ციტატები, მოკლე გამონათქვამები

უახლესი
ციტატები, მოკლე გამონათქვამები
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

სადარბაზოების დალაგება | სამშობლოს განცდა

სამშობლოს განცდიდან იწყება ალბათ ჩემი ქვეყანა, ჯერ რო ჩემი მეგობარია, ჩემი ეზოა, ჩემი სადარბაზოა. ჯერ სადარბაზოების ლაგება ყველას არ დაგვიწყია, ჯერ კიდევ კარის ზღურბლამდე არის ბევრ კორპუსში დასუფთავებული საცხოვრებელი. ესე, ნელ-ნელა თუ არ ვიგრძენით რომ ყოველი ეს გოჯი, მიწა, ამ ერთი ბეწო ქვეყნის არის შენი, არაფერი არ გამოვა.

ნათია ფანჯიკიძე
სადარბაზოების დალაგება | სამშობლოს განცდა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

სულ შიშებშია ჩემი შვილი...

ბევრი ბავშვი გვყავს, რომლებსაც შიშები აწუხებთ. დედები მოდიან და ჩივიან - ჩემი შვილი სულ შიშებშია, - შეაშინეს და შიშებშია. არ ახლო ხელი, არ მიხვიდე, ჯერ შენი საქმე არ არის, გაიზრდები და მერე,.. იქ წავაქეზე, სადაც მე სიმშვიდე არ დამეკარგებოდა, იქ ავუკრძალე, სადაც ჩემი სიმშვიდე დაირღვეოდა. მაშასადამე, ვისზე ვიზრუნე, შვილზე, თუ ჩემზე?

შალვა ამონაშვილი
სულ შიშებშია ჩემი შვილი...
შალვა ამონაშვილი - ციტატები

როგორი აზრი ქმნის ცხოვრებას? / ცხოვრებასა და არსებობას შორის განსხვავება

როგორი აზრი ქმნის ცხოვრებას? - სუფთა, კეთილი აზრი, რომელსაც არაფრის ნგრევა არ უნდა, რომელსაც არავისთვის სიბოროტე არ უნდა, რომელიც მარტო იმას დაეძებს - თუ რა შემატოს მოყვასს, რით გაახაროს. დაეძებს, როგორი გახდეს, რომ მოყვასს დასჭირდეს, გამოადგეს.
თუ მოყვასს ვჭირდები და მისთვის სიკეთე მომაქვს, ვცხოვრობ, თუ არა - უბრალოდ ვარსებობ

შალვა ამონაშვილი
როგორი აზრი ქმნის ცხოვრებას? / ცხოვრებასა და
ლევან ვასაძე - ციტატები

ქართველობა სრულიად საკმარისია ბედნიერებისათვის

ჩვენმა პატრიარქმა გენიალურად თქვა, პატრიარქმა იცის ხოლმე, მთელს კოსმოსს ჩაატევს ხოლმე 2-3 სიტყვაში და ერთხელ თქვა ესეთი რაღაცა, ოთხ სიტყვაში ჩაატია კოსმოსი: ქართველობა სრულიად საკმარისია ბედნიერებისათვის.

თუ ამაზე უარს ვამბობ, ამას ვღალატობ, ამას ვებრიქები, მაშინ მე არავინ არა ვარ, ვარ უბრალოდ მე და ჩემი ხოში, ჩემი ამბიციები.

ლევან ვასაძე
ქართველობა სრულიად საკმარისია
გიორგი გვასალია - ციტატები

შინაგანი სიმშვიდეა ღმერთთან შეხვედრის სივრცე

ღმერთთან შეხვედრა ხდება სიმშვიდეში. შინაგანი სიმშვიდე - ეს არის ღმერთთან შეხვედრის სივრცე.
როდესაც შინაგანი სამყარო მოწყობილი არ გაქვს, როდესაც შინაგანი სამყარო ბობოქრობს, ვერ მშვიდდება, არის შურით ან სხვა რაღაც ვნებით აწიოკებული, იქ ღმერთის ხმას ვერ გაიგებ ვერასდროს. როდესაც იქ სიმშვიდეა, აი იმ ჩქამში გელაპარაკება ღმერთი.

გიორგი გვასალია
შინაგანი სიმშვიდეა ღმერთთან შეხვედრის სივრცე
გოგა ჩანადირი - ციტატები

შეიძინეთ ქართული!

სხვათა შორის, ქართული მაისური მაცვია, ქართული ფეხსაცმელი მაცვია და ვცდილობ, რომ სულ ქართული შევიძინო. ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მეტ ქართველ მწარმოებელს გავუწიო პოპულარიზება.
შევიძინოთ ქართული, იმიტომ, რომ ისევ ჩვენ ხელშია ჩვენი ქვეყნის და თანამემამულეების გაძლიერება.
უნდა გვიხაროდეს, განსაკუთრებით - ჩვენიანების წარმატება.

გოგა ჩანადირი
შეიძინეთ ქართული!
რეზო კორინთელი - ციტატები

სრულყოფის კიბე და სინანული

აი ამ კიბეზე, რომელიც სრულყოფის კიბეა, რომელიც აღწერილია, როგორც იაკობის კიბე, შეიძლება ყოველ წუთას დაეცე, მაგრამ მონანიება არასდროს არ არის გვიან. შეიძლება ისევ ახვიდე, იმიტომ რომ სრულყოფის გზა სიკვდილამდე გრძელდება და შეიძლება სიკვდილის შემდეგაც, არც ვიცით ეს. ის ისეთი საიდუმლოა, რომელსაც მეცნიერება ვერ გადაჭრის ვერასდროს.

რეზო კორინთელი
სრულყოფის კიბე და სინანული
შალვა ამონაშვილი - ციტატები

გავუზიაროთ შვილს ხვაშიადები

შვილს გავუზიაროთ ჩვენი ხვაშიადები, გაჭირვება, დალხინება:
„უბრძანა: “შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია,
შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია,
მომაქარვები სევდისა, მართ ვითა მუფარახია.
ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია.“
რუსთაველის ამ ეპიზოდში ჩანს, რომ მამა თავის შვილს უხსნის, თუ რატომ არის შეწუხებული.

შალვა ამონაშვილი
გავუზიაროთ შვილს ხვაშიადები
შალვა ამონაშვილი - ციტატები

აქ იწყება ჩვენი ბედნიერება

კარგიც მოხდება, ცუდიც მოხდება, უნდა ყველაფერი მივიღოთ.
თუ მივიღებთ, აი აქ იწყება ჩვენი ბედნიერება.
რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, არ დავარქვათ არაფერს კარგი და ცუდი. რაც მოხდა, ამას ვეღარაფერს ვეღარ ვუშველით.
კარგი მოხდა? გავიხაროთ.
ცუდი მოხდა? დასკვნა გავაკეთოთ, - რატომ მოხდა ეს? და აი ამაში დავინახავთ ამ თითქოსდა ცუდი რაღაცის სიკეთეს

შალვა ამონაშვილი
აქ იწყება ჩვენი ბედნიერება
შალვა ამონაშვილი - ციტატები

შემოქმედებითი ცხოვრება დინების წინააღმდეგ

არ ავმაღლდეთ?
ამ ამაღლებას უნდა ჭიდილი ცხოვრებასთან. ჭიდილი აზრით, საქმით, ძიებით, შემოქმედებითი ცხოვრებით. შემოქმედება ყველაფერშია, არავინ არ თქვას - "მხატვარი არა ვარო", - განა მარტო მხატვრები და კომპოზიტორები ქმნიან რაღაცას... დიასახლისი, რომელიც დიდი სიყვარულით გაამზადებს კერძს და ლამაზად მიართმევს ოჯახს, ესაც შემოქმედებაა

შალვა ამონაშვილი
შემოქმედებითი ცხოვრება დინების წინააღმდეგ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

შეისწავლეთ საკუთარი სახელის მნიშვნელობა

მშვენიერი სახელები გაქვთ, შეისწავლეთ თქვენი სახელების მნიშვნელობა, შინაარსი და ეცადეთ, საკუთარი სახელი გაამართლოთ, რაც ამ სახელს შინაარსი აქვს. მაგალითად, ჩემი სახელი - შალვა - ებრაული წარმოშობისაა და ნიშნავს "გამარჯობას". აი, მე მინდა, რომ გამარჯვების ცხოვრებით ვიარო ყველგან და ყოველთვის. ასე რომ, სახელი უნდა გავამართლოთ ხოლმე.

შალვა ამონაშვილი
შეისწავლეთ საკუთარი სახელის მნიშვნელობა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

თუ რისკიანი არ ხარ...

თუ გიყვარს ცხოვრება, მაშ რისკიც უნდა გქონდეს.
ვინც რისკიანი არაა, ვერ იტყვის, რომ პიროვნება ვარო, იმიტომ, რომ ნებისყოფა არ ჰქონია. მშიშარას რა პიროვნება უნდა დაარქვა?
მშიშრები ვართ? რაღაცის გვეშინია? მაშასადამე, პიროვნულობის ერთ-ერთი მთავარი თვისება - სიმამაცე, გამბედაობა - არა გვაქვს და უნდა შევიძინოთ, თუ გვინდა პიროვნება გავხდეთ

შალვა ამონაშვილი
თუ რისკიანი არ ხარ...
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ბავშვი ქვეყანას დარჩება, მშობელს - ბრილიანტი

აი ეს ბავშვი უნდა გახდეს საუკეთესო! და თუ ეს დედა ასე იზრუნებს ამ ბავშვზე, რომ ქვეყანას აჩუქოს იშვიათად აღზრდილი კეთილშობილება, თავად მშობელი როგორი გახდება? რა მოუვა მშობლის სულს? ხომ ისწავლის სიყვარულს, თავდადებას, კეთილშობილი გახდება, გაუფართოვდება აზროვნება - ყველა სიკეთე მოვა. ბავშვი ქვეყანას დარჩება და მშობელს - ბრილიანტი.

შალვა ამონაშვილი
ბავშვი ქვეყანას დარჩება, მშობელს - ბრილიანტი
გიორგი კეკელიძე - ციტატები

გამოსავალი არის მოძრაობა

შენი გარემოდან წამოსული ადამიანის ნათქვამი (მათ შორის - ცილისწამება და ტყუილი) უფრო მოქმედებს შენზე, ვიდრე უცხო, ან სულ სხვა ღირებულებების მქონე ადამიანის ნათქვამი. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ყველანაირ საზოგადოებაში ასე ხდება. გამოსავალი არის მოძრაობა. როცა მოძრაობ, იოლად იტოვებ უკან ისეთ რამეს, რაზე ფიქრმაც შეიძლება დაგაზიანოს.

გიორგი კეკელიძე
გამოსავალი არის მოძრაობა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ცოლმა, ქმარმა 1-2 თვე გაივარჯიშეთ...

აბა ერთი სცადეთ ცოლ-ქმარმა, 1-2 თვე გაივარჯიშეთ ურთიერთგაგებაში, ურთიერთპატივისცემაში, ურთიერთზრუნვაში, ალერსში, სიყვარულში,.. გაივარჯიშეთ, რომ ეს ყველაფერი ფაქიზი იყოს. ოღონდ არ თქვათ - „ჩვენ უკვე 10 წელი ვიცხოვრეთ ერთად, რაღა დროს ეგეთებიაო“. პირველი პაემანი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი პაემანიც. უნდა გაჰყვეს ეს სიყვარული.

შალვა ამონაშვილი
ცოლმა, ქმარმა 1-2 თვე გაივარჯიშეთ...
კახი კავსაძე - ციტატები

ნაციონალიზმსა და პატრიოტიზმს შორის განსხვავება

პატრიოტიზმი არ ნიშნავს, რომ შენ შენი ქვეყანა, შენი ხალხი, ენა გიყვარს, არა! როდესაც შენ ხედავ, რომ სხვასაც თურმე თავისი ხალხი, ენა, ქვეყანა, მიწა-წყალი უყვარს. როდესაც შენ მის სიყვარულსაც დაინახავ, აი მაშინ შენი ქვეყნისადმი შენ სიყვარულსაც აქვს ფასი. ისე, ჩემია და მიყვარს - ეს არაა პატრიოტიზმი. ეს ნაციონალიზმია, რაც მე ძალიან არ მიყვარს.

კახი კავსაძე
ნაციონალიზმსა და პატრიოტიზმს შორის
ნანა ჩაჩუა - ციტატები

წერტილი დასაწყისიცაა!

ყველა წერტილიდან შეიძლება დაიწყო. წერტილი ძალიან საინტერესო გეომეტრიული მოცემულობაა, ფიგურაც არ არის, განზომილებაც არ აქვს. წერტილი ჩვენ ყოველთვის გვგონია ხოლმე დასასრული, წერტილი დასაწყისიცაა. პითაგორა ამბობდა - წერტილი ღმერთიაო, იმიტომ, რომ ის ყველაფერშია და მისგან ყველაფერი აიგება, ის ერთდროულად დასასრულიცაა და დასაწყისიც.

ნანა ჩაჩუა
წერტილი დასაწყისიცაა!
შალვა ამონაშვილი - ციტატები

როდის მაქვს სატირლად საქმე?

მოვუფრთხილდეთ ამ ჩვენს იშვიათ განძს [სულს]. ამიტომ ვართ აქ ამქვეყნად. რომ წავალთ, სულს წავიღებთ. სხეული ძველდება, რაღაც დაემართება და გამოვა მწყობრიდან. ასე ხდება ყველას მიმართ, მეც იგივე უნდა დამემართოს, და სატირელი რა მაქვს? ვიტირო მაშინ, თუ მე მარტო ამ სხეულს მივაგე ყოველი სიკეთე, ვასვი, ვაჭამე, გავართე და გავალაღე და სული დავივიწყე

შალვა ამონაშვილი
როდის მაქვს სატირლად საქმე?
კახი კავსაძე - ციტატები

რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ!

ჩვენ "საშუალო" არაფერი არ ვიცით. ძმაკაცობა ვიცით ბოლომდე!
ზიზღი ვიცით ბოლომდე!
შური ვიცით ბოლომდე!
...
მოკლედ, ამიტომ ვართ მაგრები! სასხვათაშორისოდ არაფერი არ ვიცით! თუ კარგი არტისტები ვართ, არტისტებშიც ბოლომდე ვართ. ყველაფერში ბოლომდე ვართ. იმიტომ ვართ მაგრები. სრულიად ვეთანხმები ამ ფრაზას - რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ - სწორია!

კახი კავსაძე
რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ!
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ვის გადავუხადოთ მშობლების ზრუნვა ჩვენზე?

ვის გადავუხადოთ ჩვენი მშობლების ზრუნვა ჩვენზე? დედას როგორ გადავუხდით?
ნათქვამია, - ხელის გულზე ერბოკვერცხი რომ შეუწვა, დედის ამაგს ვერ გადაიხდიო.
მაგრამ, შემიძლია გადავუხადო, - შვილს გავზრდი მე. მან ხომ მე გამზარდა, ახლა მე შვილს გავზრდი, სხვას დავეხმარები შვილის აღზრდაში, მის შვილს ხელში დავიჭერ, შვებას მივცემ, სიტყვას შევაშველებ,..

შალვა ამონაშვილი
ვის გადავუხადოთ მშობლების ზრუნვა ჩვენზე?
ნანა ჩაჩუა - ციტატები

რას ნიშნავს, ვიყო სოციალური არსება?

ადამიანი არის ბიო, ფსიქო და სოციალური არსება, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა საკუთარი თავი უნდა გამოხატოს, როგორც სოციალურმა არსებამ. ეს "სოციალური" მავალდებულებს, რომ ვიყო ინდივიდი, პასუხისმგებელი ჩემ ქცევასა და სიტყვაზე და რომ ეს ყველაფერი შესაბამისობაში მოდიოდეს სოციალურთან, რაც თავის თავში ადამიანურ ღირებულებებს გულისხმობს.

ნანა ჩაჩუა
რას ნიშნავს, ვიყო სოციალური არსება?
გიორგი გვასალია - ციტატები

მეტად უნდა იქადაგებოდეს საეკლესიო საიდუმლოებების მნიშვნელობა

დღეს, ისე როგორც არასდროს, ალბათ ამბიონიდან, ყველაზე მეტად უნდა ისმოდეს სწავლება - ლიტურგიის, ღვთისმსახურების შინაარსის შესახებ, თუ რა არის ლიტურგია, რა არის ევქარისტია, რა არის ზიარება, რა არის საეკლესიო საიდუმლოება, რაში მჭირდება ეს ყოველივე,.. სამწუხაროდ, საეკლესიო საიდუმლოებები ტრადიციამდე დაგვყავს და გაუშინაარსებლად ვაკეთებთ.

გიორგი გვასალია
მეტად უნდა იქადაგებოდეს საეკლესიო
გვანცა ბარაბაძე - ციტატები

მოდი იყავით ადამიანები

დღეს მომავლის უნარები რატომ არის ასეთი აქტუალური და მნიშვნელოვანი? სხვა ყველაფერს მანქანა აკეთებს, რობოტი აკეთებს ადამიანურ უნარებს ვერ ანაცვლებს ჯერ ვერაფერი, ამიტომ ეს კრეტიულობა, შემოქმედებითობა, ემოციური ინტელექტი, მოსმენა, ემპათია და ასე შემდეგ - არის ის რაც ჯერ ვერ ნაცვლდება.

21-ე საუკუნე გვეუბნება რომ მოდი იყავით ადამიანები.

გვანცა ბარაბაძე
მოდი იყავით ადამიანები
შალვა ამონაშვილი - ციტატები

გაღიზიანებული მშობელი საშიშია, ბავშვი გარბის ასეთი მშობლისგან.
ხმამაღალი საუბარი ნიშნავს იმას, რომ მე მივეცი მაგალითი, ჩემი შვილი რომ თავის შვილთანაც ასე მოიქცეს. რა ქცევაც ვუჩვენე, ის ქცევა გაჰყვა მას და თუ მე ცოტათი მაინც პატივს მცემს, ეს ქცევა განმტკიცდება მასში და იგივეს გამოავლენს.
ამრიგად, გაღიზიანება უნდა მოიცილონ მშობლებმა

შალვა ამონაშვილი
გაღიზიანებული მშობელი
ციტატები, მოკლე გამონათქვამები