე მალაჩინს, თავი ზედ ქონდა და მერე გადავარდა, გორგასილზე ამბობენ, რომ არტყავდა შუაზე ჩეხდაო.
აი ამ ხალხმა, მათმა სულებმა და მადლიანმა ჯიშმა და გენეტიკამ გადაგვარჩინა საქართველო, ერთი ბეწო ქვეყანა.
ცოდვით არაფერი არ იწყება
ცოდვას არაფერი სიახლე არ შემოუტანია. ცოდვამ უბრალოდ არსებული დაამახინჯა.
ღვთისმსახურება იწყება, არა ცოდვის შემდგომ, არამედ - ღვთისმსახურება გრძელდება. იყო და გრძელდება. სამოთხეშიც იყო და სამოთხის მერეც გრძელდება, მაგრამ, ცოდვის გამო, იძენს შესაბამის ფორმებს. ცოდვით არაფერი არ იწყება, არამედ - მახინჯდება.
ეს სიყვარულს კლავს!
ზრუნვას რა საკვირველია საჭიროებს, ადამიანმა უნდა იზრუნოს თავისი შეყვარებულისთვის, რომ მეორე ადამიანისთვის მუდმივად საინტერესო რჩებოდეს. იმიტომ რომ, თუ ხვალაც ის ხარ და ზეგაც, რაც გუშინ იყავი, ეს სიყვარულს კლავს.
ასე, რომ ბევრ რამეზე უნდა იფიქროს შეყვარებულმა ადამიანმა, რომ გაუფრთხილდეს და შეინარჩუნოს ეს.
როგორ ვაქციოთ წიგნის კითხვა ჩვევად?
თუ ჩვენ დავინახავთ წიგნის აუცილებლობას, ავტომატურად იქცევა ჩვევად, იმიტომ, რომ ადამიანი სადაც ხედავს მნიშვნელოვან საჭიროებას (ვფიქრობ, წიგნი ასეთია), ის ბუნებრივია ცდილობს, ამ სრულიად აჩქარებულ და ორ სივრცეში გაფანტულ დროში (ვგულისხმობ რეალურ და ვირტუალურ სივრცეს) მაინც გამონახოს დრო, რომ წიგნი წაიკითხოს.
გიორგი კეკელიძემაშინ რა გინდა ბიძია მენეჯმენტში
მენეჯმენტში იმიტომ თუ არა ხარ, რომ სხვისი წარმატებით სიხარული შეგიძლია და სხვისი ტკივილით ტკივილი შეიგიძლია, თუ მენეჯერი ხარ და არ ურიგდები იმას, რომ როცა გამარჯვებაა, მაშინ ეს გუნდმა გაიმარჯვა და როცა დამარცხებაა ეს შენი ბრალია, თუ აი ეს ფორმულა არ არის შენი მამოძრავებელი, მაშინ რა გინდა ბიძია მენეჯმენტში?
დავით გოგიჩაიშვილიღმერთის რწმენა
რამდენად რელიგიური ხარ?
ძალიან… ძალიან მწამს ღმერთის. ყველაზე რთულ მომენტებში, რაც ცხოვრებაში მქონია. როცა მინდოდა, რომ მიმეტოვებინა ყველაფეეი, ვინც გამინათა გზა და ვინც ჩემს გვერდით იდგა ყოველთვის, ვინც მომცა ეს არაბუნებრივი ძალა, იყო ღმერთი. ეს ტალანტი რაც მაქვს დღეს და რასაც ხალხი ხედავს, მომცა ღმერთმა .
რას შეცვლიდი ბავშვობის ასაკში?
ვიკეტებოდი ტვალეტში და არ გამოვდიოდი, სანამ ველოსიპედს არ მიყიდდნენ, ჩემი ოჯახი არ იყო ფინანსურად ისე შეძლებული, რომ სულ ველოსიპედები ეყიდათ ჩემთვის და ერთ სეზონში 8 ველოსიპედი მიყიდეს.
ესეთ მომენტებში დავბრუნდებოდი და შევხედავდი ამას მამაჩემის თვალით, რომ ნეტავ რა უნდა ვქნა ასეთ დროს, როგორ უნდა მივუდგე.
გელა ჩარკვიანი - ციტატები
გადაწყვეტილებებს სწრაფად ღებულობთ?
მორალურ გადაწყვეტილებებს სწრაფად ვღებულობთ ხოლმე, თითქოს მაქვს საკმარისი ინტუიცია იმისათვის, რომ სწრაფად განვსაზღვრო, ესა თუ ის გადაწყვეტილება მორალურად სწორია თუ არა. მაგრამ, როდესაც საქმე ეხება რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, სადაც ნამდვილად გათვლაა საჭირო, იქ, რასაკვირველია, ძალიან დიდხანს ვფიქრობ
გელა ჩარკვიანისიყვარული უცნაური ყოფილა
ძალიან დიდი ძალაა სიყვარული, ჩემო ძვირფასებო, თანაც გვაქვს იმდენი, რამდენიც გვინდა. ამოწურე! უცნაური ყოფილა სიყვარული, რაც მეტს გასცემ, უფრო მრავლდება! ცოტას გასცემ? ცოტა მოგემატება. მეტს გასცემ? - მეტი მოგემატება! რაც უფრო ავარჯიშებ სიყვარულს, მით უფრო ძლიერი ხდება. შეიძლება, რომ ვიძუნწოთ სიყვარულში ვინმესთან?
შალვა ამონაშვილისად ვეძებოთ ბედნიერება?
ერთმა ფილოსოფოსმა თქვა: "ბედი ყველგან არის, და ის არსადაც არ არის".
სადაც არ უნდა ეძებო ბედი, ვერ იპოვი, გარეთ ბედი არ არსებობს. ჩემშია ბედი, მე ვარ შიგნით ბედნიერი.
მე როგორ მიგიღებთ თქვენ, ამის მიხედვით, ან ბედნიერი ვიქნები, ან უბედური.
მნიშვნელობა არა აქვს გარეთ რა ხდება, მე შიგნით უნდა ვიგრძნო ბედნიერების განცდა
ემიგრანტები, რომლებიც სამუდამოდ მიდიან
გული მწყდება ქართველ ემიგრანტებზე, რომლებიც სამუდამოდ მიდიან საქართველოდან. მინდა, მათი შრომა, ნიჭი, შესაძლებლუბები, ფინანსები - საკუთარ სამშობლოს გამოადგეს.
სამშობლო რას ნიშნავს? დედა, მამა და ქვეყანა. დედას და მამას თუ ემსახურები, მესამე მშობელმა რა დააშავა?
მოდით, გავიაზროთ, რომ ამ სამივე მშობელს ვემსახუროთ!
არასდროს ერთი რაკურსით!
ლიტერატურული ტექტები და ლიტერატურული პერსონაჟები, და საერთოდ ცხოვრება, არასოდეს არ უნდა დაინახოთ ცალფად, ერთი რაკურსით.
ხშირად მითქვამს, არის ასეთი გერმანელი პედაგოგი, ანტონ დისტერვეგი, რომელმაც თქვა, რომ სჯობს ბავშვებს ერთი საგანი ან მოვლენა ასწავლო ათი სხვადასხვა კუთხით, ვიდრე ათი სადანი ან მოვლენა ცალფად.
არაფერი მინახავს უკეთესი, ვიდრე ის როდესაც ვუყურებ ბავშვი როგორ ფიქრობს, ჩემთვის ეს არის ბედნიერება და თუ ოდნავ მაინც შეუწყობ ხელს იმას, რომ ბავშვები დაფიქრდნენ საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ ქვეყანაზე, კაცობრიობაზე, მშვენიერებაზე, სიცოცხლეზე, სიკვდილზეც კი, მაშინ მე ჩავთვლი, რომ ტყუილად არ მიცხოვრია ამ ქვეყანაზე
გია მურღულიაქრისტემ კარგად გვითხრა, თუ რა არის ცათა სასუფეველი, რომ იგი ძალისხმევით აიღება და რომ ცათა სასუფეველში ცხოვრების ასეთი და ასეთი წესია. და ეს წესები აქვე უნდა შეიმუშაო უკვე. ვიდრე იქ მიხვალ, აქვე. თუ აქვე შეიმუშავებ, მაშინ იქ სულ სხვა ბედნიერებას მოიპოვებ. თუ აქ ვერ შეიმუშავებ, ძალა არ გეყოფა სასუფეველში მოსახვედრად
შალვა ამონაშვილი"რამდენსაც მიხდიან, ისეთ გაკვეთილს ვატარებ"
ბევრი ავტორიტარი მასწავლებელი ამბობს - რამდენსაც მაძლევენ, ისეთ გაკვეთილს ვატარებო, ჩემგან რა გინდათო. მართალს ამბობს, - აძლევენ ამდენს და ასეთ გაკვეთილს ატარებს. მისცემენ უფრო მეტს - სხვანაირს ჩაატარებს. მაგრამ, ეს ყოველთვის ასე არ არის. უვარგის მასწავლებელს გინდ ამდენი მიეცი, გინდ იმდენი, რაც იცის, იმას გააკეთებს.
შალვა ამონაშვილირომელსა უყვარდეს დედა, მამა,.. ჩემზე მეტად
მაცხოვარი ამბობს - რომელსაც უყვარს მამა, დედა, ძმა, და,.. ჩემზე მეტად, ის ჩემი ღირსი არ არისო, - ამით რას გვეუბნება? იმას, რომ დედა და მამა არ გვიყვარდეს? აბსოლუტურად გამორიცხულია! არამედ - მე თუ არ შემიყვარე, მას ვერ შეიყვარებ. როგორც ჩემთან ხარ, ისეთი ხარ მასთანაც. ამიტომ, მე შემიყვარე, თუ გინდა, რომ შეიყვარო მამა, დედა, ძმა,..
გიორგი გვასალიაქართველი კაცის ნებისყოფა
უზნაძეს აქვს ნათქვამი - ქართველი კაცის ბუნება, გერმანელი კაცის ბუნებას ვერ შეედრება, გერმანელი რა საქმესაც დაიწყებს, დაამთავრებს, მაგრამ, თუ ქართველ კაცს ტაბურეტის გაკეთება უნდა, ორ ფეხს გაუკეთებს და მესამე დაეზარებო. - აი ასე ვართ, ნებისყოფა არ გვაქვს. საფანელი გვაქვს, მაგრამ ბოლომდე მიტანა გვიჭირს ხოლმე ხანდახან.
შალვა ამონაშვილითუ დავაკვირდებით, ეკლესიის მიმართ ლანძღვა, შეურაცხყოფა უწინარეს ყოვლისა იმ ადამიანებისგან მოდის, რომლებსაც არაფერი აკავშირებთ ეკლესიასთან. შორიდან დგანან და ზოგადი ფრაზებით აყრუებენ სამყაროს. ცოტა უხერხულია მარტივი მიზეზის გამო - მე არ მაქვს უფლება, ჭკუა ვასწავლო და ვილაპარაკო იმ კრებულზე, რომელსაც არ ვეკუთვნი.
გიორგი გვასალიაყველა თაობას თავისი გმირები ჰყავს - არსებობს დროის ნიშანი
ყველა თაობას თავისი გმირები ჰყავს. ტექსტი, ზოგადი აზრით უნივერსალურია, თუ ის ხარისხიანია, მაგრამ, რაღაც დროის ნიშანი არსებობს. მაგალითად, რომელიღაც გმირს რომ უჭირავს რაღაც ტიპის პულტი, რომელიც დღევანდელი ბავშვისთვის გასაგებია, მას უფრო ადვილად ესაუბრება მკითხველი, ვიდრე რომელიღაც დროის გმირს, რომელიც ხომალდზე ზის.
გიორგი კეკელიძე
რწმენა გამოიცდება და მკვიდრდება, როცა ყოველთვის თან დაგყვება, როცა ყოველთვის თან სდევს შენს ფიქრებსა და საქმეებს.
არ შეიძლება რწმენა დროებით სადღაც შეინახო, მიატოვო და რწმენის გარეშე თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგა.
სადაც გწამს, იქ ხარ გამარჯვებული. როგორც კი რწმენას გადადებ, იქ ღვთიური ძალა შენი დახმარებისკენ არ ილტვის
სიყვარულს ზრუნვა, მოვლა, ამოზრდა უნდა
სიყვარულს მოვლა უნდა. სიყვარულის ამოზრდა შესაძლებელია. 50 წელი ვიცხოვრე მეუღლესთან ერთად ბედნიერად. რას ვაკეთებდით? - სიყვარულს ვზრდიდით. ხელოვნურად ვზრდიდით - კონფლიქტებისგან გავრბოდით, კონფლიქტებს არ ვაზვიადებდით. ერთმანეთს ვუთმობდით. "იყოს როგორც შენ გინდა" - ვეუბნებოდით ერთმანეთს და ასე გამოგვივიდა სიამტკბილობა
შალვა ამონაშვილირწმენა მაჩვენებს ჰორიზონტის იქით ცხოვრებას. და იქიდან მომდის პირობები, - თუ შენ ამ მიწიერ ცხოვრებას ესე გაატარებ, იქ რომ მოხვალ, მაშინ ეს დაგხვდება. თუ ესე არ გაატარებ, თვითონ ვეღარ წახვალ წინ, მუხლები არ გეყოფა, ძალა არ გეყოფა და სადღაც გაჩერდები. ვიღაცა ამას ჯოჯოხეთს დაარქმევს, ვიღაცა - მეხუთე, მეშვიდე ცას და სხვა ამგვარი
შალვა ამონაშვილიღმერთთან ინდივიდუალური შეხვედრა
ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, რომ რობოტები არ ვართ და რობოტული რიტმით არ ვადიდებთ უფალს, არამედ ინდივიდუალური შეხვედრა გვაქვს მასთან. ღმერთი არის პიროვნება და მასთან ინტერპერსონალური სივრცე იქმნება. თითოეული ადამიანი თვითონ უნდა შეხვდეს ღმერთს და შეეხოს, უფრო სწორედ - შეიხოს, თორემ ღმერთი ხომ აქ არის, ყველგან არის.
მარინა კაჭარავამიაქციე ყურადღება მათ, რომლებიც "უკან გქაჩავენ"!
მიაქციე ყურადღება იმ ადამიანებს, რომლებიც "უკან გქაჩავენ". შენ წრეში შეიძლება იყოს ხალხი, რომლებთან ურთიერთობაც თვითშეფასებას გიზიანებს, იმედს გიკარგავს იმისა, რომ წარმატებას მიაღწევ და ა.შ. დაფიქრდი, რამდენად აუცილებელია ასეთ ხალხთან ურთიერთობა. ისედაც რთულია ცხოვრება, იმისთვის, რომ ვიღაცები კიდევ უკან გექაჩებოდნენ.
ალექსანდრე ჯეჯელავა